მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.9
0.039
flag
AZN 1.5862
-0.0003
flag
CNY 39.557
0.0075
flag
EUR 3.18
0.0281
flag
GBP 3.6546
0.0308
flag
KZT 56.71
0.003
flag
TRY 0.0603
-0.0003
flag
USD 2.6963
-0.0002

ჩემი ხელმძღვანელობით ნაკრები პირველად ითამაშებს ქუთაისში და ეს ძალიან კარგია - ვილი სანიოლი

news image

საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას 31 მაისს დაიწყებს.

5 ივნისს, დინამო არენაზე ჩვენი გუნდი ფარერის კუნძულების ნაკრებს უმასპინძლებს, ხოლო 8 ივნისს, მეორე ამხანაგურ შეხვედრას ქუთაისში, კაბო-ვერდეს წინააღმდეგ გამართავს.

სანაკრებო შეკრების დაწყებამდე, 28 მაისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ტრადიციული პრესკონფერენცია გაიმართა. მედიის კითხვებს ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა და სფფ-ის ვიცე- პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა უპასუხეს.

ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ორ განსხვავებულ გუნდთან ვითამაშებთ. ფარერის კუნძულების ნაკრები უფრო ძალისმიერ, აგრესიულ ფეხბურთს თამაშობს, ხოლო კაბო-ვერდეს განსხვავებული ფეხბურთელები ჰყავს და აქცენტს კომბინაციურ თამაშზე აკეთებენ. ვეცდებით, რომ მაქსიმალურად მოვემზადოთ მოახლოებული თამაშებისთვის. ჩემი ხელმძღვანელობით ნაკრები პირველად ითამაშებს ქუთაისში და ეს ძალიან კარგია. ეროვნული ნაკრები მთელ ქვეყანას ეკუთვნის. ბათუმის და გორის შემდეგ, ახლა ქუთაისში მივდივართ და ამით ბედნიერი ვარ.

ვფიქრობ, ჩვენი ფეხბურთელების დიდ ნაწილს დასვენება სჭირდებოდა. ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი მატჩის ჩატარება მოუწიათ. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება იყო მათთვის თავისუფალი დროის მიცემა. მნიშვნელოვანია, რომ სექტემბერში ისინი კარგ ფორმაში იყვნენ. ამავდროულად, მსოფლიო ჩემპიონატზე და მომდევნო ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად გრძელი გზა გველის. ამიტომ, მნიშვნელოვანია მოახლოებულ შეკრებაზე გამოძახებული ფეხბურთელების საქმეში ნახვა, რადგან ნაკრებისთვის კონკურენცია ძალიან კარგია. 

საბა ხარებაშვილის ბევრი მატჩი ვნახე როგორც დინამოში, ისე ასაკობრივ ნაკრებში. ის მხოლოდ 16 წლისაა, მაგრამ უკვე გამოცდილი ფეხბურთელივით თამაშობს. ეს იშვიათობაა თანამედროვე ფეხბურთში. რა თქმა უნდა, ასაკიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ აქვს სამუშაო. მისი საქმეში ნახვა და პირადად გასაუბრება მსურს.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე რთულ ჯგუფში ვართ. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ჩემპიონატზე თამაშის გამოცდილება გვაქვს, საკვალიფიკაციო ეტაპის ფორმატიდან გამომდინარე, ყოველთვის რთულია მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა. ესპანეთი მსოფლიოს საუკეთესო გუნდია, თუმცა უნდა ვეცადოთ, რომ საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ. ვფიქრობ, მეორე ადგილზე გასვლის შანსი გვექნება.

ახალგაზრდული ნაკრები ზედიზედ მეორედ ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე, რაც ადასტურებს, რომ საქართველოს შეუძლია საინტერესო ფეხბურთელების აღზრდა. 21-წლამდე ნაკრებს ძალიან კარგი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. რამაზ სვანაძე შესანიშნავ სამუშაოს ასრულებს და ევროპის ჩემპიონატზე მის გვერდში ვიქნები. ახალგაზრდული ნაკრების წარმატება იმის მაჩვენებელია, რომ ქართული ფეხბურთი ვითარდება და შესაბამისად ევროპული კლუბების ყურადღებას იქცევს. ეს მნიშვნელოვანია ჩემთვის, ფეხბურთელებისთვის და ფედერაციისთვის.

სამწუხაროდ, ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრას ვერ დავესწრები, რადგან მატჩი ჩვენი შეკრების დაწყებას ემთხვევა, თუმცა აუცილებლად ვუყურებთ თამაშს. ხვიჩა კვარაცხელიას გამარჯვებას ვუსურვებ, რადგან საკლუბო ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟული ტიტულის მოგება დაუვიწყარი მოგონება იქნება მისთვის.

ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი): "ჩვენ ყოველთვის განვითარებაზე და სიახლეებზე ვფიქრობთ. ბუნებრივია, სიახლეს ყოველთვის განსხვავებული შეფასება მოჰყვება. პირადად მე, ძალიან მომწონს ჩვენი ახალი ფორმა. ბევრი დადებითი შეფასება მოვისმინეთ. იყო ნეგატიური კომენტარებიც და ეს ნორმალურია. დარწმუნებული ვარ, გულშემატკივრების საყვარელი მაისური გახდება და სტადიონზე მრავლად იქნებიან ამ ფორმებით. ახალი ფორმით ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე, ხოლო ეროვნული გუნდი მოახლოებულ ამხანაგურ მატჩებში და მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებში იასპარეზებს. ახალი ფორმებით დაიწყებს ახალ ციკლს ქალთა ეროვნული ნაკრები.  

ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეორედ ითამაშებს. ძალიან რთულ ჯგუფში ვართ, თუმცა ჩვენი მიზანი პლეი-ოფში გასვლაა. ნაკრები 30 ივნისს გაემგზავრება ავსტრიაში, სადაც რუმინეთის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. ამის შემდეგ გახდება ცნობილი სრული შემადგენლობა, რომელიც სლოვაკეთში ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრება. რა თქმა უნდა, ჯგუფიდან გასვლა რთული იქნება, თუმცა ყოველთვის მნიშვნელოვანია გქონდეს მაღალი მიზნები და იბრძოლო წარმატების მისაღწევად. 

მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელებს ხელი შევუწყოთ განვითარებაში. ამაში მათ მწვრთნელთა განათლების კურსებით ვეხმარებით. გვქონდა საუბარი რამაზ სვანაძესთან ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე გურამ კაშიას და ნიკა კვეკვესკირის გამგზავრების თაობაზე. რა თქმა უნდა, თუ მათ ამის სურვილი და შესაძლებლობა ექნებათ, ხელს შევუწყობთ, რომ დამატებითი გამოცდილება მიიღონ".

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

სპორტი
image ამბროლაურის, საჩხერის, ლენტეხის და ცაგერის მუნიციპალიტეტებში თანამედროვე სტანდარტების რაგბის ტექნიკური ცენტრები აშენდება

06.04.2026.12:58

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ამბროლაურში, საჩხერეში, ლენტეხში და ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელში მსოფლიო რაგბის სტანდარტების სტადიონების მშენებლობას იწყებს. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

შესაბამისი ხელშეკრულება კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდა. მომსახურების შესრულების საერთო ვადად 12 თვეა განსაზღვრული. 

პროექტის მიხედვით, სტადიონებზე მოეწყობა მაღალი ხარისხის ხელოვნური საფარი, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები და თანამედროვე განათების სისტემები, რაც მოედნის გამოყენებას დღის ნებისმიერ მონაკვეთში უზრუნველყოფს.

დაგეგმილია, ასევე, გასახდელების, საშხაპეების, ტექნიკური სივრცეებისა და სამედიცინო ოთახის მოწყობა.

რაგბის ტექნიკური ცენტრები აღჭურვილი იქნება უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით და ადაპტირებული იქნება ყველა მაყურებლისთვის, მათ შორის განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.

გარდა ამისა, მუნიციპალური განვითარების ფონდი, ქვეყნის მასშტაბით, რაგბის 8 ხელოვნურსაფარიანი მოედნის აშენებას გეგმავს: თბილისის ზღვის მიმდებარედ, ფონიჭალაში, თბილისის 180-ე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანში, წყალტუბოში, გურჯაანში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში და ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში.

ქუთაისში და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბარაში, კი, დაგეგმილია რაგბის ბუნებრივსაფარიანი სტადიონების მშენებლობა.
ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქუთაისის „აიას“ და თბილისის ავჭალის სტადიონებს.

ქვეყნის მასშტაბით სარაგბო მოედნების მშენებლობა ხელს შეუწყობს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და ქვეყნის სარაგბო ტრადიციების კიდევ უფრო გაძლიერებას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა