მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7066.7
-0.0024
flag
AZN 1.586
0.0008
flag
CNY 38.582
0.0026
flag
EUR 3.1646
-0.0091
flag
GBP 3.6219
-0.0227
flag
KZT 53.13
-0.0045
flag
TRY 0.0628
0
flag
USD 2.6963
0.0012

არ გაჩერდე | Go Goga. Go.

news image

ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს. საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.

ერთ დროს ფართოდ განხილვადი, ახლა კი ნაკლებად აქტუალური ამბავია - 2019 წელს გადაღებული ცნობილი ფოტო გავიხსენოთ, სადაც დრაფტის პირველ პიკს, ზაიონ უილიამსონს, თავს უამრავი ჟურნალისტი ახვევია, გოგა ბითაძეს კი ყველა აიგნორებს.

ამ ფოტომ ძალიან დიდი რეზონანსი გამოიწვია და სოციალური ქსელები მოიცვა. მეტიც, შემდგარმა ვარსკვლავებმა - დუეინ უეიდმა და დრეიმონდ გრინმა, გოგას მიმართ გამამხნევებელი სიტყვები არ დაიშურეს: “გამოიყენე, როგორც საწვავი”, - ასეთი კომენტარი გააკეთა უეიდმა. გრინმა კი აღნიშნა, ეს ფოტო ბითაძემ ჩარჩოში უნდა ჩასვას და მას ყოველდღე შეხედოსო.

დრეიმონდ გრინს გოგა არ დაეთანხმა, რამაც კალათბურთისადმი მისი მიდგომა და დამოკიდებულება სხვა კუთხით დაგვანახა. მანამდე, 2019 წლის “ევროლიგის ამომავალ ვარსკვლავად” დაასახელეს და რამდენიმეწლიანი ევროპული კარიერის შემდეგ, პირდაპირ NBA-ში მოხვდა - აბსოლუტურად განსხვავებულ, ვარსკვლავებით სავსე გარემოში, სადაც მას არავინ იცნობდა. რთული მისია ჰქონდა შესასრულებელი: მისი ფეხის კვალი პარკეტს უნდა დასტყობოდა, ნატყორცნს ქულები, დაფარებებს - გამარჯვებები, შრომას კი აღიარება უნდა მოეტანა.

თვითდამკვიდრების იმდენად მძლავრი, ჯანსაღი ამბიცია ჰქონდა, რომ ზაიონთან ფოტო საწვავად აღარ გამოდგებოდა - ისედაც მოტივაციით იყო სავსე. ფოტოს გავრცელებიდან მალევე, კომენტარი გააკეთა: ვიცი, რომ ზაიონი ძალიან მაგარი კალათბურთელია და მომხდარი საერთოდ არ მაწუხებსო. ამ თავმდაბლურ სიტყვებში, ქვეტექსტად, მიზანზე ორიენტირებულობა იკითხებოდა.

“ინდიანაში” ყოფნისას, მე-18 პიკად არჩეულ გოგას, ნიჭისა და უნარების გამოსავლენად სათანადო დრო და ნდობა არ მისცემია. 3 სეზონის განმავლობაში მისი საშუალო სათამაშო დრო 15 წუთზე მაღლა არასდროს ასულა და ბოლო სეზონში, 57 მატჩში, მოედანზე მხოლოდ 21-ჯერ ვიხილეთ.

შემდეგ, გამოჩნდა "ორლანდო მეჯიქი" - პირველ წელს, მოედანზე 62-ჯერ გავიდა (33 შემთხვევაში, სტარტერი იყო), 2024/25 წლების სეზონში კი - 70-ჯერ (42-ჯერ იყო სასტარტო ხუთეულში). თვალსაჩინო პროგრესის ფონზე, გაჩნდა იმის რეალური საფუძველი, რომ გოგამ კიდევ უფრო მაღალ საფეხურებზე აინაცვლოს.

გოგა მიზანმიმართული მებრძოლია. არ ნებდება და აღიარების გამომუშავების სტადიაზე იმყოფება. არის ტრადიციული ცენტრის ტიპის კალათბურთელი, შესანიშნავია ფარქვეშ, თუმცა იცის, რომ სროლა მისთვის ჯერ კიდევ დასახვეწი კომპონენტია: "მთავარია, საკუთარი შესაძლებლობების ვირწმუნო და მუშაობა გავაგრძელო", - თქვა მან.

არ ჩერდება და ესაა მისი საწვავი, მისი ჩარჩოში ჩამოკიდებული ფოტო. არის 26 წლის და წინ ძალიან ბევრი გამოცდა ელოდება, რომელიც ყველაფერს გასცემს პასუხს. სულ მალე, საქართველოს ნაკრებთან ერთად, ევრობასკეტზე ითამაშებს - ტურნირზე, სადაც 25 საუკეთესო ვარსკვლავს შორის, FIBA-მ ის სანდრო მამუკელაშვილთან ერთად გამოარჩია. ჩვენ ის დაგვრჩენია, თამაშებს დაველოდოთ და ნაკრებს გულმხურვალედ ვუქომაგოთ, გოგა კი თავის სათქმელს აუცილებლად იტყვის.

არ გაჩერდე,

Go Goga. Go.

საქართველოს ბანკი - საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

სპორტი
image ძალიან კარგი გუნდია ჩამოყალიბებული ფეხბურთის ფედერაციაში, პირველ რიგში ლევან კობიაშვილის სახით - პრემიერი

29.12.2025.01:21

საქართველოს პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ მიერ ქართული ფეხბურთის შესახებ მომზადებულ ფილმში საქართველოს ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლის თაობაზე ისაუბრა. 

,,ძალიან კარგი გუნდია ჩამოყალიბებული ფეხბურთის ფედერაციაში, პირველ რიგში ლევან კობიაშვილის სახით და მთლიანად გუნდი არის ძალიან მოტივირებული, პატრიოტები არიან, გულანთებული ადამიანები არიან - რომ არა ასეთი დამოკიდებულება ფეხბურთის მიმართ და ქვეყნის მიმართ ასეთ შედეგებს ქართული ფეხბურთი ვერ მიაღწევდა", - განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა