მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7067.8
0.0045
flag
AZN 1.5872
-0.0003
flag
CNY 38.245
0.0004
flag
EUR 3.164
0.0058
flag
GBP 3.6084
-0.0011
flag
KZT 51.77
-0.0007
flag
TRY 0.0632
-0.0001
flag
USD 2.6985
-0.0006

„ვოლტის“ კურიერები პროტესტს განაგრძობენ

news image

„ვოლტის“ კურიერები პროტესტს განაგრძობენ. როგორც საპროტესტო აქციის მონაწილე, კურიერი რატი კალმახელიძე Business Insider Georgia- თან ამბობს, პროტესტმა აქამდე შედეგი ვერ გამოიღო, ამიტომ გადაწყვიტეს გამართონ კოლექტიური შეხვედრა, სადაც მომავალი სამოქმედო გეგმა უნდა შეიმუშაონ და განიხილონ.

„ვიკრიბებით ცნობილ სახეებთან ერთად, რომლებიც გაფიცვის პირველი დღიდან ჩვენს გვერდით არიან და მხარს გვიჭერენ. ვერანაირ შედეგს ვერ მივაღწიეთ, ამიტომ სტრატეგიის შეცვლა მოგვიწევს, უნდა განვიხილოთ კანონით გათვალისწინებული ყველა შესაძლებლობა, რაც მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება. გადაწყვეტილებას ერთად მივიღებთ", - ამბობს რატი კალმახელიძე.

კურიერის განცხადებით, კომპანიას ყველა რესურსი და შესაძლებლობა აქვს, რომ გაფიცულების პირობები დააკმაყოფილოს, მაგრამ კეთილ ნებას არ ავლენს.

კალმახელიძის თქმით, პროტესტი გაგრძელდება, სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება და არ დაიდება ისეთი კონტრაქტი, რომელიც ორივე მხარისთვის მისაღები გახდეს.

პროტესტის ფონზე მათი მხარდამჭერი ადამიანების წრეც გაფართოვდე. აქციას მხარს უჭერენ ქართველი მუსიკოსები და ხელოვანები: ნანი ბრეგვაძე, ნიკოლოზ რაჭველი, სტეფანე მღებრიშვილი, ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე, ერეკლე დეისაძე, აჩიკო გულედანი და სხვა.

შეგახსენებთ, რომ ,,ვოლტის" კურიერების აქცია 15 თებერვალს დაიწყო. აქციას მხარს უჭერენ და სოლიდარობას უცხადებენ ცნობილი სახეები, მათ შორის, სტეფანე მღებრიშვილი, თამადა, ერეკლე დეისაძე, ვინდა ფოლიო, ნატალია ბერიძე, ნიკა მაჩაიძე და სხვები.

მოთხოვნებს შორისაა დირექტორ ნატალია ხიზანიშვილისა და ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის გიორგი ჯაკობიას ვოლტ ჯორჯიადან (მფლობელი ვოლტ ფინეთი) გათავისუფლება, რომელთაც სხვადასხვა დროს კურიერების ანტიკონსტიტუციური დევნა-შევიწროებაში ადანაშაულებენ.

იგივე თემაზე:

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image დედაქალაქში მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები აინთო

12.12.2025.21:37

პირველი რესპუბლიკის მოედანზე თბილისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. დღესვე, დედაქალაქის ყველა უბანი საახალწლო ილუმინაციებით განათდა.

ნაძვის ხის ანთების ცერემონიას, რომელიც თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენით გაფორმდა, დედაქალაქის მერი კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად დაესწრო. 

თბილისის მერმა ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადობას სიტყვით მიმართა, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და მშვიდობა უსურვა. „ახალი წლის მოლოდინი სიკეთით ავსებს ჩვენს ულამაზეს დედაქალაქს. დღეს ინთება მთავარი ნაძვის ხე, ასევე, დღეიდან გაიხსნება „საახალწლო სოფელი“, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებულ მოგონებებთან, ემოციებთან არის დაკავშირებული. დარწმუნებული ვარ, წელსაც განსაკუთრებული იქნება ჩვენი დედაქალაქი. ნაძვის ხის ანთებისას ყოველთვის იფიქრებენ სურვილებს. ცხადია, სურვილი ბევრია, მაგრამ არის ერთი განსაკუთრებული - მშვიდობა, რადგან მშვიდობას მოაქვს სიკეთე, განვითარება, წინსვლა და კეთილდღეობა. დაე, მშვიდობა სუფევდეს მთელ საქართველოში, მსოფლიოში, სიკეთით სავსე იყოს ჩვენი ულამაზესი თბილისი და საქართველო. გილოცავთ წინასწარ შობა-ახალ წელს. გილოცავთ საახალწლო დღეების დაწყებას“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრის, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდიისა და დათო ფოცხიშვილის ანსამბლ „მეტეხის“ წარმომადგენლები, ასევე, დავით ევგენიძე და „რანინა“; მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე; წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. 

ღონისძიების კონცეფცია, რომლის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძეა, აგებული იყო დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე - „სიკეთით სავსე ქალაქი“. 

საზეიმო ცერემონიას ასევე მინისტრთა კაბინეტის წევრები, თბილისის მერის მოადგილეები, პარლამენტისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

დღეს პირველი რესპუბლიკის მოედანზე „საახალწლო სოფელიც“ გაიხსნა, სადაც 7 იანვრის ჩათვლით, სხვადასხვა წარმოდგენა გაიმართება. ამავე ტერიტორიაზე განთავსდა ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და სანტას სახლი. 

„საახალწლო სოფელი“ საზეიმო ღონისძიებით 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი პირველი რესპუბლიკის მოედანზე 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა