მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7102.5
-0.0085
flag
AZN 1.6022
-0.0009
flag
CNY 38.248
-0.0035
flag
EUR 3.1967
-0.0067
flag
GBP 3.6649
-0.011
flag
KZT 49.73
-0.0011
flag
TRY 0.0653
-0.0002
flag
USD 2.7238
-0.0025

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს - გიორგი ქოჩორაშვილი

news image

ბედნიერი ვარ, მოვახერხეთ და პირველ თამაშში გამარჯვება მოვიპოვეთ. იმის თქმაც მინდა, რომ ჯერ არაფერი არაა დამთავრებული, მეორე მატჩი სახლში გველოდება, უნდა დავისვენოთ და მოვემზადოთ, - განაცხადა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი ქოჩორაშვილმა. 

„გუნდის გამარჯვებით და თამაშით ბედნიერი ვარ, ასევე გოლით, რომელიც დედაჩემს ეკუთვნის, იმიტომ, რომ მისი დაბადების დღეა. ჩემმა მეგობარმა, რომელიც სომხეთის ნაკრებში თამაშობს, მითხრა, რომ ამდენ ქართველს სტადიონზე არ ელოდებოდა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს. რაც არ უნდა ხდებოდეს ჩვენს ქვეყანაში, ისინი ყოველთვის მოდიან და მხარს გვიჭერენ.

ყოველთვის ძალიან წყანარად ვარ, როცა გვერდზე კიტეიშვილი, კვეკვესკირი, მექვაბიშვილი, ნონიკაშვილი მიდგას. ყველა ჩემი თანაგუნდელი ძალიან მაღალი დონისაა, კიტეიშვილის კაპიტნობა კაშიას შემდეგ დამსახურებულია“, - აღნიშნა გიორგი ქოჩორაშვილმა. 

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის პლეი-ოფის პირველი შეხვედრა სტუმრად სომხეთში გამართა. ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთის ნაკრები ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

სპორტი
image თიბისი x გიორგი მამარდაშვილი - საქართველოში მეკარეობის პოპულარიზაციისთვის

19.09.2025.12:42

გიორგი მამარდაშვილთან კოლაბორაციით, ახალი თაობის მხარდასაჭერად, თიბისიმ მორიგი საინტერესო პროექტი დაიწყო. 

კარი - ასე ჰქვია ინიციატივას, რომელიც მთელ ქვეყანას მოიცავს და რომლის მთავარი მიზანიც, საქართველოში მეკარეობის პოპულარიზაციაა. 

ქუჩებში, პარკებსა თუ ეზოებში - იქ, სადაც ბავშვები სულ თამაშობენ ფეხბურთს, ჩვენი პროექტის ფარგლებში, ჩავიტანთ მეკარისთვის საჭირო ყველა ატრიბუტს; მათ შორის, გასაშლელ კარს და საჩუქრად დავუტოვებთ მათ, ვისაც მეკარეობა უნდა და ვისთვისაც ინსპირაციად, სწორედ, მამარდა იქცა. 

მაშინ, როცა პატარა მეკარეები სხვადასხვა ნივთებისგან გაკეთებულ კარს თავდაუზოგავად იცავენ, იმედი გვაქვს, ახალი ეკიპირება მათთვის დამატებით მოტივაციად იქცევა და უფრო მონდომებით დაიცავენ ნამდვილ კარს. 

კარის მთავარი გმირები, სწორედ, ის ბავშვები არიან, რომლებიც ყველა შესაძლებლობას იყენებენ ფეხბურთის სათამაშოდ. ახალი თაობისთვის, ვისაც სურს საფეხბურთო კარიერა მათი ცხოვრების მთავარ გზად იქცეს, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი საკუთარი ძალების დაჯერებაა. ჩვენ კი, მათი წარმატების გულშემატკივრები ვართ, რომ მხარი დავუჭიროთ და ყველა ნაბიჯზე ვუთხრათ - წარმატებას აღწევს ის, ვინც მიზანსწრაფულად, ჯიუტად და დაუღალავად მიდის მიზნისკენ.  

პროექტის ფარგლებში, გორში, ბორჯომში, ყვარელსა და თბილისში თიბისიმ უკვე დაასაჩუქრა საქართველოს კარის მომავალი მცველები. წინ კიდევ ბევრი ქალაქია, სადაც  ეტაპობრივად ჩავალთ. 

თიბისისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია განვითარებაზე ორიენტირებული ახალი თაობის მხარდაჭერა; თაობისა, რომელიც ჯიუტად იცავს თავის კარს. ამიერიდან, ისინი უკვე ნამდვილ კარს დაიცავენ და საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულები თამამად იტყვიან: გადავხტები და ავიღებ!

მთავარია, გჯეროდეს! 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა