მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7054.4
0.0075
flag
AZN 1.6163
0.0003
flag
CNY 37.788
-0.0009
flag
EUR 3.1167
0.0029
flag
GBP 3.6566
0.0041
flag
KZT 53.11
-0.0012
flag
TRY 0.0712
-0.0001
flag
USD 2.7477
-0.0006

ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) გენერალურმა მდივანმა ჯონ ბარკერმა, საქართველოში სამუშაო ვიზიტით ფარგლებში, მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა

news image

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების, მსოფლიო მასშტაბით ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის და ბაზრების დივერსიფიკაციის საკითხებზე იმსჯელეს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით, ჯონ ბარკერი ღვინის პროფესიულ წრეებში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ფიგურაა, რომლის მხარდაჭერაც ქართულ ღვინისადმი არაერთხელ გამხდარა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების წინაპირობა

„OIV-ის საქმიანობა მოიცავს ღვინის წარმოების შესახებ რეკომენდაციების გაცემას, დარგში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას, მდგრადი განვითარების სტრატეგიის შემუშავებასხარისხიანი წარმოების ხელშეწყობას და ღვინის ბაზრების გაძლიერებას; ორგანიზაციის გენერალური მდივნის ვიზიტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქართული ღვინის რეპუტაციის კიდევ უფრო განმტკიცებაში და უკეთ წარმოაჩენს ქართული მევენახეობა-მეღვინეობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს, მიღწევებს და პოტენციალს“, -  აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ჯონ ბარკერი ღვინის მარნებს ქართლსა და იმერეთში ეწვია, სადაც ქართული ღვინის დამზადების ტრადიციებსა და კულტურას გაეცნოვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) გენერალური მდივანი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზაზე, საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმში იმყოფებოდა.

ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაცია OIV წარმოადგენს საერთაშორისო მთავრობათაშორის ორგანიზაციას, რომელშიც 51 ქვეყანა, მათ შორის საქართველოა გაწევრიანებული. ორგანიზაცია არეგულირებს ვაზისა და ღვინის სექტორს, ადგენს შესაბამის სტანდარტებს, ხელს უწყობს წევრ ქვეყნებს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებაში.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის დირექტორს შეხვდა

05.05.2025.13:43

აზიის განვითარების ბანკის (ADB) 58-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის დირექტორს, იუჯინ ჟუკოვს შეხვდა.

 

ქართული მხრიდან შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.

 

შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული 2025 წლის, ასევე  საშუალოვადიან პერიოდში დაგეგმილი პროექტები და ხაზი გაესვა მათ რეგიონულ მნიშვნელობას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა