მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7072.9
0.0023
flag
AZN 1.5868
0
flag
CNY 38.298
-0.0009
flag
EUR 3.1619
-0.0107
flag
GBP 3.5966
-0.0244
flag
KZT 52.45
0.0013
flag
TRY 0.0631
-0.0001
flag
USD 2.6979
0.0001

ბრძოლა ევროპულ ელიტაში მოსახვედრად - როგორ მოვიპოვეთ ადგილი A დივიზიონში

news image

საქართველოს ბანკი საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.

2009 წლის სექტემბერი ათვლის ის წერტილია, საიდანაც ქართულმა კალათბურთმა ახალი, სირთულეებითა და გამარჯვებებით სავსე თავგადასავალი დაიწყო. B-დან A დივიზიონში გადასვლა იმას ნიშნავდა, რომ უფრო დიდი კალათბურთისთვის სრულ მზადყოფნაში ვიყავით. იმედი არც სხვისთვის, არც საკუთარი თავისთვის გაგვიცრუებია - მას შემდეგ, ზედიზედ ექვს ევრობასკეტზე ვითამაშეთ და ბოლოს, მოლოდინსაც გადავაჭარბეთ: ტურნირს ერთ-ერთი ფავორიტი, საფრანგეთის ნაკრები გამოვთიშეთ და ნახევარფინალში გასვლის ამბიციაც გაგვიჩნდა.

ახლახან დასრულებულ ტურნირთან დაკავშირებით უკვე ნოსტალგიით ვსაუბრობთ. დრო სწრაფად გადის - იმ დღეების გადმოსახედიდან, როდესაც A დივიზიონში გადასასვლელად ვემზადებოდით, ეს საოცნებოც კი იყო. მაშინ ქართულ საკალათბურთო ოჯახს ერთი მთავარი მიზანი ჰქონდა დასახული: გვეთამაშა A დივიზიონში და ვყოფილიყავით ევროპული საკალათბურთო ოჯახის მუდმივი წევრი.

2009 წლის 26 აგვისტოს, სპორტის სასახლეში, საქართველოს ნაკრებმა B დივიზიონში ერთ-ერთი უკანასკნელი მატჩი გამართა: შვედებთან რევანში გვქონდა ასაღები, რადგან იმავე წელს, სკანდინავიელებმა 2 ქულით დაგვამარცხეს. თუმცა სასწორზე გაცილებით მეტი იდო: გამარჯვების შემთხვევაში, ჯგუფში პირველ ადგილზე გავდიოდით, რაც 2-მატჩიანი დუელისკენ გვიხსნიდა გზას და თუ იქაც მოვიგებდით, ევროპის საუკეთესო ნაკრებთა მარაქაში გავერეოდით.

იგორ კოკოშკოვის მიერ გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა შვედეთი დამაჯერებლად, ანგარიშით 82:72 დაამარცხა. მატჩი დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. სიტუაცია მე-3 მეოთხედში დაიძახა, როდესაც შვედები წინ გასვლის საშუალებას არ გვაძლევდნენ, მაგრამ "ბუს" - გიორგი ცინცაძის ინდივიდუალური ოსტატობის შედეგად, წინ გავიჭერით, რასაც შვედებმა კვლავ საპასუხო 3-ქულიანებით უპასუხეს. ამ დროს, სცენაზე ზაზა ფაჩულია დადგა: ჯერ უშუალო მეურვეს ააღებინა მე-5 პერსონალური ჯარიმა, შემდეგ კი 2 უმნიშვნელოვანესი ბურთი ჩააგდო. ამის შემდეგ, მეტოქეს თამაშის შემოტრიალების შანსი აღარ მივეცით.

თამაშის დასრულების შემდეგ, შვედეთის მთავარმა მწვრთნელმა კოსტას ფლევარაკისმა, ასეთი რამ თქვა: საქართველო ძალიან ძლიერი გუნდია და მჯერა, ბელარუსს მოუგებთ და A დივიზიონში გადახვალთო. ყველასთვის ნათელი იყო, რომ საქართველო ევროპულ საკალათბურთო ელიტაში შესაბიჯებლად მზად იყო, თუმცა მიზნამდე მას 2 მატჩი აშორებდა.

“ან ვიგებთ ბელარუსთან, ან კიდევ დიდი ხნით ვემშვიდობებით ევროპას”, - ეს ნაკრების კაპიტნის, ზაზა ფაჩულიას სიტყვებია. 3 სექტემბერს, საქართველოს ნაკრები ბელარუსში ჩაფრინდა. შეხვედრა არა მინსკში, არამედ 200 კილომეტრის მოშორებით, მოგილიოვში იყო დაგეგმილი. მგზავრობა ხანგრძლივი და დამღლელი გამოდგა, თუმცა ჩვენი კალათბურთელები სრულ მზადყოფნაში იმყოფებოდნენ. გასვლით შეხვედრაში გამარჯვება უდიდესი ფსიქოლოგიური უპირატესობის მოპოვებას ნიშნავდა.

ბელარუსისთვის, ჩვენთან გადაკვეთა, არცთუ სასიამოვნო ინფორმაცია იყო. "ზაზა ფაჩულია რამდენიმე კალათბურთელს უდრის", - თქვა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პირველი მატჩის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე. ალექსანდრ პაპკოუმ ყურადღება იმაზეც გაამახვილა, რომ საქართველოს ნაკრების სასტარტო ხუთეულის გადაღლა და მათი პერიმეტრიდან ამოყვანა ბელარუსის მთავარი ამოცანა იქნებოდა. თუმცა… ტაქტიკურ ჭიდილში, პაპკოუს ვიზავი იგორ კოკოშკოვი გახლდათ. NBA-ის გამოცდილების მქონე სერბი სპეციალისტი საქართველოს ნაკრებს 2008-დან ედგა სათავეში და პაპკოუსთან დაპირისპირებაში, მკაფიო უპირატესობა ჰქონდა.

ბელარუსში ქართველებმა შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვეს - მეტოქეს თითქმის ყველა კომპონენტში ვაჯობეთ და 14-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 75:89 დაამარცხეს. სროლების თვალსაზრისით, შესანიშნავი მაჩვენებლები გვქონდა: ფაჩულიამ 11 საჯარიმოდან ყველა ზუსტი აღმოჩნდა, კოტე ტუღუშმა კი 5-დან 4 სამქულიანი ჩააგდო.

საპასუხო შეხვედრა თბილისში, ქომაგებით გადავსებულ სპორტის სასახლეში გაიმართა. ცხადია, 14-ქულიანი ფორის განიავებას არავინ ვარაუდობდა, თუმცა კოკოშკოვი სიფრთხილეს მაინც ინარჩუნებდა. მეტოქემ თავისი მაქსიმუმი გამოავლინა, თუმცა მცირე სხვაობით მაინც დამარცხდა (86:84), საქართველომ კი ისტორია გადაწერა: გავხდით ევროპული კალათბურთო ელიტის წევრი და ასპარეზობა გავაგრძელეთ იქ, სადაც თამაშს ვიმსახურებდით - როგორც თამაშით, ასევე შემადგენლობითა და ქორქია-საკანდელიძის საკალათბურთო ტრადიციებით.

ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს. საქართველოს ბანკი საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

სპორტი
image ყველაფერს გავაკეთებთ, რათა EURO 2024 არ იყოს პირველი და უკანასკნელი - ლევან კობიაშვილი

15.12.2025.22:35

UEFA საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც ის ყურადღებას ამახვილებს საკუთარ კარიერაზე, EURO 2024-ზე საქართელოს ეროვნული ნაკრების წარმატების ფაქტორებსა და სამომავლო შესაძლებლობებეზე. 

,,EURO 2024 საქართველოს ნაკრებისთვის მხოლოდ იღბალი არ ყოფილა - ეს იყო მძიმე შრომის შედეგი ფედერაციიდან დაწყებული, კლუბებით, მწვრთნელებითა და ფეხბურთელებით დამთავრებული. ამასთან, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ ძალიან ძლიერი თაობა გვყავს -  როგორებიც არიან კვარაცხელია, მამარდაშვილი და სხვა ტოპ ფეხბურთელები", - ამბობს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. 

მისი თქმით, საქართველოში ყველა ოცნებობა იმ დღეზე, როდესაც ჩვენი ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მსგავსი მასშტაბური ტურნირის მონაწილე გახდებოდა, და სწორედ ამიტომ ძალიან ბედნიერი და ამაყია, რომ ეს ოცნება რეალობად იქცა. 

,,ყველაფერს გავაკეთებთ, რათა EURO 2024 არ იყოს პირველი და ბოლო შემთხვევა", - აცხადებს ლევან კობიაშვილი. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა