ზემო აჭარაში, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ ტერიტორიები თერმული ნისლით მუშავდება
სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრი ზემო აჭარაში მასშტაბურ ღონისძიებებს ატარებს. თერმული ნისლით ტერიტორიების დამუშავების პირველი ეტაპი სრულდება. სააგენტოს სპეციალისტებმა ხულოს მუნიციპალიტეტში - ვაშლოვანის, სხალთას, დეკანიშვილების, დიდაჭარის და დაბა ხულოს ადმინისტრაციულ ერთეულებში 900 ჰა ტერიტორია დაამუშავეს. მობილიზებული იყო 15 ერთეული სპეციალური ტექნიკა.
წამლობითი ღონისძიებები გეგმის მიხედვით და უსაფრთხოების წესების დაცვით, ღამის საათებში, მეფუტკრე-ფერმერებთან კოორდინაციით ტარდება. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები აჭარაში ასევე ინტენსიურად ახორციელებენ წერტილოვან წამლობებს ცივი შესხურებით.
აზიური ფაროსანას პოპულაციის შესამცირებლად და ეკონომიკური ზარალის თავიდან ასაცილებლად, უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის აქტიური ჩართულობა.
ხულოს მუნიციპალიტეტში თერმული ნისლით ტერიტორიების დამუშავებას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრის უფროსის მოადგილე დავით ქავთარაძე და ხულო მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
25.07.2025.17:34
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, დედაქალაქში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო შეიქმნა.
საბჭოს შექმნის შესახებ ახალ დადგენილებას საკრებულოს წევრთა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი უხელმძღვანელებს.
„ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო დედაქალაქში ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვისა და თანასწორობის საკითხებზე სისტემურ მუშაობას ისახავს მიზნად და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის არსებითი თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინაციას შეუწყობს ხელს.
საბჭო ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს, „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონს, „ბავშვთა უფლებების კოდექსს“ ეფუძნება და საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის, დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად წარმართავს“, - განაცხადა საკრებულოს სხდომაზე თინათინ ნიბლოშვილმა.
საბჭოს მთავარი მიზანი ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის ხელშეწყობა, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფა, საჭიროებების შეფასება და შესაბამისი სამოქმედო გეგმების შემუშავება, სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამების მონიტორინგი, მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ანალიზი, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიისთვის წარდგენა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა.
ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვისა და თანასწორობის საკითხებზე საბჭო საკრებულოს წევრებისგან, მერიის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებისგან, საჭიროების შემთხვევაში კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების, დამოუკიდებელი ექსპერტებისა და სპეციალისტებისგან შედგება.