მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7063.3
-0.007
flag
AZN 1.5875
-0.0001
flag
CNY 38.241
0.0026
flag
EUR 3.1582
0.0184
flag
GBP 3.6095
0.0162
flag
KZT 51.84
-0.0032
flag
TRY 0.0633
-0.0001
flag
USD 2.6991
-0.0004

ეროვნული ნაკრები დღეს ​სოფიაში ბულგარეთს დაუპირისპირდება

news image

დღეს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრას გამართავს და ბულგარეთს დაუპირისპირდება.

17 ნოემბერს, ჩვენმა გუნდმა მატჩის მასპინძელ ვასილ ლევსკის სახელობის სტადიონზე ივარჯიშა. ნაკრებთან ერთად პირველად ივარჯიშა „მტკ ბუდაპეშტის“ 27 წლის მცველმა, ილია ბერიაშვილმა. 

საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე მედიის კითხვებს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა უპასუხეს. 

„გვსურს, საკვალიფიკაციო ეტაპი კარგი თამაშით დავასრულოთ. იგივე მიზანი აქვს ბულგარეთის ნაკრებსაც. ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი თამაშია და ორივეს ბევრი აქვს დასაკარგი. ოფიციალური, მნიშვნელოვანი თამაშია, ამიტომ შემადგენლობაში ექსპერიმენტები არ იქნება. მოგება გვსურს და ამისთვის კარგი თამაში უნდა ვაჩვენოთ. მიუხედავად მარცხისა, იგივე ამბიციით უნდა ვითამაშოთ ბურთით, როგორც ეს ესპანეთთან გავაკეთეთ. სამომავლოდ წარმატების მისაღწევად მნიშვნელოვანია, თუ როგორ გამოვიყენებთ ბურთს“, - განაცხადა სანილმა. 

კიტეიშვილმა კი გუნდურობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. 

„საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე განსხვავებული მოლოდინები გვქონდა, თუმცა არსებული მდგომარეობა დიდი გამოწვევაა ჩვენთვის. ამ სიტუაციიდან გამოსავალი ერთად უნდა ვიპოვოთ, და ამაზე მუშაობა მიმდინარეობს. განსაკუთრებით ამ შეკრებაზე იგრძნობა, რომ ერთი მიზანი გვაქვს - დავბრუნდეთ წარმატებულ გზაზე. გუნდის თითოეული წევრი მზად არის საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ მიზნის მისაღწევად“, - აღნიშნა კიტეიშვილმა. 

მატჩი სოფიაში გაიმართება და თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. არცერთ გუნდს ჯგუფიდან გასვლის შანსი აღარ დარჩა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

სპორტი
image საკრებულოში თურქეთის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს წარმომდგენლებთან შეხვედრა გაიმართა

10.12.2025.17:40

თბილისის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, შალვა სუთიაშვილმა, თურქეთის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს წარმომდგენლებს უმასპინძლა.

შეხვედრა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის ახალგაზრდობის და სპორტის სამინისტროებს შორის ახალგაზრდობის სფეროში გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა.

როგორც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, შალვა სუთიაშვილმა, აღნიშნა, შეხვედრის მიზანს ურთიერთთანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.

„გაცნობითი ხასიათის შეხვედრის ფარგლებში განვიხილეთ თანამშრომლობის პერსპექტივები და ახალგაზრდებზე გათვლილი პრიორიტეტები. დღევანდელ შეხვედრაზე ორივე მხარემ აქტუალური საკითხებზე ვისაუბრეთ, რაც სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვაში დაგვეხმარება. ეს კი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ერთობლივი ინიციატივების და პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა შალვა სუთიაშვილმა.

შეხვედრას სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარესთან ერთად ამავე კომისიის წევრები: ალექსანდრე მუკათარიძე, შალვა პერანიძე, ვაჟა კოკაია, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს თავმჯდომარე ვახტანგ ბააკაშვილი და თურქეთის რესპუბლიკის ახალგაზრდობის და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა