ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს, ჩვენს ეკლესიას და თითოეულ ადამიანს, ვის გულშიც უწმინდესი განსაკუთრებულ ადგილს იკავებდა. უფალმა მოგვმადლოს ძალა, რომ ღირსეულად გავაგრძელოთ მისი გზა - ზურაბ აბაშიძე
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
„უსაზღვროა ჩვენი მწუხარება და გულისტკივილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს გარდაცვალების გამო. ეს არის დანაკლისი, რომელსაც სიტყვები ვერ იტევს… მისი მადლი, სიბრძნე, მისი ლოცვა, მისი სიტყვა, მისი ცხოვრება იყო მაგალითი, რომელიც რთულ დროს გვაძლევდა ძალას და გვინარჩუნებდა რწმენას. ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს, ჩვენს ეკლესიას და თითოეულ ადამიანს, ვის გულშიც უწმინდესი განსაკუთრებულ ადგილს იკავებდა. უფალმა მოგვმადლოს ძალა, რომ ღირსეულად გავაგრძელოთ მისი გზა“- ნათქვამია თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის სამძიმრის წერილში.
სხვა სიახლეები
ილია მეორის თითქმის ნახევარსაუკუნოვანი მმართველობა იყო მრწამსის მაღალი ღირებულებების, პატრიოტიზმისა და ხალხთაშორის მეგობრობის სიმბოლო - ნიკოლ ფაშინიანი
18.03.2026.15:22
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ქართველ კოლეგას, ირაკლი კობახიძეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გაუგზავნა.
როგორც წერილში ფაშინიანი აღნიშნავს, ილია მეორის თითქმის ნახევარსაუკუნოვანი მმართველობა იყო მრწამსის მაღალი ღირებულებების, პატრიოტიზმისა და ხალხთაშორის მეგობრობის სიმბოლო.
„ტკივილით შევიტყვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების შესახებ. ილია მეორის თითქმის ნახევარსაუკუნოვანი მმართველობა იყო მრწამსის მაღალი ღირებულებების, პატრიოტიზმისა და ხალხთაშორის მეგობრობის სიმბოლო.
მისი დაუვიწყარი წვლილი სულიერი ცხოვრების განვითარების, საზოგადოების კონსოლიდაციისა და სახელმწიფოებრიობის გაძლიერების საქმეში მუდამ დარჩება ყველას მეხსიერებაში. სომეხი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამ მწუხარებას და თანავუგრძნობ საქართველოს მთავრობას, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ძმურ ქართველ ხალხს, ვუსურვებ რა ძალას და სიმტკიცეს ამ რთულ მომენტში“, - წერს ფაშინიანი.