მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7146.9
-0.0056
flag
AZN 1.5879
-0.0013
flag
CNY 39.263
0.0161
flag
EUR 3.1318
0.0351
flag
GBP 3.5948
0.0291
flag
KZT 56.77
0.0004
flag
TRY 0.0607
0
flag
USD 2.6994
-0.0021

ვერცერთი სფეროს წარმატებაზე ვერ ისაუბრებ, თუ განათლება სწორად არ არის დაგეგმილი და შესაბამისი რეფორმები არ ხორციელდება - თამარ მახარაშვილი

news image

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, თამარ მახარაშვილის განცხადებით, პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში შესვლას, მშობლის სურვილის შემთხვევაში, ის ბავშვებიც შეძლებენ, რომლებსაც 6 წელი 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას  თამარ მახარაშვილმა განმარტა, აღნიშნული გადაწყვეტილება მშობელთა მრავალრიცხოვანი თხოვნისა და პეტიციის საფუძველზე, ერთჯერადი გარდამავალი დებულების სახით იქნა მიღებული, რაც ოჯახებს არჩევანის თავისუფლებას უნარჩუნებს.

„ვერცერთი სფეროს წარმატებაზე ვერ ისაუბრებ, თუ განათლება სწორად არ არის დაგეგმილი და შესაბამისი რეფორმები არ ხორციელდება. ჩვენი ქვეყნის მომავალი ჩვენზე გადის, შესაბამისად პასუხისმგებლობა არის და ისიც კარგად გვაქვს გააზრებული, რომ რეფორმას როდესაც იწყებ განათლებაში, შეგუებული უნდა იყო, რომ მყისიერ შედეგს ვერ დაინახავ. ეს არის შედეგი, რომელიც დაიდება და ამით ისარგებლებენ და ამ სიკეთეს ნახავენ ჩვენი მომავალი თაობები.

ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ჩვენ ბოლო დროს, იმიტომ რომ მიმდინარე რეფორმა გვაქვს, ძალიან ბევრი ცვლილება განვახორციელეთ. ყველაზე ბოლო ცვლილება რაც პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო, გახლავთ ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში შესული ცვლილება - გარდამავალი დებულებით მხოლოდ ერთჯერადად დავამტკიცეთ და ვთქვით, რომ 2026-27 სასწავლო წელს პირველ კლასში შესვლას შეძლებენ ის მოსწავლეებიც, რომელთაც ექვსი წელი 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ - თუ მშობელს აქვს ამის სურვილი.

ექვსი წელი განისაზღვრა სკოლაში შესვლის თარიღად - 15 სექტემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებზე. ეს იქნება მომავალშიც ასე, მაგრამ ამის შემდეგ ამ ჩანაწერს წამოჰყვა მშობელთა თხოვნები, მათ შორის პეტიცია და მშობლებს სხვადასხვა არგუმენტები ჰქონდათ. ისინი გვთხოვდნენ, რომ როგორც აქამდე იყო, რომ 15 სექტემბრის ჩათვლით დაბადებული ბავშვისთვის სავალდებულოა - ვისაც ექვსი წელი უსრულდება 15 სექტემბრის ჩათვლით ის სავალდებულოდ უნდა შემოვიდეს სკოლაში, მაგრამ აქამდეც იყო ასეთი ჩანაწერი კანონში წინა რედაქციაში, რომ 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულებზე თავად მიიღოს მშობელმა გადაწყვეტილება, შემოიყვანს სკოლაში თუ არა.

ჩვენ ცხადად ვთქვით, რომ მხოლოდ 15 სექტემბრის ჩათვლით დაბადებულები შემოვლენ, მშობლებმა, მათ შორის პეტიციის ფორმა მისცეს, შეხვედრები როგორც პარლამენტში, ასევე განათლების სამინისტროში და ის არგუმენტები, რომლებსაც მშობლები ასახელებდნენ, იქ იყო რამდენიმე არგუმენტი რომელიც ეხლა არ იყო ძალიან ძლიერი, მაგრამ ერთი ჩვენ რასაც მივაქციეთ ყურადღება და ამ წელს მიმდინარე წელს მივიღეთ გადაწყვეტილება რასაც იგივე მშობლები გვირჩევდნენ და ეს ჩვენი ძლიერი მხარეც არის - არ გვეშინია მოვუსმინოთ სასკოლო საზოგადოებას, მშობელს და ამისთვის ვართ ჩვენ, რომ ერთი წლით ადრე რომ ყოფილიყო ეს დაანონსებული, რომ15 სექტემბრის ჩათვლით დაბადებული ბავშვები შემოვიდოდნენ მხოლოდ სკოლაში, ეგრეთ წოდებულ „პრესკულში“ არსებულ ბავშვებთან ეს განცდა აღარ იქნებოდა, რომ მე მივდივარ სკოლაში.

წარმოიდგინეთ ახლა, რადგანაც ჩვენ ერთი წლით ადრე ეს ნამდვილად არ დაგვიანონსებია, რამოდენიმე თვით ადრე კი დავაანონსეთ, მაგრამ ვინაიდან შესაძლებელია თეორიული დაშვება ამისი არსებობდა რომ თუნდაც სასკოლო მზაობის ჯგუფში, შესაძლოა ერთ ჯგუფში არიან ბავშვები, რომელთა ნაწილი წამოვიდოდა სკოლაში 15 სექტემბრის ჩათვლით დაბადებული და ნაწილი ვერ წამოვიდოდა და ძალიან რთულ ასახსნელი ხდებოდა უკვე ბავშვებისთვის“, - აცხადებს თამარ მახარაშვილი.

განათლების მინისტრის მოადგილემ, პირველკლასელთა რეგისტრაციის სტატისტიკაზე საუბრისას აღნიშნა, რომ მშობლების დიდი ნაწილი შვილების სკოლაში შეყვანის საკითხს მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდება. მისი თქმით, გასულ წელს 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე დაბადებული 16 000-მდე ბავშვიდან, სკოლაში მხოლოდ ნახევარი - 8 000 ბავშვი დარეგისტრირდა, დანარჩენებმა კი სწავლა კვლავ საბავშვო ბაღში გააგრძელეს. მახარაშვილის განმარტებით, მშობლების მხრიდან ასეთი მიდგომა მისასალმებელია, რადგან ბავშვის სასკოლო მზაობა მხოლოდ წერა-კითხვისა და ლექსების ცოდნით არ განისაზღვრება.

„სტატისტიკას რომ შევხედოთ, მშობლები ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან ამ საკითხს. და მინდა გითხრათ, რომ 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულთა რაოდენობა სადღაც  15-16 ათასამდე მერყეობს. გასულ წელს, მიუხედავად იმისა, რომ ამის საშუალება ჰქონდათ, 8 ათასი შემოვიდა მხოლოდ. 8 ათასი დარჩა საბავშვო ბაღში. მშობელმა შეხედა იყო თუ არა სასკოლო მზაობა. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ზოგიერთი მშობელი ხანდახან ფიქრობს, რომ ლექსებს ამბობს ჩემი შვილი, უკვე წერა-კითხვა იცის, მაშასადამე სკოლისთვის მზად არის. ეს არ უდრის, რომ უკვე სკოლისთვის მზად არის, იმიტომ რომ აბსოლუტურად სხვა სოციუმში ხვდება ბავშვი, იქ სადაც მისი სოციუმია ოჯახი, იქ შეიძლება იყოს უფრო თამამიც, გახსნილიც, მაგრამ უკვე ყურადღების სხვა დონის კონცენტრაცია მოელის, როდესაც შედის სკოლაში, შესაბამისი დისციპლინა, შესაბამისი კულტურა და აქ ასაკს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა“, - აცხადებს მინისტრის მოადგილე.

თამარ მახარაშვილი განცხადებით, სკოლაში სავალდებულო მიღება მხოლოდ 15 სექტემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებზე ვრცელდება, ხოლო გარდამავალ პერიოდში, ერთი წლის განმავლობაში, მშობლებს ექნებათ არჩევანის უფლება - 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებული ბავშვები სკოლაში შეიყვანონ თუ საბავშვო ბაღში დატოვონ.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ბრალდებები, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ, მიუღებელია და ეს ბრალდებები აუცილებლად უნდა დაადასტურონ მათ, ვინც ამას ამტკიცებს, შესაბამისი ორგანოებიც უნდა დაინტერესდნენ, რატომ გავრცელდა ეს ინფორმაცია მტკიცებითი ფორმით - ლაშა ავალიანი

02.04.2026.11:30

ბრალდებები, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ, მიუღებელია და ასეთი ბრალდებები აუცილებლად უნდა დაადასტურონ იმ პირებმა, ვინც ამას ამტკიცებს, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანმა.

მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გავრცელებული ინფორმაცია, გორში, მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს თავშესაფრის ტერიტორიაზე სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მიუსაფარი ძაღლების გადაყვანასთან დაკავშირებით, რეალობას არ შეესაბამება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

„ზოგიერთ ვიდეოში მტკიცებით ფორმაში იყო ნათქვამი ის, რაც რეალობას არ შეესაბამება. შინაურ ბინადარ ცხოველებთან მიმართებაში ღონისძიებები მიმდინარეობდა კახეთსა და იმერეთში; ასევე გამოიყო ჯგუფი, რომელმაც სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიაზე დაიწყო ოპერირება და პირველი გასვლა ადგილობრივ მერიასთან ერთად განხორციელდა მხოლოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო არც ერთ სხვა რეგიონში და მუნიციპალიტეტში არ შესულა და არც ერთ სხვა თავშესაფარში ცხოველები არ მიუყვანია“, - განაცხადა ლაშა ავალიანმა.

მისივე განმარტებით, შიდა ქართლის ტერიტორიაზე სააგენტოს მანქანების გადაადგილება და თავშესაფარში შესვლა არ დაფიქსირებულა, რაც მარტივად გადამოწმებადია, მათ შორის ვიდეოკამერების ჩანაწერების გადამოწმებით. მინისტრის მოადგილემ შესაბამის ორგანოებს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდა. 

„ვინც ამტკიცებს, რომ ასეთი ფაქტი მოხდა და არსებობს კადრები, ვთხოვ, გაასაჯაროონ. ეს ძალიან ადვილი დასამტკიცებელია და აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ შესაბამისი ორგანოები. ბრალდებები, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ, მიუღებელია და ასეთი ბრალდებები აუცილებლად უნდა დაადასტურონ იმ პირებმა, ვინც ამას ამტკიცებს. შესაბამისი ორგანოებიც უნდა დაინტერესდნენ, რატომ გავრცელდა ეს ინფორმაცია მტკიცებითი ფორმით. დღეის მდგომარეობით, სურსათის ეროვნულ სააგენტოს არანაირი შეხება არ აქვს შიდა ქართლის თავშესაფართან. ერთადერთი, რაც მე ვნახე, არის ბოლი ინსენერატორიდან, რომლის ფუნქციაა ნარჩენების, მათ შორის ცხოველური ნარჩენების დაწვა, რომელიც ოპერაციის შემდეგ წარმოიქმნება“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა