მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7094.6
-0.0098
flag
AZN 1.5767
-0.0008
flag
CNY 38.805
-0.0058
flag
EUR 3.1782
-0.0071
flag
GBP 3.6508
-0.0076
flag
KZT 54.1
-0.001
flag
TRY 0.0613
-0.0001
flag
USD 2.6807
-0.0012

ეთერ ლიპარტელიანი | ადამიანი, რომელიც არასოდეს ჩერდება - საქართველოს ბანკი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია

news image

უნგრეთში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში საქართველოსთვის ისტორიული გამოდგა: შერეულ გუნდურ პირველობაზე ჩვენი ნაკრები პირველად გახდა ოქროს მედლის მფლობელი დაიაპონიის ჰეგემონია დაასრულა, რომელიც პირველობას ზედიზედ შვიდი ტურნირის განმავლობაში არ თმობდა.

უდავო ფაქტია, რომ ქართველ ძიუდოისტებს შორის მთავარი სათქმელი ეთერ ლიპარტელიანმა თქვა. ლაშა გუჯეჯიანისა და გიორგი თენაძის მიერ შერჩეულ შემადგენლობაში ის იყო ერთადერთი, რომელმაც როგორც ინდივიდუალურ, ასევე შერეულ პირველობაზე, ყველა ბრძოლა გამარჯვებით დაასრულა. შედეგად, გახდა პირველი ქართველი ქალი, რომელმაც ძიუდოში, მსოფლიო ჩემპიონატში ოქროს მედლი მოიპოვა. ეს ეთერ ლიპარტელიანის ტურნირი იყო: მან გამართა 9 ბრძოლა, აქედან 8 შემთხვევაში  კი იპონით გაიმარჯვა. 

“მინდოდა, ბუდაპეშტში საქართველოს ჰიმნი ამეჟღერებინა”. ლიპარტელიანმა გამარჯვება სამშობლოს მიუძღვნა, მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ ეს მისი პირადი გამარჯვება იყო. ყოველთვის სჯეროდა, რომ მეტი შეეძლო, რომ ჯერ კიდევ არ ჰქონდა მიზნისთვის მიღწეული. შრომობდა თავდაუზოგავად, არ ჩერდებოდა და სწამდა, რომ მთავარი გამარჯვების წინ ელოდებოდა.

რა ქმნის წარმატებას? ვკითხოთ ადამიანებს, გნებავთ - ხელოვნურ ინტელექტს. პასუხად, მოვისმენთ უამრავ ალტერნატივას, თუმცა ყველაზე მეტი ხომ მათ ეთქმით, ვინც საკუთარ თავს სძლია და წარუმატებლობას საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვის შეტანის საშუალება არ მისცა. როგორც ლეგენდარული მაიკლ ჯორდანი ამბობს, მისგან ნატყორცნი 9000-ზე მეტი სროლა ფარში არ ჩავარდა, დამარცხდა 300-ზე მეტ შეხვედრაში და სწორედ ამ გზით მიაღწია წარმატებას.

ეთერ ლიპარტელიანის გზაც ასეთია. არის ახალგაზრდებს შორის მსოფლიო (2-გზის) და ევროპის ჩემპიონი, ახალგაზრდებს შორის ევროპის თასის მფლობელი, მაგრამ ახალგაზრდული ტურნირები, ასევე ტოკიოსა და პარიზის ოლიმპიადებზე მე-5 ადგილი მისთვის ვერასოდეს იქნებოდა საკმარისი: ის უმაღლეს კვარცხლბეკზე ოცნებობდა. 

ჩვენ, გულშემატკივრები, ტელეეკრანებიდან ვხედავთ გამარჯვებას, რომლის მიღმაც უამრავი ქარტეხილით სავსე გზა იმალება. უშრეტი ძალა, ყოველი დღის ვარჯიშისთვის მიძღვნის ენთუზიაზმი, ამტანობა, გაუტეხლობა… საიდან მოდის ეს ყველაფერი? ლიპარტელიანის პასუხია: "ესაა ალბათ ცხოვრების არსი - ყოველთვის გქონდეს მიზანი და მიისწაფვოდე მისკენ”.

ეთერ, იგივე ეთო ლიპარტელიანი. ეთო, კვარა, მამარდა და სხვები… სპორტის ძალა ასეთია: უცნობი ადამიანები ჩვენთვის ახლობლები ხდებიან. თავს ვაძლევთ უფლებას, ისე ვუწოდოთ, როგორც საკუთარ მეგობრებსა თუ ახლობლებს, ისე ვუქომაგოთ და ვინერვიულოთ მათზე, როგორც ოჯახის წევრებზე და მათი გამარჯვება გავიზიაროთ. და ასეცაა, ეს ქვეყნის გამარჯვებაა, რადგან ისტორიის ასეთი ფურცლები ყველასთვის მარტივად გასაგებ მაგალითს გვაძლევს: ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი მსოფლიო ჩემპიონია და დღეს, ძიუდოთი თუ სხვა ნებისმიერი საქმიანობით დაკავებულმა ქალმა თუ გოგონამ, კაცმა თუ ვაჟმა, ყველამ იცის: თუკი არ გაჩერდები, დიდი წარმატება ყველასთვის შესაძლებელია.

საქართველოს ბანკი ყოველთვის და ყველგან მხარს უჭერს ადამიანებს, რომლებიც არ ჩერდებიან. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

სპორტი
image ერთა ლიგა 2026-2027 | საქართველოს ნაკრების მეტოქეთა ვინაობა ცნობილია

12.02.2026.23:23

12 თებერვალს, ბრიუსელში, უეფას ერთა ლიგის 2026/2027 წლების სეზონის წილისყრა გაიმართა.

საქართველოს ნაკრები B ლიგის მეორე ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქეები უნგრეთი, უკრაინა და ჩრდილოეთ ირლანდია იქნებიან.

ჯგუფის გამარჯვებულები ერთა ლიგის მომდევნო სეზონისთვის A ლიგაში დაწინაურდებიან, ხოლო მეორეადგილოსნები A ლიგის მესამეადგილოსნებთან პლეი-ოფში იასპარეზებენ. მეოთხე ადგილზე გასული გუნდები C ლიგაში დაქვეითდებიან, მესამეადგილოსნები კი C ლიგის მეორეადგილოსნებთან პლეი-ოფში შეეცდებიან ლიგაში ადგილის შენარჩუნებას.

ბრიუსელში გამართულ წილისყრას საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლთან ერთად სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, გენერალური მდივანი დავით მუჯირი და ვიცე-პრეზიდენტები – ალექსანდრე იაშვილი, ზაზა ზამთარაძე და აკაკი ალადაშვილი ესწრებოდნენ.

ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩები 2026 წლის შემოდგომაზე გაიმართება. მატჩების ზუსტი კალენდარი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა