მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7265
0.0505
flag
AZN 1.6129
0.011
flag
CNY 39.774
0.0287
flag
EUR 3.1833
0.0138
flag
GBP 3.658
0.0149
flag
KZT 55.7
0.0094
flag
TRY 0.0623
0.0003
flag
USD 2.7419
0.0185

ბაღდათში სპორტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის პროექტები იგეგმება

news image

ბაღდათის მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის პროექტირებას მუნიციპალური განვითარების ფონდის კონკურსში გამარჯვებული კომპანია WALL Architecture 2026 წლის მაისში დაასრულებს.

მულტიფუნქციური კომპლექსი მოიცავს 250 მაყურებელზე გათვლილ სპორტულ დარბაზს, საბავშვო და დიდ საცურაო აუზებს, სატრენაჟორო, ძიუდოს, კრივისა და ორთაბრძოლების, ტანვარჯიშისა და სხვა სპორტულ დარბაზებს. ასევე გათვალისწინებულია ქორეოგრაფიული და ფოლკლორული დარბაზები, მედიათეკა და კულტურული და შემეცნებითი აქტივობებისთვის საჭირო სივრცეები.

ბაღდათში ასევე დაგეგმილია საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობა. პროექტი მოიცავს ხელოვნურსაფარიან საფეხბურთო მოედანს 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნებითა და შესაბამისი თანმდევი ინფრასტრუქტურით. ამასთან, ბაღდათის რეკრეაციული პარკის პროექტის მოსამზადებლად მიმდინარეობს ბაზრის კვლევა.

სპორტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად განსაზღვრული ტერიტორიები ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ბექა ურუშაძემ, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა ადგილზე დაათვალიერეს. ასევე, საპროექტო და სამშენებლო კომპანიებთან ერთად განიხილეს პროექტებთან დაკავშირებული დეტალები.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

სპორტი
image ლაშა ბექაური ტაშკენტის გრანდ სლემის ფინალშია

01.03.2026.15:20

ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური ტაშკენტის გრანდ სლემის ფინალშია. მან ნახევარფინალში იაპონელ რიკუ ოკადა დაამარცხა.

ფინალური ბლოკი 16:00-ზე დაიწყება, ბექაური ოქროს მედლისთვის აზერბაიჯანელ მურად ფატიევს დაუპირისპირდება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა