მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7034.8
-0.0057
flag
AZN 1.5858
-0.003
flag
CNY 37.568
-0.0058
flag
EUR 3.1507
-0.0046
flag
GBP 3.6525
-0.0082
flag
KZT 50.02
0.0016
flag
TRY 0.066
0
flag
USD 2.6968
-0.0042

დღეს, ერთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები სომხეთს დინამო არენაზე უმასპინძლებს

news image

23 მარტს, ერთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები სომხეთს დინამო არენაზე უმასპინძლებს.

22 მარტს, შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე, მატჩისწინა ვარჯიში და ოფიციალური პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მედიის კითხვებს ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად უპასუხა. საქართველოს ნაკრების შემტევი, გუნდის კაპიტანთან, გურამ კაშიასთან ერთად გუნდს დისკვალიფიკაციის შემდეგ ხვალინდელ შეხვედრაში უბრუნდება. 

ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები იქნება და დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელები, რომლებიც მოედანზე გამოვლენ, ყველაფერს გააკეთებენ საკუთარი შესაძლებლობების წარმოსაჩენად, რადგან გუნდში დიდი კონკურენციაა. თითოეულმა ფეხბურთელმა, ვისაც სურს, რომ სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს, იცის, რომ ბევრი უნდა იშრომოს. ბევრ ფეხბურთელს აქვს პროგრესი და ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის, ძალიან კარგია, როდესაც დიდი არჩევანი მაქვს. ხვალინდელ შეხვედრაში გვიბრუნდება გურამ კაშია მას საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მოერგება იმ ახალ ტაქტიკურ სქემას, რომლითაც სომხეთში ვითამაშეთ. 

მეკარეებს შორის არჩევანის გაკეთება განსხვავდება სხვა პოზიციებთან შედარებით. ივნისში მამარდაშვილს დასვენების საშუალებას მივცემ, ამიტომ, მსრუს, რომ ხვალ მამარდაშვილმა ითამაშოს, ხოლო ივნისში ლუკა გუგეშაშვილს მიეცემა თამაშის შესაძლებლობა. ლუკა ლაცაბიძე ახალგაზრდა, საინტერესო ფეხბურთელია. მისთვის ეს პირველი სეზონია მაღალ დონეზე, უკრაინის ჩემპიონატში. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მისი გაცნობა და საქმეში ხილვა. ბევრს სწავლობს, ყოველთვის გვისმენს და ამას ვაფასებ. უახლოეს მომავალში, მას აუცილებლად ექნება საკუთარი შესაძლებლობის წარმოჩენის შანსი. მართალია, სამბურთიანი უპირატესობა გვაქვს, თუმცა ხვალინდელი შეხვედრა ოფიციალური საერთაშორისო მატჩია. მოგება და კარგი თამაში გვსურს ჩვენი გულშემატკივრების თვალწინ. ამიტომ, მთელს გუნდს არ შევცვლი. გვჭირდება თამაშების ჩატარება, რომ სექტემბერს საუკეთესო ფორმაში შევხვდეთ. 

გუნდში შესანიშნავი განწყობაა. ამის გარეშე ვერ ჩაატარებ ისეთ შეხვედრებს, როგორიც სომხეთში გვქონდა. კმაყოფილი ვარ აზაროვის თამაშით და ბედნიერი ვარ, როდესაც მას მაღალ დონეზე ვუყურებ. იმედია, ასე გააგრძელებს. პირველად იყო სასტარტო შემადგენლობაში გოგლიჩიძე და მისი თამაში ძალიან შთამბეჭდავი იყო. ვფიქრობ, საბას ნათელი მომავალი აქვს, თუ შრომას გააგრძელებს. 

ხვიჩა კვარაცხელია (საქართველოს ნაკრების წევრი): "ძალიან მოგვენატრა დინამო არენა, სადაც საბერძნეთთან ისტორიული თამაშის შემდეგ არ გვითამაშია. ერთი სული გვაქვს, როდის გავალთ მოედანზე და დაიწყება შეხვედრა. ბედნიერები ვართ აქ დაბრუნებით. ამ სტადიონთან ბევრი ემოცია გვაკავშირებს და ეს სასიხარულოა თითოეული ფეხბურთელისთვის. 

პსჟ-ში გადასვლით ჩემთვის ბევრი რამ შეიცვალა. ბედნიერი ვარ, რადგან პატივს მცემენ და ეს მეხმარება რომ მეტი ვიშრომო და კონცენტრირებული ვიყო მხოლოდ ფეხბურთზე. დიდი გამოცდილება ასეთ ფეხბურთელებთან თამაში, ბევრს ვსწავლობ და ვცდილობ ეს ნაკრებში გამოვიყენო".

შეგახსენებთ, რომ ერევანში ჩატარებული პირველი მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა - 0:3. საქართველო - სომხეთის საპასუხო დაპირისპირება 23 მარტს, 18:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. 

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

სპორტი
image საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დღეს ამხანაგურ მატჩში პოლონეთს დაუპირისპირდება

14.08.2025.14:01

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დღეს, ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ეტაპზე მეოთხე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქე პოლონეთის ნაკრები იქნება. მატჩი ქალაქ სოსნოვიეცში ჩატარდება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

ალეკსანდარ ჯიკიჩმა გუნდი პოლონეთში ჩასვლიდან მეორე დღეს, 12 აგვსტოს დატვირთულად ავარჯიშა. საწვრთნელმა სესიამ ლამის 3 საათი გასტანა. ვარჯიშში მონაწილეობა პოლონეთში მყოფმა 15-ივე კალათბურთელმა მიიღო, რომელთაგან ყველა მწყობრშია. 

შეხვედრაში გუნდს ვერ დაეხმარება თორნიკე შენგელია. საქართველოს ნაკრების კაპიტანი პირადი მიზეზით ესპანეთში იმყოფება და წინასწარი ინფორმაციის ნაკრებს ჩეხეთში შეუერთდება.

ევროპის ჩემპიონატი 27 აგვისტოს დაიწყება. ჩვენი ნაკრები კი პირველ შეხვედრას ტურნირზე 28 აგვისტოს, თბილისის დროით 16:00 საათზე, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა