მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7096
0.0083
flag
AZN 1.5741
0.0012
flag
CNY 39.01
-0.0076
flag
EUR 3.1581
0.0037
flag
GBP 3.6066
-0.0125
flag
KZT 53.74
0.0024
flag
TRY 0.0609
0
flag
USD 2.6759
0.0018

Wizz Air დროებით წყვეტს ფრენებს ისრაელისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებებით

news image

ავიაკომპანია Wizz Air ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. ირანში უსაფრთხოების ვითარების ბოლოდროინდელი ესკალაციის ფონზე, ავიაკომპანია დაუყოვნებლივ აჩერებს ყველა რეისს ისრაელის, დუბაის, აბუ დაბისა და ამანის მიმართულებით და აღნიშნული მიმართულებებიდან 2026 წლის 7 მარტის ჩათვლით.

ამასთანავე, პრევენციის მიზნით, Wizz Air 72 საათის განმავლობაში აუქმებს საუდის არაბეთის მიმართულებით დაგეგმილ რეისებს, 2026 წლის 2 მარტის ჩათვლით.

ავიაკომპანია ყურადღებით აკვირდება მიმდინარე მოვლენებს და მუდმივ კავშირშია ადგილობრივ და საერთაშორისო უწყებებთან, მათ შორის – საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოებთან, უსაფრთხოების ორგანოებთან და სამთავრობო სტრუქტურებთან. ოპერაციული გადაწყვეტილებები რეგულარულად გადაიხედება, ხოლო ფრენების განრიგი შესაძლოა შეიცვალოს ვითარების შემდგომი განვითარების შესაბამისად.

მგზავრების, ეკიპაჟისა და საჰაერო ხომალდების უსაფრთხოება Wizz Air-ის უმაღლეს პრიორიტეტად რჩება.

ავიაკომპანია აცნობიერებს, რომ აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა გარკვეული შეფერხებები გამოიწვიოს და მადლობას უხდის მგზავრებს გაგებისა და თანამშრომლობისთვის.

დაზარალებულ მგზავრებს ავიაკომპანია პირდაპირ დაუკავშირდება და მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას ხელმისაწვდომი ალტერნატივების შესახებ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მოძრაობა თავისუფალია

28.02.2026.16:07

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მოძრაობა თავისუფალია.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა