ეროვნული ნაკრები ევრობასკეტის 1/4 ფინალში დღეს ფინეთს დაუპირისპირდება
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალურ მატჩს დღეს გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქე ფინეთი იქნება.
თამაში რიგაში გაიმართება და თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.
ალექსანდარ ჯიკიჩის განკარგულებაში 12 კალათბურთელია: რატი ანდრონიკაშვილი, სანდრო მამუკელაშვილი, კახა ჯინჭარაძე, ბექა ბურჯანაძე, გიორგი შერმადინი, დუდა სანაძე, გიორგი კორსანტია, ალექსანდრე ფევაძე, თორნიკე შენგელია, გოგა ბითაძე, კამარ ბოლდუინი, გიორგი ოჩხიკიძე.
სხვა სიახლეები
ყველაფერს გავაკეთებთ, რათა EURO 2024 არ იყოს პირველი და უკანასკნელი - ლევან კობიაშვილი
15.12.2025.22:35
UEFA საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც ის ყურადღებას ამახვილებს საკუთარ კარიერაზე, EURO 2024-ზე საქართელოს ეროვნული ნაკრების წარმატების ფაქტორებსა და სამომავლო შესაძლებლობებეზე.
,,EURO 2024 საქართველოს ნაკრებისთვის მხოლოდ იღბალი არ ყოფილა - ეს იყო მძიმე შრომის შედეგი ფედერაციიდან დაწყებული, კლუბებით, მწვრთნელებითა და ფეხბურთელებით დამთავრებული. ამასთან, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ ძალიან ძლიერი თაობა გვყავს - როგორებიც არიან კვარაცხელია, მამარდაშვილი და სხვა ტოპ ფეხბურთელები", - ამბობს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი.
მისი თქმით, საქართველოში ყველა ოცნებობა იმ დღეზე, როდესაც ჩვენი ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მსგავსი მასშტაბური ტურნირის მონაწილე გახდებოდა, და სწორედ ამიტომ ძალიან ბედნიერი და ამაყია, რომ ეს ოცნება რეალობად იქცა.
,,ყველაფერს გავაკეთებთ, რათა EURO 2024 არ იყოს პირველი და ბოლო შემთხვევა", - აცხადებს ლევან კობიაშვილი.