მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7141
-0.011
flag
AZN 1.5868
-0.0003
flag
CNY 39.195
-0.0014
flag
EUR 3.114
-0.001
flag
GBP 3.5718
0.0011
flag
KZT 57.97
0.0049
flag
TRY 0.0605
0
flag
USD 2.6975
-0.0006

დღეს საქართველო - თურქეთის შეხვედრა დინამო არენაზე გაიმართება | მატჩი 20:00 საათზე დაიწყება

news image

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს თურქეთის წინააღმდეგ გამართავს. 

3 სექტემბერს, შეხვედრის მასპინძელ დინამო არენზე ჩვენი გუნდის მატჩისწინა ვარჯიში გაიმართა. ვარჯიშის დაწყებამდე, ოფიციალურ პრესკონფერენციაზე მედიის კითხვებს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა და ჩვენი გუნდის კაპიტანმა, გურამ კაშიამ უპასუხეს. 

ვილი სანიოლი (ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ევროპის ჩემპიონატისგან განსხვავებით, ახლა სხვა ტურნირზე ვართ. ორივე გუნდს განსხვავებული შემადგენლობა ჰყავს. თითოეულ შეხვედრას საკუთარი განსხვავებული ისტორია აქვს. ჩვენ ვშრომობთ, რომ ხვალ საქართველოს ლამაზი ისტორია ვაჩუქოთ. 

სანაკრებო პაუზისთვის გამოყოფილი დრო საკმარისი არასდროს არის. თუმცა, ეს არ არის ახალი პრობლემა. ძალიან ცოტა დრო გვაქვს მოსამზადებლად, თუმცა მსგავს მდგომარეობაში არიან სხვა გუნდებიც. ასე რომ, ამ მხრივ ყველა თანაბარ მდგომარეობაშია. ცოტა მეტი დრო რომ გვქონოდა, განსხვავებულ დეტალებზე ვიმუშავებდით. ტაქტიკაზე მუშაობა ყოველთვის რთულია, როდესაც მხოლოდ ერთი ან ორი დღე აქვს. როგორც ვთქვი, ასეთ გრაფიკს უკვე მივეჩვიე და ამის თაობაზე ბევრს არ ვფიქრობ. 

ხვიჩა კვარაცხელიას გარკვეული პრობლემები ჰქონდა სეზონის სტარტზე, თუმცა ახლა თავს კარგად გრძნობს. დარწმუნებული ვარ, ხვალ ძალიან კარგი თამაში ექნება. ის ჩვენი შეტევის ლიდერია და მნიშვნელოვანია, რომ ფორმაში იყოს".

გურამ კაშია (ეროვნული ნაკრების წევრი): "სანაკრებო შეკრებებზე დროში ყოველთვის შეზღუდულები ვართ. გუშინდელი ვარჯიში ძალიან ნაყოფიერი იყო. მნიშვნელოვან დეტალებზე ვიმუშავეთ და ეს თავდაჯერებას გვმატებს. მზადება ძალიან კარგად მიდის.

თურქეთთან ევროპის ჩემპიონატზე ჩატარებული მატში კარგად ვითამაშეთ. სამწუხაროა, რომ მაშინ სამი გოლი გავუშვით. ამას არ ვიმსახურებდით. ხვალინდელ შეხვედრაში უფრო მეტი გამოცდილებით, რწმენით და თავდაჯერებით ვითამაშებთ. ვეცდებით, რომ ქულების ჩვენს გულშემატკივართან ერთად ავიღოთ. 

ორი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაგვაკლდება კიტეიშვილის და ჩაკვეტაძის სახით. მათ გარეშე გაგვჭირდება. დანაკლისი დიდია, მაგრამ იმედი მაქვს, ხვალინდელ შეხვედრაში მათი არყოფნა ძალიან არ დაგვეტყობა. 

გულშემატკივარს მოვუწოდებ, რომ ისევ ისე გვიგულშემატკივრონ, როგორც ამას აქამდე აკეთებდნენ. სამაგალითო გულშემატკივარი გვყავს და ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე არიან. ვეცდებით, რომ საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ და გავახაროთ".

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

სპორტი
image ამბროლაურის, საჩხერის, ლენტეხის და ცაგერის მუნიციპალიტეტებში თანამედროვე სტანდარტების რაგბის ტექნიკური ცენტრები აშენდება

06.04.2026.12:58

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ამბროლაურში, საჩხერეში, ლენტეხში და ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელში მსოფლიო რაგბის სტანდარტების სტადიონების მშენებლობას იწყებს. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

შესაბამისი ხელშეკრულება კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდა. მომსახურების შესრულების საერთო ვადად 12 თვეა განსაზღვრული. 

პროექტის მიხედვით, სტადიონებზე მოეწყობა მაღალი ხარისხის ხელოვნური საფარი, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები და თანამედროვე განათების სისტემები, რაც მოედნის გამოყენებას დღის ნებისმიერ მონაკვეთში უზრუნველყოფს.

დაგეგმილია, ასევე, გასახდელების, საშხაპეების, ტექნიკური სივრცეებისა და სამედიცინო ოთახის მოწყობა.

რაგბის ტექნიკური ცენტრები აღჭურვილი იქნება უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით და ადაპტირებული იქნება ყველა მაყურებლისთვის, მათ შორის განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.

გარდა ამისა, მუნიციპალური განვითარების ფონდი, ქვეყნის მასშტაბით, რაგბის 8 ხელოვნურსაფარიანი მოედნის აშენებას გეგმავს: თბილისის ზღვის მიმდებარედ, ფონიჭალაში, თბილისის 180-ე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანში, წყალტუბოში, გურჯაანში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში და ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში.

ქუთაისში და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბარაში, კი, დაგეგმილია რაგბის ბუნებრივსაფარიანი სტადიონების მშენებლობა.
ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქუთაისის „აიას“ და თბილისის ავჭალის სტადიონებს.

ქვეყნის მასშტაბით სარაგბო მოედნების მშენებლობა ხელს შეუწყობს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და ქვეყნის სარაგბო ტრადიციების კიდევ უფრო გაძლიერებას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა