მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7140.7
0.0447
flag
AZN 1.5836
0.0095
flag
CNY 39.121
0.0111
flag
EUR 3.1606
0.0025
flag
GBP 3.6065
-0.0001
flag
KZT 53.81
0.0007
flag
TRY 0.0612
0.0003
flag
USD 2.6922
0.0163

ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება - ცვლილების დეტალები

news image

2026 წლიდან „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონის აღსრულება იწყება და მისი ცალკეული მუხლები ძალაში ეტაპობრივად შევა. საკანონმდებლო პაკეტის ამოქმედების ვადა 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 2028 წლის 1-ლი ივლისამდე პერიოდს მოიცავს. 

არსებული კანონმდებლობის მიხედვით, 1-ელ თებერვლამდე გარემოს სამინისტრომ მთავრობას უნდა წარუდგინო: ძაღლის მოშენების მორატორიუმის აქტი და ძაღლების ჰიპერპოპულაციისმართვის რეგულირების დროებითი წესი (პროგრამა), ხოლო მთავრობამ 1-ელ მარტამდე დაამტკიცოს აღნიშნული აქტები;

ასევე, 1-ელ მარტამდე მთავრობამ უზრუნველყოს:იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის წესისა და სტერილიზაცია/კასტრაციისა და მოშენების რეგლამენტის მიღება. იმავდროულად მთავრობამ  ვეტ. კლინიკებისა და თავშესაფრების მარეგულირებელი დადგენილებების კანონთან შესაბამისობაში მოყვანა უნდა განახორციელოს. 

1-ელ მარტამდე მუნიციპალიტეტებმა კი ყოლის წესების კანონთან შესაბამისობაში მოყვანა ან ახლის დამტკიცება მოახდინონ.

1-ელ მაისამდე  მარეგისტრირებელმა ორგანოებმა უნდა მიმართონ სეს-ს ბაზაზე წვდომისა და რეგისტრაციის უფლების მისაღებად;

1-ელ მაისამდე არამარეგისტრირებელმა ორგანოებმა მიმართონ სეს-ს ბაზაზე წვდომის მისაღებად;

1-ელ ივლისამდე სეს-მა უზრუნველყოს ბაზაზე სუბიექტების წვდომა. 

2027 წლის 1-ელი იანვრიდან, შემდეგი ვალდებულებების დარღვევისათვის:  

  • იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია - 1 500 ლ.
  • სტერილიზაცია/კასტრაცია - 1 500 ლ.
  • ცოფის ვაქცინაცია - 500 ლ. 
  • გამრავლება თანხმობის გარეშე - 3 000 ლ. 
  • ცხოველის მიტოვება - ფიზ. პირი 5 000 ლ., იურ. პირი 10 000ლ. 

საშენი დაჯარიმდება 2027 წლის 1-ელი იანვრიდან:

  • მოშენების წესების დარღვევა - 1 000 ლ. 
  • მოშენება რეგისტრაციის გარეშე - 5 000 ლ. 
  • მოშენების მორატორიუმის დარღვევა - 10 000 ლ.

სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლი ითვალისწინებს:

  • ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია. 
  • ცვლილებით დაისჯება - ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. 

(მოქმედით ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას ორმოც საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე).

  • ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია.
  • ცვლილებით დაისჯება - ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან  ხუთ წლამდე. 

(მოქმედით ისჯება შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ოთხ წლამდე). 

„შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონის ძალაში შესვლის სქემა ასეთია:

2027 წლის 1-ელ იანვრამდე:

  • 2026 წლის 1-ელი ივლისიდან მეპატრონემ უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია, ხოლო იმ მეპატრონეებმა/მიმკედლებლებმა, რომელთაც უკვე იდენტიფიცირებული ჰყავთ ცხოველი, მიმართონ რეგისტრაციისთვის;
  • 2026 წლის 1-ელი ივლისიდან საშენმა გაიაროს რეგისტრაცია მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოში;
  • 2027 წლის 1-ელ იანვრამდე რეგისტრირებული ცხოველები არ ექვემდებარებიან სავალდებულო სტერილიზაცია/კასტრაციას. 

2027 წლის 1-ელ ივლისამდე:

  • მთავრობამ დაამტკიცოს კინოლოგის/ფელინოლოგის სერტიფიცირების წესი

2028 წლის 1-ელ ივლისამდე:

  • კინოლოგებმა/ფელინოლოგებმა გაიარონ სერტიფიცირების კურსი ან მიმართონ შესაბამის ორგანოს განათლების აღიარების მიზნით.

მეპატრონე დაჯარიმდება 2026 წლის 1-ელი იანვრიდან:

  • გასეირნება (ალიკაპის ან საბლის გარეშე) – 150 ლ.
  • მგზავრობა - 150 ლ. 
  • შეყვანა - 50 ლ. 
  • მარეგისტრირებელი სუბიექტები (კერძო თავშესაფარი, საშენი, ვეტი) დაჯარიმდებიან 2027 წლის 1-ელი იანვრიდან:

  • იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მოთხოვნის დარღვევისთვის - 3 000 ლ. 

  • მოვლა-პატრონობის და ყოლის წესების დარღვევისათვის - 500 ლ.

    არამარეგისტრირებელი სუბიექტები (სასტუმრო, კინოლოგი/ ფელინოლოგი, რეალიზატორი, გრუმინგი) დაჯარიმდებიან 2027 წლის 1-ელი იანვრიდან:

  • მოვლა-პატრონობის და ყოლის წესების დარღვევისათვის - 500 ლ.

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთა დაბრუნებასაც დროულად ვერ უზრუნველყოფენ შესაბამისი ავიაკომპანიები, მთავრობის გადაწყვეტილებით, სპეციალური რეისები შესრულდება

02.03.2026.20:47

საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთა დაბრუნებასაც დროულად ვერ უზრუნველყოფენ შესაბამისი ავიაკომპანიები, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შესრულდება სპეციალური რეისები, - ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რიგი ქვეყნების საჰაერო სივრცის დახურვის გამო შექმნილი სამგზავრო შეფერხებების გათვალისწინებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთა საქართველოში დაბრუნებასაც დროულად ვერ უზრუნველყოფენ შესაბამისი ავიაკომპანიები, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შესრულდება სპეციალური რეისები: მუსკატი (ომანის სასულთნო) – თბილისი (საქართველო) – 03.03.2026 | 19:00 (ადგილობრივი დროით); 05.03.2026 | 19:00 (ადგილობრივი დროით).

რიადი (საუდის არაბეთი) – თბილისი (საქართველო) – 04.03.2026 | 19:00 (ადგილობრივი დროით).

საქართველოში გამგზავრების მსურველ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ საქართველოს შესაბამის საელჩოებს:

საქართველოს საელჩო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (აბუ-დაბი): ცხელი ხაზი (24/7): +971 54 2324 335; ტელეფონი: +971 2 553 36 83; ელ-ფოსტა: abudhabi.con@mfa.gov.ge

საქართველოს საელჩო კატარის სახელმწიფოში (დოჰა): ცხელი ხაზი (24/7): +974 52 098 071; ტელეფონი: +974 44 739 499; ელ-ფოსტა: doha.emb@mfa.gov.ge.

აქვე, ვსარგებლობთ შემთხვევით და განსაკუთრებულ მადლობას გადავუხდით არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და კატარის მხარეებს, მოქალაქეების მიმართ გამოჩენილი მხარდაჭერისა და მზრუნველობისთვის“,- აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა