ანა ნაჭყებია l როგორია საქართველოს საპენსიო ფონდის პორტფელის განაწილება როგორც საერთაშორისო აქციებში, ასევე საქართველოში ფულად სახსრებსა და ობლიგაციებში
მარიამ ქვრივიშვილი / Mariam Kvrivishvili | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი;
საქართველოს საპენსიო ფონდი - Pension Fund of Georgia-ის 31 იანვრის სტატისტიკური მონაცემები და საინვესტიციო პორტფელების 2026 წლის იანვრის თვის შედეგები | მიმოხილვა;
უახლესი სტატისტიკა | როგორია ძირითადი მაჩვენებლები და როგორ აჯამებს გასულ წელს სააპენსიო სააგენტო;
როგორია პორტფელის განაწილება როგორც საერთაშორისო აქციებში, ასევე საქართველოში ფულად სახსრებსა და ობლიგაციებში;
საერთაშორისო ბაზარზე არსებული ტენდენცია | რომელი კომპანიების აქციებიდან აქვს ფონდს ყველაზე მაღალი შემოსავალი და გეგმავს თუ არა ფონდი კონცენტრირების გაზრდას აღნიშნული კომპანიების აქციებში;
ზოგადი თვალსაზრისით როგორ აჯამებთ 2025 წელს და რა მოლოდინები გაქვთ 2026-ის ჭრილში;
როგორია ცნობიერება საპენსიო დანაზოგებთან მიმართებით ქვეყანაში;
საპენსიო ფონდი და საერთაშორისო თანამშრომლობა;
რა რჩება საპენსიო ფონდის 2026 წლის ძირითად პრიორიტეტებად.
სხვა სიახლეები
ამბროლაურის, საჩხერის, ლენტეხის და ცაგერის მუნიციპალიტეტებში თანამედროვე სტანდარტების რაგბის ტექნიკური ცენტრები აშენდება
06.04.2026.12:58
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ამბროლაურში, საჩხერეში, ლენტეხში და ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელში მსოფლიო რაგბის სტანდარტების სტადიონების მშენებლობას იწყებს. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
შესაბამისი ხელშეკრულება კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდა. მომსახურების შესრულების საერთო ვადად 12 თვეა განსაზღვრული.
პროექტის მიხედვით, სტადიონებზე მოეწყობა მაღალი ხარისხის ხელოვნური საფარი, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები და თანამედროვე განათების სისტემები, რაც მოედნის გამოყენებას დღის ნებისმიერ მონაკვეთში უზრუნველყოფს.
დაგეგმილია, ასევე, გასახდელების, საშხაპეების, ტექნიკური სივრცეებისა და სამედიცინო ოთახის მოწყობა.
რაგბის ტექნიკური ცენტრები აღჭურვილი იქნება უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით და ადაპტირებული იქნება ყველა მაყურებლისთვის, მათ შორის განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.
გარდა ამისა, მუნიციპალური განვითარების ფონდი, ქვეყნის მასშტაბით, რაგბის 8 ხელოვნურსაფარიანი მოედნის აშენებას გეგმავს: თბილისის ზღვის მიმდებარედ, ფონიჭალაში, თბილისის 180-ე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანში, წყალტუბოში, გურჯაანში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში და ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში.
ქუთაისში და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბარაში, კი, დაგეგმილია რაგბის ბუნებრივსაფარიანი სტადიონების მშენებლობა.
ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქუთაისის „აიას“ და თბილისის ავჭალის სტადიონებს.
ქვეყნის მასშტაბით სარაგბო მოედნების მშენებლობა ხელს შეუწყობს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და ქვეყნის სარაგბო ტრადიციების კიდევ უფრო გაძლიერებას.