ზურაბ ჩიკვილაძე აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამაში შეტანილ ცვლილებებს ეხმაურება
თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამაში შეტანილ ცვლილებებს ეხმაურება, რომელთა მიხედვით, პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას ამიერიდან 300 ბენეფიციარით მეტი მიიღებს.
თბილისის საკრებულოს სხდომაზე დამტკიცებული პროგრამული ცვლილებების შესახებ განცხადება დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ გააკეთა.
„უმნიშვნელოვანესია პროგრამა, რომელიც 2015 წლიდან ამუშავდა პარტია „ქართული ოცნების“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ.
ვცდილობთ, მოთხოვნის შესაბამისად გავზარდოთ პროგრამაში ჩართვის საჭიროების მქონე ბენეფიციართა რაოდენობა. მისასალმებელია, რომ პროგრამას 1 აპრილიდან კიდევ 300 ბავშვი დაემატება. ყოველ მომდევნო წელს აღნიშნული პროგრამა უკეთესდება, იხვეწება და მოდერნიზებას განიცდის, შესაბამისად მისი ბიუჯეტიც მზარდია.
მინდა მადლობა გადავუხადო დედაქალაქის მერიას, საკრებულოს, პროგრამის დამუშავებასა და სრულყოფაში ჩართულ თითოეულ ადამიანს“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
სხვა სიახლეები
მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
25.03.2026.14:55
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში - „სარფი“ მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროსა (წონა - 99,11 გრამი ) და ვერცხლის (წონა - 335,33 გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა, - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 26 066 ლარი შეადგინა.
„კანონდამრღვევი უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო მოქალაქე საქართველოს საბაჟო კოდექსის 168 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის 1000 ლარით დაჯარიმდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.