ელექტროენერგიის ტარიფი არ გაიზრდება - დეტალები
ელექტროენერგიის ტარიფი სამი თვის განმავლობაში უცვლელი დარჩება , - ამის შესახებ განცხადება სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ გააკეთა. მისი თქმით, კომპანიებს გარკვეული დრო სჭირდებათ იმისათვის, რომ დააზუსტონ თუ როგორი იქნება მომდევნო წელს გენერაცია და ელექტროენერგიის ბალანსი.
"ამ პერიოდის განმავლობაში კომისია ინტენსიურად მუშაობდა სატარიფო საკითხებზე, ცალკეული თემების დაზუსტებაზე. გარდა ამისა, გვქონდა კონსულტაციები საქართველოს პრემიერ მინისტრთან. ელექტროენერგიის გამანაწილებელმა კომპანიებმა გამოგვიგზავნეს წერილობით თხოვნა ამ პროცესის სამი თვით გადავადებასთან დაკავშირებით ვინაიდან, არ არის დაზუსტებული ელექტროენერგიის ბალანსები, ის თუ როგორი იქნება მოსალოდნელი გენერაცია მომდევნო წელს. აქედან გამომდინარე, კომისია დღეს იმსჯელებს და ვფიქრობთ რომ დავადგინოთ დროებითი ტარიფები, რაც ნიშნავს იმას რომ დღეს არსებული დადგენილი ტარიფები შევინარჩუნოთ მომდევნო სამი თვის განმავლობაში ელექტროენერგეტიკის სექტორში, ხოლო რაც შეეხება ბუნებრივ აირს, ბუნებრივ აირზე ისედაც არ იყო მოსალოდნელი ტარიფების ზრდა. მე ამაზე გავაკეთე განცხადება რომ გარკვეული მცირედი კორექტირებები ხდებოდა ამ ნაწილში, ასე რომ ველოდებით იმას რომ არც ელექტრენერგეტიკაში და არც ბუნებრივ გაზზე სამომხმარებლო ტარიფები არ გაიზარდება და იქნება შენარჩუნებული ", - აცხადებს დავით ნარმანია.
სხვა სიახლეები
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულების საფუძველზე, სს ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა" უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი - სხვადასხვა ტიპისა და სიმძლავრის გენერატორები გაგზავნა
29.12.2025.13:34
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განკარგულებით, სს ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა" უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა. აღნიშნული ტვირთი მოიცავს 9 ერთეულ, სხვადასხვა ტიპისა და სიმძლავრის გენერატორს.
აღსანიშნავია, რომ სს ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა" გენერატორების შესყიდვისა და ტრანსპორტირების პროცესი მოკლე დროში (დათქმულ ვადებში) უზრუნველყო.
ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინაში, ქალაქ კიევში საქართველოს საელჩოს გადაეცემა, შემდგომში უკრაინისთვის უსასყიდლოდ გადაცემის მიზნით. საქართველოდან გაგზავნილ ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინა სახმელეთო გზით რამდენიმე დღეში მიიღებს.