მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7090.2
-0.004
flag
AZN 1.5955
-0.0007
flag
CNY 38.134
-0.0027
flag
EUR 3.1386
-0.0128
flag
GBP 3.5623
-0.0143
flag
KZT 51.31
0.0017
flag
TRY 0.0645
-0.0001
flag
USD 2.7127
-0.0012

Vision Air - ის მიერ ოპერირების დაწყება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის მგზავრთნაკადის ზრდას, ასევე დადებითად აისახება ტურიზმის სფეროში თანამშრომლობაზე - თამარ იოსელიანი

news image

ავიაკომპანია Vision Air - ი საქართველოსა და მოლდოვას შორის რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას იწყებს. 2 ნოემბრიდან ავიაკომპანია კიშინეუ - თბილისი - კიშინეუს საჰაერო ხაზზე ავიარეისს შეასრულებს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა განაცხადა, Vision Air - ის მიერ ოპერირების დაწყება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის მგზავრთნაკადის ზრდას, ასევე დადებითად აისახება ტურიზმის სფეროში თანამშრომლობაზე. 

„ჩვენ მივესალმებით ქვეყანაში კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანიის შემოსვლას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ Vision Air - ი მეორე ავიაკომპანია, რომელიც საქართველოსა და მოლდოვას შორის პირდაპირ ავიარეისებს განახორციელებს, რაც იმას მიანიშნებს, რომ იზრდება ინტერესი მოლდოვიდან საქართველოს მიმართ. ასევე აღსანიშნავია ის, რომ Vision Air - ი ეტაპობრივად გაზრდის თბილისი - კიშინეუს რეისის სიხშირეს და საბოლოოდ, საქართველოს დედაქალაქში ფრენას კვირაში სამჯერ შეასრულებს," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. 

Vision Air - ი ეტაპობრივად გაზრდის ფრენების რაოდენობას, კერძოდ,  13 ნოემბრიდან დაამატებს მეორე სიხშირეს (ხუთშაბათი), ხოლო 16 დეკემბრიდან,  ავიაკომპანია ავიარეისებს კვირაში სამი სიხშირით, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და კვირას შეასრულებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს მიანიჭა. აღსანიშნავია, რომ მოლდოვიდან საქართველოს მიმართულებით ფრენებს ამჟამად კიდევ ერთი ავიაკომპანია - FLYONE ასრულებს.

"Vision Air"-ი არის მოლდოვაში რეგისტრირებული ავიაკომპანია, რომელმაც უკრაინულ „SkyUp Airlines"-თან პარტნიორობით ოპერირება 2025 წლის ზაფხულიდან დაიწყო.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ,,იგლ ჰილს"-ის საქართველოში შემოსვლა მნიშვნელოვანი მესიჯია როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ინვესტორებისთვის - ირაკლი ნადარეიშვილი

02.11.2025.00:31

„იგლ ჰილს"-ი არ არის უბრალოდ მსხვილი კომპანია და მოჰამედ ალაბარი არ არის უბრალოდ მსხვილი კომპანიის ინვესტორი ან დირექტორი. ის არის გლობალური ბიზნეს ლიდერი, რომლის სახელსაც უკავშირდება მსოფლიოში უნიკალური პროექტები. ბიზნესში ის არის ადამიანი, რომლის პირად გადაწყვეტილებებს უყურებს მსოფლიო საინვესტიციო ბიზნეს ელიტა და ჩვენ ვგრძნობთ უკვე ამ დამოკიდებულებას, მათ შორის, სხვადასხვა მიმდინარე პროექტებში", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

მინისტრის მოადგილემ იმ მნიშვნელოვან ეკონომიკურ და რეპუტაციულ ეფექტზე ისაუბრა, რომელსაც „იგლ ჰილს"-ის მიერ საქართველოში 6,5 მილიარდზე მეტი ინვესტიცია  მოიტანს. ირაკლი ნადარეიშვილის ინფორმაციით, „იგლ ჰილს"-თან მოლაპარაკებების პროცესი ხანგრძლივი და კომპლექსური იყო, რომელშიც საქართველოს მხრიდან ყველა უწყებამ მაღალ დონეზე იმუშავა. ამასთან, „იგლ ჰილსის" მხრიდან, მოჰამედ ალაბარი პროექტში პირადად არის ჩართული, ხელმძღვანელობს და იღებს გადაწყვეტილებებს ძირითადად ფუნდამენტურ საკითხებზე.

„ეს არის გლობალური კომპანია, გლობალური ჯგუფი, რომელიც ახორციელებს ინვესტიციებს და მისი საქართველოში შემოსვლა მნიშვნელოვანი მესიჯია როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ინვესტორებისთვის.  ეს არის იმის ყველაზე კარგი ილუსტრაცია, რომ საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო გარემოა, ბიზნესის კეთების სიმარტივე. ასევე საუკეთესო დასტურია იმ რეიტინგების, რომელთაც რეპუტაბელური საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები წლების განმავლობაში აქვეყნებენ - საქართველო ლიდერობს, როგორც ყველაზე მიმზიდველი საინვესტიციო და საგადასახადო გარემოს ქვეყანა, რეგულირების თვალსაზრისით, თავისუფალი ვაჭრობის საერთაშორისო ხელშეკრულებებით და ა.შ. ის პაკეტი, რითიც ჩვენი ქვეყანა პოზიციონირებს  საერთაშორისო ინვესტორებთან, გამართლდა და დადასტურდა მსოფლიო დონის ინვესტორის პირადი გადაწყვეტილებით", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა