მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7112.3
0.0005
flag
AZN 1.5852
0.0001
flag
CNY 38.7
-0.0026
flag
EUR 3.155
-0.0054
flag
GBP 3.6135
-0.0204
flag
KZT 53.21
0.0012
flag
TRY 0.0622
-0.0001
flag
USD 2.695
0

გილოცავთ უდიდეს გამარჯვებას - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია! ეს ისტორიული შედეგი არის დაუღალავი შრომის, მაღალი პროფესიონალიზმისა და ქვეყნის სიყვარულის შედეგი | ბიძინა ივანიშვილი

news image

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონობას ულოცავს. 

მილოცვის ტექსტს „ქართული ოცნება“ სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

„გილოცავთ უდიდეს გამარჯვებას - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია!

ეს ისტორიული შედეგი არის დაუღალავი შრომის, მაღალი პროფესიონალიზმისა და ქვეყნის სიყვარულის შედეგი. მადლობა მინდა გადავუხადო მოჭიდავეთა ეროვნული გუნდის თითოეულ წევრს, რომლებმაც შესაძლებლობების მაქსიმუმი გაიღეს და ჩვენი ქვეყნის დროშა მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველა სხვა დროშაზე მაღლა ააფრიალეს. 

ამ გამარჯვებას კიდევ უფრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ის ფაქტი, რომ საქართველოს ქალ და ვაჟ ძიუდოისტებს ერთობლივად მსოფლიოს პირველობა აქამდე არ მოუგიათ.

კიდევ ერთხელ ვულოცავ ეროვნულ ნაკრებს და სრულიად საქართველოს ისტორიულ გამარჯვებას“, - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

უნგრეთში დასრულდა 2025 წლის გუნდური მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში. საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეულმა ნაკრებმა ისტორიაში პირველად მსოფლიოს პირველობის ჩემპიონობა იზეიმა. ფინალში ქართველმა სპორტსმენებმა სამხრეთ კორეის ნაკრები ანგარიშით 4:1 დაამარცხეს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

სპორტი
image ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა რიგაში პირველი ვარჯიში გამართა

19.01.2026.10:12

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს. 

18 იანვარს, ჩვენი გუნდი ლატვიაში გაემგზავრა და ჯგუფური ეტაპის საწყისი ორი შეხვედრის მასპინძელ ქალაქ რიგაში პირველი ვარჯიში გამართა. საწვრთნელი პროცესი რიგის ოლიმპიურ სპორტულ ცენტრში გაიმართა. მომდევნო ვარჯიშს საქართველოს ნაკრები ტურნირის მასპინძელ რიგა არენაზე ივარჯიშებს. 

19 იანვარს, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ავთანდილ ასათიანი 14-კაციან შემადგენლობას დაასახელებს, რომელიც ევრო 2026-ზე საქართველოს ღირსებას დაიცავს. 

ფუტსალის ევროპის ჩემპიონატი 2026 წლის 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში გაიმართება. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში იასპარეზებს, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქეები ლატვია, ხორვატია და საფრანგეთი იქნებიან. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა