ვიზიარებთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ქართველი ხალხის დიდ მწუხარებას. ჩვენი გულწრფელი თანაგრძნობა ყველას, ვინც ამ დიდ დანაკარგს გლოვობს - ნორვეგიის საელჩო
ნორვეგიის საელჩო თბილისში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ილია II-ის გარდაცვალების გამო.
„ვიზიარებთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ქართველი ხალხის დიდ მწუხარებას.
ჩვენი გულწრფელი თანაგრძნობა ყველას, ვინც ამ დიდ დანაკარგს გლოვობს“, - აღნიშნულია საელჩოს სამძიმრის წერილში.
დღის ტოპ 10 სიახლე
ჩვენ დავკარგეთ მამა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II - საქართველოს საელჩო ვატიკანში
სხვა სიახლეები
ჩვენ დავკარგეთ მამა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II - საქართველოს საელჩო ვატიკანში
18.03.2026.13:11
საქართველოს საელჩო ვატიკანში კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელიც სოციალურ ქსელში X საელჩოს ანგარიშზე გამოქვეყნდა.
„ჩვენ დავკარგეთ მამა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, თუმცა მისი ლოცვა, მისი მოძღვრება და მისი განუზომელი სიყვარული საქართველოსადმი მარადისობაში გაგრძელდება. დაე მშვიდობით განისვენოს მისმა სულმა, მისი მემკვიდრეობა კი მუდამ გვიძღოდეს წინ“, - აღნიშნულია განცხადებაში.