მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7185
-0.0094
flag
AZN 1.5259
0.0002
flag
CNY 38.891
0.001
flag
EUR 2.8793
-0.0102
flag
GBP 3.4431
-0.012
flag
KZT 58.49
0.0023
flag
TRY 0.0516
0
flag
USD 2.5935
0.0002
news banner

ვაკის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს წლის დასაწყისიდან 141 სარეაბილიტაციო პროექტი დაუფინანსდა

news image
mbc image

ვაკის რაიონის გამგეობის "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში და მოსახლეობის განაცხადების საფუძველზე, მიმდინარე წელს, სხვადასხვა უბანში 141 სარეაბილიტაციო პროექტი დაფინანსდა.

კერძოდ, 8 მისამართზე წყლისა და წყალარინების შიდა ქსელი განახლდა, 2 მისამართზე სამუშაოები ამ დრომდე გრძლდება.  დაფინანსდა 67 ლიფტის რეაბილიტაციის პროექტი, მათ შორის 52 პროექტი შესრულების პროცესშია. მრავალბინიანი კორპუსის სახურავისა და წყალსაწრეტი მილების განახლების პროექტი 30 მისამართზე დაფინანსდა.  ასევე,  დაფინანსდა სადარბაზოს კარების განახლების 14 და საერთო სარგებლობის კიბისა და სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაციის 10-10  პროექტი.

საერთო ჯამში,  აღნიშნული სარეაბილიტაციო პროექტების განსახორციელებლად გამგეობის ბიუჯეტიდან 5 209 342 ლარი გამოიყო.  

კანონმდებლობით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ერთობლივად მართვა მესაკუთრეებს ეკისრებათ. გადაწყვეტილებები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე, ამხანაგობის ყველა წევრის ჩართულობით მიიღება.

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ წესის თანახმად, გამგეობის მიერ სამუშაოების განხორციელებისას, პროექტების ღირებულების 5-10% ამხანაგობის საერთო ანგარიშზე რჩება და მოსახლეობის მიერ კორპუსის საერთო საჭიროებებს მოხმარდება.

ამხანაგობა ვალდებულია, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსებული სამუშაოების შედეგად რეაბილიტირებული და ამხანაგობის საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა განახორციელოს.

  

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ჩარგალში ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმთან მისასვლელი გზისა და ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა

12.11.2026.18:40

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, სოფელ ჩარგალში, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმთან მისასვლელი გზისა და საფეხმავლო ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.

პროექტის ფარგლებში აღდგა ღვარცოფის შედეგად დაზიანებული საავტომობილო გზის მონაკვეთი, აშენდა ახალი საფეხმავლო ხიდი და მოეწყო ნაპირსამაგრი ინფრასტრუქტურა.

ძლიერი ღვარცოფის შედეგად დაზიანებული იყო მდინარის ორივე სანაპიროზე არსებული ნაპირსამაგრი კედლები, გზის სავალი ნაწილი და ავტობუსის მოსაცდელი. ასევე დაზიანებული იყო ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმთან მისასვლელი საფეხმავლო ხიდი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, აშენდა ახალი ერთმალიანი საფეხმავლო ხიდი, მოეწყო რკინაბეტონის ნაპირსამაგრი და ნაკადჩამქრობი კედლები, უსაფრთხოების მიზნით დამონტაჟდა ლითონის მოაჯირები. ასევე აღდგა გზის ასფალტბეტონის საფარი, მოეწყო ტროტუარი და ახალი ავტობუსის მოსაცდელი.
განხორციელებული სამუშაოების შედეგად აღდგა ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმთან მისასვლელი საგზაო და საფეხმავლო ინფრასტრუქტურა.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 3 862 630 ლარი შეადგინა.
განახლებული ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებას, ისე ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის ვიზიტორებისთვის მისაწვდომობის გაუმჯობესებას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა