3:0 მოვიგეთ და დიდი ნაბიჯი გადავდგით B ლიგაში დასარჩენად - გიორგი მიქაუტაძე
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთში 3:0 გაიმარჯვა. მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა დუბლის ავტორმა გიორგი მიქაუტაძემ:
„კარგი თამაში ჩავატარეთ, 3:0 მოვიგეთ და დიდი ნაბიჯი გადავდგით B ლიგაში დასარჩენად“.
მიქაუტაძეს 18 გოლი დაუგროვდა, გადაასწრო ხვიჩა კვარაცხელიასა და თემურ ქეცბაიას. შეკითხვაზე, ამ თემაზე ხვიჩა კვარაცხელიასთან თუ ისაუბრა, გიორგის პასუხი ასეთი იყო:
„გასახდელში რომ შევალ, ვეტყვი და ვნახოთ, რას მიპასუხებს“.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
02.07.2025.13:43
ნიკოლოზ ბასილაშვილი წარმატებულ გამოსვლას განაგრძობს. ქართველმა ჩოგბურთელმა, უიმბლდონის ძირითად ბადეში პირველივე წრეში აშკარა ფავორიტი, ლორენცო მუზეტი 4 სეტში დაამარცხა.
მორიგ შეხვედრას ბასილაშვილი 3 ივლისს, თბილისის დროით 14:00 საათზე კიდევ ერთი იტალიელი მეტოქის, ლორენცო სონეგოს წინააღმდეგ გამართავს.