ჩემთვის დიდი პატივია, რომ ეროვნული ბანკის საკოლექციო მონეტა “ბაკურიანი 2025” გადმომეცა - სპიროს კაპრალოსი
„ჩემთვის დიდი პატივია, რომ "ბაკურიანი 2025“-ის თემატიკაზე შექმნილი ეროვნული ბანკის საკოლექციო მონეტა გადმომეცა. მიხარია, რომ საქართველო მასპინძლობს ძალიან მნიშვნელოვან ტურნირს, ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს , რომლის ფარგლებშიც საქართველოს 2 000 სტუმარზე მეტი და 1000-მდე სპორტსმენი ესტუმრება. წინ საინტერესო შეჯიბრებები გველის", -,განაცხადა ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა სპიროს კაპრალოსმა, ეროვნულმა ბანკის „ბაკურიანი 2025“ თემაზე შექმნილი ვერცხლის საკოლექციო მონეტის პრეზენტაციაზე.
ღონისძიების ფარგლებში ნათია თურნავამ ვერცხლის მონეტები ასევწ გადასცა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ლერი ხაბელოვს, 2010 წელს ოლიმპიურ თამაშებზე ტრაგიკულად გარდაცვლილი სპორტსმენის ნოდარ ქუმარიტაშვილის მამას და ტრამპლინიდან ხტომაში ვეტერანი სპორტსმენის კობა წაქაძის შვილს.
ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი – „ბაკურიანი 2025“ ოფიციალურად დღეს იხსნება. ფესტივალი 9-დან 16 თებერვლამდე გაგრძელდება.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
23.04.2025.19:25
მონტენეგროში ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი დაიწყო. საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი მოქმედმა მსოფლიოს ჩემპიონმა გიორგი სარდალაშვილმა(-60 კგ) მოუტანა. ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე აიუბ ბლიევი დაამარცხა და ჩემპიონობა იზეიმა.
გიორგი სარდალაშვილმა ფინალამდე უნგრელ მარტონ ანდრასის და სომეხ აშიკ ანდრეიანს სძლია, ნახევარფინალში კი ესპანელი ფრანცისკო გარიგოსი დაამარცხა. 21 წლის სპორტსმენმა სენიორებს შორის კონტინენტის პირველობაზე ოქროს მედალი პირველად მოიპოვა.
ქართველი ძიუდოისტები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.