მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7069.8
-0.0029
flag
AZN 1.5957
-0.0001
flag
CNY 37.786
-0.0044
flag
EUR 3.1511
-0.0192
flag
GBP 3.635
-0.0167
flag
KZT 51.44
-0.0016
flag
TRY 0.0674
-0.0001
flag
USD 2.7127
-0.0011

ვაჟა-ფშაველას V კვარტალში, 5 000 კვ.მ ფართობზე დასასვენებელი სივრცეები და სპორტული მოედანი მოეწყო

news image

ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას V კვარტლის I-II კორპუსების მიმდებარედ, დაახლოებით, 5 000 კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცეები და კომბინირებული სპორტული მოედანი განთავსდა. 

ინფორმაცია დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გაავრცელა. 

მისი თქმით, დედაქალაქის მთავრობა ქალაქის ყველა რაიონში გააგრძელებს მსგავსი პროექტების განხორციელებას. 

„დაახლოებით, ნახევარი ჰექტარი ფართობის ტერიტორიაზეა საუბარი, სადაც მოეწყო და რეაბილიტირდა ორი სკვერი. ტერიტორიაზე მოეწყო საბავშვო-გასართობი მოედანი, მოსასვენებელი პავილიონი, ფიტნეს ზონა; სკვერებში განთავსდა შესაბამისი საპარკო ავეჯი, მოეწყო განათებისა და სარწყავი ქსელები; სრულად განახლდა სპორტული მოედანი, მოწესრიგდა კორპუსების მიმდებარედ არსებული ფერდობები. პროექტის დასკვნით ეტაპზე სივრცეები გამწვანდა და დაირგო ხე-მცენარეები. ტერიტორიაზე განხორციელდა ხეების სხვლა-ფორმირების სამუშაოები და ძალიან ლამაზი სივრცე გამოვიდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ამ ტიპის პროექტების განხორციელებას, იმიტომ, რომ ყველა რაიონში გვაქვს იმის საშუალება, უბნების დონეზე მოვაწყოთ მწვანე სივრცეები, სადაც იქვე მცხოვრები მოსახლეობა შეძლებს განტვირთვასა და ვარჯიშს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image მსხვილი ამერიკული ბანკი The Bank of New York Mellon Corporation ქართულ საბანკო სექტორთან თანამშრომლობას აფართოებს

16.07.2025.14:46

მსხვილი ამერიკული ბანკი The Bank of New York Mellon Corporation ქართულ საბანკო სექტორთან თანამშრომლობას  აფართოებს.

სს "ბაზისბანკი" საკორესპონდენტო ბანკების გლობალურ ქსელს აფართოებს და თანამშრომლობას იწყებს ამერიკულ საერთაშორისო ფინანსური მომსახურების კომპანია The Bank of New York Mellon Corporation-თან.

თანამშრომლობა კიდევ უფრო გაამარტივებს ბაზისბანკის მომხმარებლებისთვის აშშ დოლარში საერთაშორისო გადარიცხვებისა და ჩარიცხვების განხორციელებას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

აღსანიშნავია, რომ მსხვილი ამერიკული ფინანსური მომსახურების კომპანიის პარტნიორობა ქართულ საბანკო სისტემასთან ხაზს უსვამს ფინანსური სექტორის მიმართ ინტერესს და ზრდის ნდობას, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს საერთაშორისო გადარიცხვების არხები და გაუმჯობესდეს ტრანზაქციების ეფექტიანობა.

The Bank of New York Mellon Corporation გლობალური ფინანსური სერვისების უმსხვილესი მიმწოდებელია, რომლის სათავო ოფისი მდებარეობს ნიუ იორკში. BNY - ს საკორესპონდენტო ქსელის ერთ-ერთი უდიდესი დაფარვა აქვს მსოფლიოს მასშტაბით. 

BNY სპეციალიზდება აქტივების მართვასა და სანდოობის მომსახურებებში, ემსახურება 100-ზე მეტ ბაზარს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. BNY 240 წელზე მეტია ემსახურება კლიენტებს და აქტივების მართვისა და საინვესტიციო საქმიანობის დიდი გამოცდილება აქვს მსოფლიოში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა