მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7068.3
-0.0015
flag
AZN 1.5948
-0.0009
flag
CNY 37.772
-0.0014
flag
EUR 3.1425
-0.0086
flag
GBP 3.6337
-0.0013
flag
KZT 50.75
-0.0069
flag
TRY 0.0673
-0.0001
flag
USD 2.7121
-0.0006

ზემო აჭარაში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს

news image

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის სპეციალისტები, მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, ღონისძიებებს ზემო აჭარაში ახორციელებენ. ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში, სპეციალიზებული ტექნიკით და თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით, 420 ჰექტარი ფართობი სოფლის ტერიტორია დამუშავდა.

ღონისძიებები ადგილობრივ თვითმმართველობასთან კოორდინაციით ტარდება. შეწამვლის შესახებ წინასწარ ხდება მოსახლეობის ინფორმირება. ფუტკრის დაცვის მიზნით, ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია ეგზავნება მეფუტკრე ფერმერებს და სამუშაოები ღამის საათებში ტარდება.

ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემებით დღგ-ის გადასახადის გადამხდელის სტატუსით უკვე 197 747 პირი სარგებლობს

18.07.2025.16:11

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში ამ დროისთვის რეგისტრირებულია 197 747 დღგ-ის გადასახადის გადამხდელი, რომელიც აერთიანებს, როგორც კვალიფიციური, ასევე არაკვალიფიციური დღგ-ის სტატუსის მქონე გადასახადის გადამხდელებს.

აქვე შეგახსენებთ, დადგენილი წესის შესაბამისად, თუ რა შემთხვევაში შეიძლება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ გადასახადის გადამხდელს მიენიჭოს არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი:

· დღგ-ის გადამხდელად ახლად დარეგისტრირებული პირს, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტიდან;
· დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს, თუ მას ბოლო უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში არ უფიქსირდება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე გატარებული ოპერაცია (ასეთ შემთხვევაში, მხედველობაში არ მიიღება ოპერაცია, რომლის შესაბამისადაც, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე გატარებული თანხა 0-ის ტოლია);
· პირს, რომელსაც არ აქვს მოქმედი საბანკო ანგარიში.
კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით გადასახადის გადამხდელი შემოსავლების სამსახურს მიმართავს განცხადებით - „კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების შესახებ", რომლის სათანადო შესწავლის შედეგად გადასახადის გადამხდელს ენიჭება შესაბამისი სტატუსი.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საგადასახადო ორგანომ განიხილა 18 116 მოქმედი გადასახადის გადამხდელის დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭების საკითხი, საიდანაც კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი მიენიჭა 14 551 პირს, ხოლო 3 565 პირმა საგადასახადო ორგანოს ვერ დაუდასტურა სათანადო ინფორმაცია ეკონომიკური აქტივობის შესახებ, რის გამოც მათ შეუნარჩუნდათ არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი.

ამასთან, შემოსავლების სამსახური ხაზგასმით განმარტავს, რომ არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მქონე პირს შეუძლია კვალიფიციური დღგ-ის სტატუსის მოთხოვნით, განმეორებით მიმართოს საგადასახადო ორგანოს. დადგენილი ხარვეზების აღმოფხვრის შემთხვევაში, საკითხის შესწავლის შედეგად, მას მიენიჭება კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი.

აქვე აღვნიშნავთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულების და საგადასახადო კანონშესაბამისობის ამაღლებისთვის, 2021 წელს დაინერგა პროგრამა, რომლის მიზანია, გადასახადის გადამხდელის კანონშესაბამისობის ცნობიერების ამაღლება და კეთილსინდისიერი დღგ-ის გადამხდელების დაცულობა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა