მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7047.4
-0.0021
flag
AZN 1.5916
-0.0002
flag
CNY 37.693
-0.0032
flag
EUR 3.123
-0.0114
flag
GBP 3.6172
0.0004
flag
KZT 49.81
-0.0001
flag
TRY 0.0667
0
flag
USD 2.7067
-0.0003

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში ზუგდიდში შეხვედრა გაიმართა

news image

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის  - „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება კომუნალური მომსახურების რეგულირების შესახებ“   ფარგლებში, ქ. ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის  რეგიონის თვითმმართველობისა და კომუნალური კომპანიების წარმომადგენლებთან  საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.  

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრმა, ელეონორა ლაგვილავამ და ცენტრის ექსპერტმა, თემურ თორდინავამ შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს პროექტის მნიშვნელობა და დაგეგმილი ღონისძიებები.

ელეონორა ლაგვილავას თქმით, პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენს საქართველოსთვის ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომუნალური მომსახურების რეგულირების საკითხებში ჩეხეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის გამოცდილების გაზიარება, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების კიდევ უფრო გაუმჯობესებას.

თემურ თორდინავამ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო პროექტის ფარგლებში დაგეგმილი კვლევა. მისი თქმით, კვლევის კომპონენტით შესაძლებელი იქნება არსებული საჭიროებების, გამოწვევებისა და ტენდენციების იდენტიფიცირება და მათი  გადაჭრის გზების დაგეგმვა.

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის  - „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება კომუნალური მომსახურების რეგულირების შესახებ“ მიზანია პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის კომუნალური მომსახურების რეგულირების საკითხებში. მარეგულირებელი ბაზის შესწავლა, ანალიზი და მიღებული შედეგების საფუძველზე, ვიშეგრადის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, პროექტის ადგილობრივი მონაწილეების  შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა.

პროექტის პარტნიორები არიან: სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის კვლევითი ცენტრი (RC SFPA) (სლოვაკეთი), კარლის უნივერსიტეტის გარემოსდაცვითი ცენტრი (ჩეხეთი), ფონდი "პარტნიორები კლიმატისთვის" (P4C) (პოლონეთი). პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია კომუნალური მომსახურების მარეგულირებელი ჩარჩოს შესახებ კვლევითი დოკუმენტის შემუშავება, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკული მაგალითების მომზადება, ვიშეგრადის ქვეყნების პარტნიორების მიერ სტატიების მომზადება, საგანმანათლებლო ღონისძიებების -ტრენინგებისა და საჯარო ლექციების ორგანიზება. პროექტის სხვადასხვა აქტივობები განხორციელდება  სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. პროექტი დასრულდება 2025 წლის თებერვალში.

პროექტის ფარგლებში შექმნილია სპეციალური ვებ-გვერდი www.v4share.com.

------------

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი  (IVF)

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი (IVF) ახორციელებს რეგიონული თანამშრომლობის მხარდაჭერას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შორის ურთიერთობების გაღრმავების, იდეების გაცვლისა და ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით. ფონდი მხარს უჭერს  ცენტრალურ ევროპაში ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციას, ისწრაფვის გააძლიეროს კავშირები უკეთესი მომავლის შექმნისთვის.

ელიზბარ ერისთავის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი

ელიზბარ ერისთავის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი (ENTC), რომელიც დაარსდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ, აძლიერებს დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორებში. საგანმანათლებლო პროგრამების, ცნობიერების ამაღლებისა და ცოდნის გაცვლის გზით ცენტრი პასუხობს სექტორებში არსებულ გამოწვევებს, ხელს უწყობს თანამშრომლობას და იყენებს ინოვაციურ ინსტრუმენტებს  ქვეყნის ენერგეტიკული მომავლის გაძლიერებისათვის.

 

პროექტის პარტნიორები:

 

სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის კვლევითი ცენტრი (RC SFPA)

სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის კვლევითი ცენტრი (RC SFPA) ბრატისლავაში დაფუძნებული ანალიტიკური ცენტრია, რომელიც ხელს უწყობს ინფორმირებულ საგარეო პოლიტიკას დამოუკიდებელი კვლევის, აქტიური დებატებისა და გადაწყვეტილების მიმღებთათვის, პრაქტიკული რეკომენდაციების მეშვეობით. კრიტიკული ანალიზის გამოყენებით და საზოგადოების ჩართულობით, ორგანიზაცია აქვეყნებს მრავალფეროვან პუბლიკაციებს, მასპინძლობს საერთაშორისო ექსპერტთა ფორუმებს და აძლიერებს მომავალ თაობებს, რათა გაუმკლავდნენ გლობალურ გამოწვევებს.

კარლის უნივერსიტეტის გარემოსდაცვითი ცენტრი, ჩეხეთი

კარლის უნივერსიტეტის გარემოსდაცვითი ცენტრი, როგორც კარლის უნივერსიტეტის ნაწილი, არის წამყვანი დაწესებულება გარემოსდაცვითი კვლევის სფეროში, რომელიც საქმიანობას ახორციელებს სოციალურ-ეკონომიკური მიმართულებით. ცენტრი უზრუნველყოფს საკონსულტაციო და საექსპერტო მხარდაჭერას, როგორც უნივერსიტეტის თანამშრომლებისა და სტუდენტებისთვის, ასევე ფართო საზოგადოებისთვის გარემოსდაცვით და ენერგეტიკის ეკონომიკის სფეროში მდგრადობის ინდიკატორებისა და განათლების მხარდაჭერისთვის, პროეკოლოგიური ქცევის ჩამოყალიბებისთვის.

ფონდი "პარტნიორები კლიმატისთვის" (P4C), პოლონეთი

ფონდი "პარტნიორები კლიმატისთვის" (P4C) მოქმედებს, როგორც აქტივატორი პოლონეთსა და მის ფარგლებს გარეთ ნეიტრალური  კლიმატის მომავლის შექმნის მიზნით. მხარდაჭერილი ინიციატივებით, რომელთა მიზანია CO2-ის ემისიების შემცირება, P4C ხელს უწყობს რეალურ ცვლილებებს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე. P4C მიისწრაფვის  მდგრადი მომავლის უზრუნველყოფისკენ.

 

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ჯივიპიმ ევდოშვილის ქუჩაზე წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია დაიწყო

30.07.2025.15:56

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ევდოშვილის ქუჩაზე წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტი კომპანიის 2025 წლის საინვესტიციო გეგმის ფარგლებში ხორციელდება და მისი ჯამური ინვესტიცია 1.6 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას ჯივიპის ტექნიკური დირექტორი გიგა ნადირაძე, დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ უგულავა და დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში, გივი ჩხარტიშვილი ადგილზე გაეცნენ.

სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება  1.7 კმ-მდე სიგრძის წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელები, დამონტაჟდება 37 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული, მოეწყობა 76 საკვანძო ჭა და 3 სახანძრო ჰიდრანტი.

„ჯივიპი აქტიურად აგრძელებს წყალმომარაგებისა და წყალარინების მოძველებული ქსელების შეცვლა-განახლებას. ახლა ჩვენ ვიმყოფებით დიდუბის რაიონში, ევდოშვილის ქუჩაზე, სადაც წყალარინებისა და წყალმომარაგების ქსელის სრული განახლება მიმდინარეობს. სამუშაოები ივლისის თვეში დაიწყო და მისი დასრულება სექტემბრის ბოლოსთვის არის დაგეგმილი. აღნიშნული საინვესტიციო პროექტის ღირებულება 1.6 მილიონ ლარზე მეტია,“ - გიგა ნადირაძე, ჯივიპის ტექნიკური  დირექტორი.

პროექტის დასრულების შემდეგ ევდოშვილის და მიმდრებარე ქუჩების მოსახლეობას წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურება მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება.

ჯივიპი მომავალშიც განაგრძობს გეგმური საინვესტიციო პროექტების განხორციელებას, რაც ქალაქის მასშტაბით წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის ეტაპობრივ განახლებას ემსახურება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა