დამაჯერებლად გავიმარჯვეთ - ოთარ კიტეიშვილი
მატჩის მსვლელობას ვაკონტროლებდით, დამაჯერებლადაცგავიმარჯვეთ, - განაცხადა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, ოთარ კიტეიშვილმა სომხეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩის შემდეგ.
„მნიშვნელოვანი იყო, რომ ორი გოლის გატანა პირველ ტაიმში მოვახერხეთ. შემდეგ უფრო მეტი სივრცე გვქონდა სწრაფი იერიშებისთვის. როცა ჩვენს შემტევებს სივრცე აქვთ, კარგად ვიცით, რა შეუძლიათ“, - აღნიშნა ფეხბურთელმა.
ოთარ კიტეიშვილმა კაპიტნის სამკლავურით პირველი მატჩი ითამაშა და აღნიშნა, რომ „პირველი ყოველთვის განსაკუთრებულია. საოცარი განცდა იყო“.
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის პლეი-ოფის პირველი შეხვედრა სტუმრად სომხეთში გამართა. ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთის ნაკრები ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
02.07.2025.13:43
ნიკოლოზ ბასილაშვილი წარმატებულ გამოსვლას განაგრძობს. ქართველმა ჩოგბურთელმა, უიმბლდონის ძირითად ბადეში პირველივე წრეში აშკარა ფავორიტი, ლორენცო მუზეტი 4 სეტში დაამარცხა.
მორიგ შეხვედრას ბასილაშვილი 3 ივლისს, თბილისის დროით 14:00 საათზე კიდევ ერთი იტალიელი მეტოქის, ლორენცო სონეგოს წინააღმდეგ გამართავს.