ჟინვალის ჰიდროკომპლექსის წყალგამყვანი გვირაბისა და ბოდორნას წყალსაცავის ობიექტებზე 1.6 მილიონ ლარამდე ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ჟინვალის ჰიდროკომპლექსის წყალგამყვანი გვირაბისა და ბოდორნას წყალსაცავის წყალმიმღები არხის გამყოფი დამბის გეგმიურ რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტების ჯამური საინვესტიციო ღირებულება 1,6 მილიონ ლარია.
აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოები დედაქალაქის მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებით უზრუნველყოფასა და სტრატეგიული ინფრასტრუქტურის გამართულად ფუნქციონირებას ემსახურება.
ჟინვალჰესის წყალგამყვანი გვირაბის ჯამური სიგრძე 9 კილომეტრია, ხოლო სარეაბილიტაციო სამუშაოები 1.5 კილომეტრიან მონაკვეთზე მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია გვირაბის ძირისა და კედლების მოსახვის აღდგენა, ფილტრაციული კერების აღმოფხვრა და გეოტექნიკური სამუშაოები, რაც ხელს შეუწყობს გვირაბის გრძელვადიან გამართულ მუშაობას.
"ჟინვალის ჰიდროკომპლექსსა და მასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურაზე მუდმივი ზრუნვა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მიმდინარე წელს, ჟინვალისა და ბოდორნას წყალსაცავებზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო პროექტების საერთო ღირებულება 1.6 მილიონ ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჟინვალის წყლგამყვან გვირაბში მიმდინარეობს, ხოლო ბოდორნას სარეზერვო არხზე სამუშაოები უკვე დასრულებულია.
აღნიშნული ინფრასტრუქტურის საშუალებით ხდება წყლის ტრანსპორტირება დედაქალაქის მიმართულებით, შესაბამისად მათი გამართული ფუნქციონირება უზრუნველყოს თბილისის მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებას. მსგავსი სარეაბილიტაციო სამუშაოები ყოველწლიურად ტარდება, რაც ინფრასტრუქტურის ექპლუატაციის ვადის გახანგრძლივებას უზრუნველყოფს." - ჯივიპის წყლის წარმოების და ენერგეტიკის დირექტორი, ვიქტორ სოლისი.
ამავდროულად, ჯივიპიმ უკვე დაასრულა ბოდორნას წყალსაცავისა და სარეზერვო წყალმიმღები არხის გამყოფი დამბის ბეტონით მოპირკეთების სამუშაოები, რაც აღნიშნული ინფრასტრუქტურის სიმტკიცესა და ექპლუატაციის ვადის გახანგრძლივებას უზრუნველყოფს.
სხვა სიახლეები
ბათუმში საზღვაო ნავსადგურის შენობაზე უნებართვოდ მიშენებული კაფე-ბარის დემონტაჟი დასრულდა
16.03.2026.12:16
ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, კიდევ ერთი უსახური და უნებართვო ობიექტის დემონტაჟი დასრულდა. ინფორმაციას ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მერიის ინფორმაციით, ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მითითების საფუძველზე, საზღვაო ნავსადგურის შენობაზე მიშენებული კაფე-ბარი და ღია სივრცეში განთავსებული მაგიდა-სკამები საჩრდილობლით, მეპატრონემ თავად დაშალა.
„კვების ობიექტს სანებართვო ვადები ამოწურული ჰქონდა. დემონტაჟის დასრულების შემდეგ, განხორციელდა სამშენებლო ნარჩენების გატანა და ტერიტორიის დასუფთავება.
უსახური და უნებართვო ობიექტების დემონტაჟის პროცესი აქტიურად გრძელდება, რაც ხელს უწყობს ქალაქის იერსახის გაუმჯობესებას და მოწესრიგებული სივრცის შექმნას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.