მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7090.2
-0.004
flag
AZN 1.5955
-0.0007
flag
CNY 38.134
-0.0027
flag
EUR 3.1386
-0.0128
flag
GBP 3.5623
-0.0143
flag
KZT 51.31
0.0017
flag
TRY 0.0645
-0.0001
flag
USD 2.7127
-0.0012

ჩვენ არათუ ვქმნით ახალ პროექტებს, არამედ ვიბრუნებთ წლების წინ გასხვისებულ სპორტულ სივრცეებს და რეკრეაციულ არეალებს, რადგან ეს ყველაფერი ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანებისაა - კახა კალაძე

news image

დიღმის მასივში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი საფეხბურთო ცენტრი „ავაზა“ გაიხსნა.

ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, სპორტის მინისტრ შალვა გოგოლაძესთან და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად დაესწრო.

დედაქალაქის მერმა სიტყვით გამოსვლისას ცენტრალურ ხელისუფლებასა და პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან ასევე მადლობა გადაუხადა ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას და უწყების თითოეულ თანამშრომელს.

„მიხარია, რომ კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი შეემატა ჩვენს დედაქალაქს. რამდენიმე წლის წინ საზოგადოებას დავპირდით, რომ ეს იქნებოდა ერთ-ერთი საუკეთესო სპორტული კომპლექსი. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ რეალურად შევცვალეთ ის მავნე დამოკიდებულება, რაც 2012 წლამდე იყო სპორტის, ქართული ფეხბურთის, რეკრეაციული სივრცეების მიმართ. დღეს აბსოლუტურად განსხვავებული დამოკიდებულება გვაქვს. ჩვენ არათუ ვქმნით ახალ პროექტებს, არამედ ვიბრუნებთ წლების წინ გასხვისებულ სპორტულ სივრცეებს და რეკრეაციულ არეალებს, რადგან ეს ყველაფერი არის ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანების.

დარწმუნებული ვარ, ეს კონკრეტული საფეხბურთო მოედანი გაზრდის ძალიან ბევრ ვარსკვლავს, ისეთებს, როგორებიც იყვნენ: ლევან კობიაშვილი, გიორგი ქინქლაძე, არველაძეები, ხვიჩა კვარაცხელია და ბევრი სხვა. ეს კიდევ ერთი კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ფეხბურთის ფედერაციასთან ურთიერთთანამშრომლობით, იმ მნიშვნელოვანი პროგრამების გამოყენებით, რომლებიც ფიფა-ს და უეფა-ს აქვს, შევქმნათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა სპორტისთვის. მერწმუნეთ, მომდევნო წლების განმავლობაში, ბევრ კიდევ ასეთ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

აღნიშნული ტერიტორია, რომელიც კერძო საკუთრებაში არსებობდა, თბილისის მერიამ მუნიციპალიტეტს დაუბრუნა და 2022 წელს ფეხბურთის ფედერაციას საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულებით გადასცა.

კომპლექსის ტერიტორიაზე მოეწყო სტანდარტული და მინი მოედნები ტრიბუნითა და განათებით. ასევე, აშენდა ადმინისტრაციული კორპუსი გასახდელებით. ახალი ინფრასტრუქტურის გამოყენებას ბავშვთა ადგილობრივი საფეხბურთო სკოლები და გოგონათა გუნდები უფასოდ შეძლებენ.

პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, ფიფა-ს პროგრამა FORWARD-ისა UEFA-ს პროგრამა Hattrick-ის დაფინანსებით განხორციელდა.

ღონისძიებას საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი ვილი სანიოლიფიფა-სა და უეფა-ს წარმომადგენლები, ასევე, ვეტერანი ფეხბურთელები ესწრებოდნენ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

სპორტი
image ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ ჯუდოკებს ევროპის 23 წლამდელთა ჩემპიონატზე - საქართველოს ბანკი ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია

30.10.2025.17:55

31 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს მოლდოვაში ევროპის 23 წლამდელთა ჩემპიონატი გაიმართება. 

საქართველოს სახელით ჩემპიონატზე იასპარეზებენ: 

  • ნინო ლოლაძე -57კგ
  • ნინო წიკლაური -57კგ
  • მათე გოგობერიშვილი -60კგ
  • გიორგი ლოლაძე -73კგ
  • მათე ბერუაშვილი -73კგ
  • ლიზი ქვარცხავა -78კგ
  • კოტე კაპანაძე -81კგ
  • ნიკოლოზ დვალაძე -90კგ
  • გიორგი ჯაბნიაშვილი -90კგ
  • გიორგი ხმალაძე +100კგ
  • შალვა გურეშიძე +100კგ
  • საბა ქარდავა +100კგ

ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ ჯუდოკებს ევროპის 23 წლამდელთა ჩემპიონატზე. საქართველოს ბანკი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების გენერალური სპონსორია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა