ვერონა-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ64 (ვერონა-თელავი) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია.
საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
სხვა სიახლეები
2025 წელს ქართული ღვინის საექსპორტო ფასის ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა
14.01.2026.11:21
საშუალო საექსპორტო ფასის ზრდა მიანიშნებს, რომ ქართული ღვინო თავს იმკვიდრებს პრემიალურ სეგმენტში, - ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, 2025 წელს, ქართული ღვინის 1 ლიტრის საშუალო საექსპორტო ფასი, 2024 წელთან შედარებით, გაიზარდა და 2.98 აშშ დოლარს მიაღწია. 2024 წელს, აღნიშნული მაჩვენებელი 2.91 აშშ დოლარს შეადგენდა.
სტრატეგიულ ბაზრებზე, 1 ლიტრი ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი ყველაზე მაღალია ამერიკის შეერთებულ შტატებში და 6,17 აშშ დოლარს შეადგენს, მას მოჰყვება იაპონია - 5,77 აშშ დოლარი, სამხრეთ კორეა - 5.26 აშშ დოლარი, დიდი ბრიტანეთი - 5.19 აშშ დოლარი, გერმანია - 4.73 აშშ დოლარი, ჩინეთი - 3.14 აშშ დოლარი და პოლონეთი - 2,5 აშშ დოლარი.
„ღვინის ეროვნული სააგენტო აქტიურად მუშაობს, რომ კიდევ უფრო გაუმჯობესდეს ქართული ღვინის ხარისხი, რასაც შესაბამისად უნდა მოჰყვეს საშუალო საექსპორტო ფასის ზრდა. ქართული ღვინო, გლობალურ ბაზარზე არსებული მაღალი კონკურენციის პირობებში, აუცილებლად უნდა იყოს განსაკუთრებული, უმაღლესი ხარისხის, უნიკალური თვისებების მატარებელი. ამ ყველაფერზე ზრუნვა უნდა დავიწყოთ ვენახიდან და გავაგრძელოთ წარმოების პროცესში“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ.