ვმუშაობთ იმაზე, რომ მობილური იუსტიციის სახლების პროექტიც გავაძლიეროთ | ვახტანგ ჟვანია
იუსტიციის სახლი რეგიონულ გაფართოებას აგრძელებს. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ ვახტანგ ჟვანია განმარტა, ხელვაჩაურში 127-ე ფილიალის გახსნის შემდეგ, მიმდინარე წელს ახალი ოფისები აშენდება მცხეთაში, ახმეტაში, ზოდსა და ჭალაში, პარალელურად კი გაძლიერდება მობილური იუსტიციის სახლების ქსელი, რათა სერვისები ქვეყნის მასშტაბით უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.
„ჩვენს მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ყველასთან ვიყოთ ახლოს და ამ ახლოს ყოფნაში მხოლოდ და მხოლოდ ის არ იგულისხმება, რომ ავაშენოთ იუსტიციის სახლი და გავხსნათ. ნაწილობრივ ჩვენ წარმოდგენილები ვართ მობილური იუსტიციის სახლებითაც, რომელიც ერთ-ერთი ინოვაციური პროექტია იუსტიციის სახლისა. ჩვენ ამ ეტაპზე გვაქვს რამოდენიმე მიმდინარე მშენებლობა. გამოვარჩევდი განსაკუთრებით მცხეთას, იმიტომ რომ მცხეთაში ვაშენებთ, ასე ვთქვათ, დიდ იუსტიციის სახლს, რადგან ვიცით, რომ რაოდენობა მომხმარებლისა, რა თქმა უნდა, დიდია მცხეთაში. ასევე იუსტიციის სახლის მშენებლობა მიმდინარეობს ახმეტაში, მიმდინარეობს ზოდში და ჭალაში. გარდა ამისა, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ მობილური იუსტიციის სახლების პროექტიც გავაძლიეროთ, მათი რაოდენობა გავზარდოთ. ამ მომენტისთვის 20-მდე მობილური იუსტიციის სახლი ოპერირებს მთელ საქართველოში. ის პროცესები, რაც იუსტიციის სახლში მიმდინარეობს, დღეს ბუნებრივია გამომდინარეობს აღმასრულებელი ხელისუფლების პოლიტიკიდან და აღმასრულებელი ხელისუფლების მითითებით და ამ ძირითადი პოლიტიკის მთავარი არსი სწორედ ის არის, რომ ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვიზრუნოთ მოქალაქეზე. ყველაფერი რაც კეთდება, რა პროექტებიც იგეგმება და ხორციელდება, მხოლოდ და მხოლოდ უნდა იყოს ორიენტირებული საქართველოს მოქალაქეზე“, - აღნიშნა ვახტანგ ჟვანიამ.
სხვა სიახლეები
გუდაური (ფოსტა) - კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
23.03.2026.17:08
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსისსაავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის (გააჩნია 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილი (მძღოლის ადგილის გარდა) და აქვს 5 ტონაზე მეტი სრული მასა) მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა გვირაბებში, განხორციელდება ცალმხრივად.