მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7095.4
0.0044
flag
AZN 1.5926
-0.0002
flag
CNY 38.075
-0.0027
flag
EUR 3.1367
-0.0057
flag
GBP 3.5599
-0.0057
flag
KZT 52
0.0022
flag
TRY 0.0639
-0.0001
flag
USD 2.7078
-0.0002

ბელგრადში უეფას 49-ე კონგრესი გაიმართა, რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ

news image

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში უეფას 49-ე კონგრესი გაიმართა.

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის წევრი ფედერაციის ხელმძღვანელებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს.

კონგრესის ფარგლებში გაიმართა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის და ფიფას საბჭორს წევრების არჩევნები.

კონგრესს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, სფფ-ის გენერალური მდივანი დავით მუჯირი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე და ტექნიკური დირექეტორი ზაზა ზამთარაძე ესწრებოდნენ.

კონგრესამდე, 2 აპრილს, სერბეთის დედაქალაქში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სფფ-ის პრეზიდენტმა და უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრმა ლევან კობიაშვილმა.

ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

სპორტი
image საქართველოს ნაკრები დღეს შეხვედრას ბულგარეთთან გამართავს- საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი

18.11.2025.12:35

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები შესარჩევ ციკლს საქართველო ბულგარეთთან გასვლითი შეხვედრით დაასრულებს. მატჩი სოფიაში, 18 ნოემბერს, 23:45-ზე გაიმართება. ბულგარეთი ჩვენი ჯგუფის გამოკვეთილი აუტსაიდერია და ცხადია, ამ ეტაპის დასრულებას დადებითი განწყობით ველოდებით.

ალექსანდრე იაშვილის განცხადებით, ვილი სანიოლი ნაკრებში მუშაობას კვლავ გააგრძელებს და შეგვიძლია ვივარაუდოთ, ნოემბრის მატჩები შემდეგი შესარჩევი ციკლის სამზადისი იქნება.

შეგახსენებთმ რომ ოთხი ტურის შემდეგ ჯგუფში 15 ქულით ესპანეთი ლიდერობს. თურქეთი 12 ქულით მეორე პოზიციაზეა, ხოლო ვილი სანიოლის გუნდი ამ ეტაპზე 3 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება. ბოლო ადგილს ბულგარეთი იკავებს, რომელსაც ქულა კვლავ არ მოუპოვებია.

„უზომოდ მოტივირებული ჩანს ჩინებულ ფორმაში მყოფი ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელიც ოქტომბრის თამაშებს, ასევე ტრავმის გამო, 100%-იანი მზადყოფნით ვერ შეხვდა. ხვიჩას თქმით, ამჟამად იგი გაცილებით კარგ ფორმაში იმყოფება და გულშემატკივართან მიმართებაში მთელი ნაკრები უდიდეს პასუხისმგებლობას გრძნობს. “მომავალი წლისთვის მზადებას ახლა ვიწყებთ”, - აღნიშნა პარი სენ-ჟერმენის შემტევმა.

“ყველაზე მთავარი ჩემთვის ის არის, რომ ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს - სამომავლოდ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, როცა ასეთი გუნდის წინააღმდეგ თამაშობ, დაცვაში შეცდომები მინიმუმამდე უნდა დაიყვანო”,- მატჩის დასრულების შემდეგ განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლიმ.

ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს ფეხბურთელებს. საქართველოს ბანკი - საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა