ზესტაფონთან გვირაბების გაყვანა ყველა დადგენილი პარამეტრის დაცვით მიმდინარეობს
გვსურს გამოვეხმაუროთ რამდენიმე მედიასაშუალებით გასულ სიუჟეტს, სოფელ ფუთის მოსახლეობის პროტესტთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ თემაზე არაერთხელ გაკეთდა განმარტებები, სიუჟეტებში არ ასახულა საავტომობილო გზების დეპარტამენტის პოზიცია.
იმისათვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ზესტაფონის სოფელ ფუთთან გვირაბის გაყვანა ყველა დადგენილი პარამეტრის დაცვით მიმდინარეობს.
რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის ფარგლებში, გვირაბი #3-ზე სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე, პროექტის განხორციელების პროცესში საცხოვრებელი სახლების ტექნიკურ მდგომარეობაზე დაკვირვების მიზნით, ჩატარდა გვირაბის 250 მეტრიან დერეფანში არსებული ყველა შენობის წინასწარი კვლევა (სოფელ ფუთში). თაბაშირებით მოინიშნა ყველა ნაგებობის იმ დროისათვის არსებული ბზარები.
გვირაბის გაყვანა მიმდინარეობს სსიპ „სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს“ მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე, ახალი ავსტრიული, ე.წ. NATM მეთოდით, როგორც მცირე მუხტის აფეთქებების, ისე ექსკავაციის და სხვა მეთოდების გამოყენებით.
სამუშაოების პირველივე დღიდან, წარმოებს ვიბრაციის მუდმივი მონიტორინგი.
ვინაიდან, ვიბრაციის მონიტორინგის შედეგების მიუხედავად, მოსახლეობა წუხდა ვიბრაციის მაჩვენებლების გადაჭარბებაზე, სამუშაოებით გამოწვეული ვიბრაციის გადამოწმება, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა დაუკვეთა უახლესი აპარატურით აღჭურვილ, ტექნიკური უნივერსიტეტის ხიდსაცდელ ცენტრს.
2022 წლის 12 აპრილს, ხიდსაცდელმა ცენტრმა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, საერთაშორისო საზედამხედველო კომპანიის წარმომადგენლებისა და ფუთის მოსახლეობის თანდასწრებით, ვიბრაციის კვლევა ჩაატარა გვირაბთან ყველაზე ახლოს მდებარე სახლებზე. კვლევის შედეგად, ვიბრაციის მაჩვენებელი იყო მინიმალური და გადაჭარბება არ დაფიქსირებულა.
2022 წლის 8 და 9 აგვისტოს, ვიბრაციის დამატებითი კვლევა, ასევე, ჩატარდა ფუთის ერთ-ერთი მაცხოვრებლის სახლზე. ვიბრაციის გადაჭარბება არც ამ შემთხვევაში დაფიქსირდა.
ამასთან, 2022 წლის ოქტომბერში, სოფელ ფუთში, ჩიტორელიძეების უბნის მაცხოვრებლების თხოვნით, შემოწმდა საცხოვრებელი სახლების ტექნიკური მდგომარეობაც. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს კვლევის თანახმად, არცერთ საცხოვრებელ სახლზე არ დადგინდა მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ზეგავლენა.
გვირაბი N3-თან მდებარე უახლოეს, გვირაბიდან 63 მეტრში მდებარე სახლზე, ვიბრაციის კვლევა, 2023 წლის 27 აპრილსაც ჩატარდა. ვიბრაციის მაჩვენებელი ამ შემთხვევაშიც იყო მინიმალური.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, ტექნიკური უნივერსიტეტის ხიდსაცდელმა ცენტრმა ვიბრაციის კვლევა ჩაატარა 2023 წლის 12, 19, 24, 31 მაისსა და 01 ივნისსაც. შედეგების მიხედვით, ვიბრაციის მაჩვენებელი კვლავ ნორმაში იყო.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი აგრძელებს მუდმივ მონიტორინგს, ხოლო #3 გვირაბის მშენებლობის დასრულების შემდეგ, განმეორებით მიმართავს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, სოფელ ფუთის საცხოვრებელი სახლების ტექნიკური მდგომარეობის შესწავლის და მათზე მიმდინარე სამუშაოების ზეგავლენის დადგენის მიზნით.
ამჟამად, გვირაბში მიმდინარე სამუშაოები გაცდენილია დასახლებულ ტერიტორიას და მიმდინარეობს დასახლებული პუნქტიდან მოშორებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, საზოგადოებას მიაწოდონ ობიექტური, გადამოწმებული ინფორმაცია. სხვა შემთხვევაში, გვექნება საფუძველი ვივარაუდოთ, რომ მათი მიზანი არა გადამოწმებული ინფორმაციის გავრცელება, არამედ, კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაციების ინტერესების გატარებაა, რაც მხოლოდ მოსახლეობის დაშინებას და რიკოთის პროექტის დისკრედიტაციას ემსახურება.
სხვა სიახლეები
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება
05.11.2025.17:54
7 ნოემბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ღრმაღელის წყალგამტარ გვირაბში წყალმომარაგების სტაბილურობისთვის რთულ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ჯგუფები, რთულ ტექნიკურ სამუშაოებს 7 ნოემბერს დილის 10:00 საათიდან დაიწყებენ და ინტენსიურ, უწყვეტ რეჟიმში შეასრულებენ.
გარდა გვირაბში მიმდინარე სამუშაოებისა, კომპანია პარალელურად განახორციელებს სამუშაოებს წყალმომარაგების გამანაწილებელ ქსელზე - დამონტაჟდება ჩამკეტ მარეგულირებელი ურდულები, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქსელის მართვის შესაძლებლობებსა და წყალმომარაგების სტაბილურობას.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 7 ნოემბრის დილის 10:00 საათიდან 8 ნოემბრის საღამოს 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ჩუღურეთის რაიონში: სამშვილდის, მარუაშვილის, აფხაზეთის, სამურზაყანოს, 9 ძმის, ცაიშის, აბაშის, ხონის, სენაკის, ლანჩხუთის, ტაშირის, ლაილაშის, სალხინოს, ქვალონის, ატოცის, ნორიოს, ლარეხის, დავითაშვილის, ბაგრატიონის, სააკაძის, ბოდავის, ხუდადოვის, მახათის, ჭალადიდის, გედევანიშვილის, ივერთუბნის, აგიაშვილის, ჯორჯაძის, ბარაკონის, მიზანდარის, კვარაცხელიას, პაპავების, ხერხეულიძეების, ეშბას, ასხინის, ართვინის, არაგვისპირელის, სიღნაღის, კანდელაკის, ხორნაულის, გაბუნიას, ყუბანეიშვილის, ბეთაშვილის, ადამიას, თამარაშენის, ტყეკულტურის, მანგლისის, ყანჩელის, ხაჩატურიანის, ქარსელაძის, ენუქიძის, მამულაშვილის, მანიჟაშვილის, ლოლაძის, არგვეთას, თეკლათის და მიმდებარე ქუჩებს.
ისნის რაიონში: ევროპისა და ქეთევან დედოფლის მოედანებს, ღვინის და მეტეხის აღმართებს, მხატვრების, ვაზისუბნის, სამრეწველოსა და სამგორის დასახლებებს, გაბრიელ სალოსის გამზირ,ს, მოსკოვისა და ქეთევან დედოფლის გამზირების ნაწილს, ვარკეთილის IV მიკრორაიონის III კვარტალს. ფშავის, მუჯირიშვილის, კიკეთის, კაიშაურის,, საინგილოს, სამრეკლოს, მესხიშვილის, ახვლედიანის, ლომოურის, ხიდისთავის, ავლაბრის, იორის, არმაზის, ალაზნის, დუშეთის, ფაღავას, ლაგოდეხის, წერეთლის, ცისკრის, გურჯაანის, ფოსტის, წინანდლის, , აწყურის, უშაკოვის, ყვარელის, ონიანის, მიქელაძის, მესხეთის, მათიაშვილის, ამირეჯიბის, ანდღულაძის, კაკაბეთის, ჩოჩუას, ტატიშვილის, ხარაბაძის, უზნაძის, ბუცხრიკიძის, კვაჭანტირაძის, დავითაიას, მუსხელიშვილის, პატარიძის, ვაზის, მშველიძის, სულაქველიძის, იზაშვილის, მთავარანგელოზის, წურწუმიას, ფერიცვალების, თელავის, ბაქრაძის, ხომერიკის, რაზიკაშვილის, ლაღიძის, ზურაბაშვილის, მამისაშვილის, ნიჟარაძის, კაჭარავას, ანჯაფარიძის, მეტეხის, ჩეხოვის, ჯორბენაძის, ურბნისის, მუკუზანის, 300 არაგველის, იალბუზის, ბოდბის, ლეხ კაჩინსკის, კაკულიას, ნადარეიშვილს, ლობჟანიძის, შირაქის, დოდაშვილის, ნიორაძის, სოფრომაძის, მახარაშვილის, დიდგორის, წულაძის, გეთიას, აბუსერიძე-ტბელის, სამგორისა და მიმდებარე ქუჩებს.
ნაძალადევის რაიონში: ავშნის დასახლებას, გეგუთის, სვირის, კიშინოვის, ზეკარის, ასურეთის, კურსების, მირზაანის, ლისაშვილის, წერონისის, თოდრიას, ჟღენტის, ბახმაროს, გომარეთის, რაჭის, ლოტკინის მთის, სამღერეთის, ზაქარაიას, ხერთვისის, ცქიტიშვილი, ნაქალაქევის, ბეჟანიშვილის, ქართლის, დაისის, ღრმაღელის, ილურიძის, ჯავის, ლომთათიძის, ბეშენოვას, ვანათის, ახალ მოწამეთა, იოსელიანის, სუვოროვის, თიანეთის, მუხრანის, გლინკას, გარეჯელის, ლიახვის, გუდამაყარის, ქვიშხეთის, შენგელაიას, ხუდადოვის, ბენდელიანის, კახიანის, წაღვერის, სტურუას, ასკურავას, კელაპტრიშვილის, მესხის, ქებურიას, ურიდიას, უიარაღოს, ზიგზაგის, გავაზაურის, ტოროშელიძის, ნიკო მარის, ხევსურეთის, სვანეთის,, ჭიჭინაძის, ორბეთის, ქსოვრელის, ქართლელიშვილის, უცნობ გმირთა და მიმდებარე ქუჩებს; სანზონის, ჯანელიძის, წიკლაურისა და გობრონიძის ქუჩების ნაწილს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას სასმელ წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge