მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიბიზნეს მრჩეველი
შაინენერჯი
flag
AMD 7116.1
0.0015
flag
AZN 1.6064
-0.0001
flag
CNY 38.055
0.0052
flag
EUR 3.1203
0.0116
flag
GBP 3.7076
0.0128
flag
KZT 53.56
0.0002
flag
TRY 0.0694
-0.0004
flag
USD 2.7318
-0.0002

ვაგრძელებთ ლარიზაციის თანმიმდევრულ პოლიტიკას, რათა სავალუტო ბაზრებზე რყევების რისკი შევამციროთ - ნათია თურნავა

news image

იმისთვის, რომ სავალუტო ბაზარზე რყევების რისკი შევამციროთ, ვაგრძელებთ  ლარიზაციის თანმიმდევრულ პოლიტიკას, - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ საქართველოში სსფ-ის მისიის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომელშიც საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და სსფ-ის მისიის ხელმძღვანელი ალეხანდრო ჰაჟდენბერგი მონაწილეობდნენ.

 

სებ-ის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის საბანკო სექტორი აქტივების კარგი ხარისხით არის კაპიტალიზებული.

 

„ამოცანა, რომელიც დგას ეროვნული ბანკის წინაშე, ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობაა. ამ თვალსაზრისითაც შეფასება დადებითია, თუმცა იმის გათვითცნობიერებაც საჭიროა, რომ სხვადასხვა მიმართულებით სამუშაოა საჭირო, რომ საფინანსო სექტორში შენარჩუნდეს ასეთი ჯანსაღი მდგომარეობა. საფინანსო სექტორი, საბანკო სექტორი არის კარგად კაპიტალიზებული, აქტივების კარგი ხარისხით, საკმარისი ბუფერებით, რაც გვაძლევს იმედს, რომ გაზრდილი საერთაშორისო გაურკვევლობის პირობებში სხვადასხვა რისკს კვლავ გაუმკლავდება ჩვენი საფინანსო სისტემა, როგორც ამას აქამდე წარმატებით აკეთებს", - აღიშნა ნათია თურნავამ.

 

მისივე განმარტებით, მისასალმებელი და ცალკე აღნიშვნის ღირსია, რომ სავალუტო ფონდის დასკვნაში არის აღნიშნული, სებ-ის ძალისხმევა ლარიზაციის მიმართულებით.

 

„იმისათვის, რომ კვლავაც შევინარჩუნოთ ფინანსური სტაბილურობა, ჩვენი პოლიტიკა უნდა ემსახურებოდეს სხვადასხვა რისკის მიტიგაციას, სხვადასხვა რისკის ნეიტრალიზაციას. ერთ-ერთი ასეთი რისკი არის დაუცველი ე.წ არაჰეჯირებული სესხები და იმისთვის, რომ შევამციროთ სავალუტო ბაზარზე რყევების რისკი და მისი ზემოქმედება მოსახლეობაზე, ჩვენს საფინანსო ბაზარზე, ვაგრძელებთ ლარიზაციის თანმიმდევრულ პოლიტიკას. ბოლოს ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის ფარგლებში მივიღეთ გადაწყვეტილება და კიდევ უფრო მეტად გავზარდეთ არაჰეჯირებული სესხების ლიმიტი. 750 000 ლარამდე გაიზარდა იმათთვის, იმ მსესხებლებისთვის, ფიზიკური პირებისთვის, ვისაც შემოსავალი აქვს ძირითადად ეროვნულ ვალუტაში, ამით ვახდენთ ამ საკმაოდ მნიშვნელოვანი რისკის დაბალანსებას და შემცირებას და ხელს ვუწყობთ ფინანსური სტაბილურობის კვლავაც შენარჩუნებას", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა მონაწილეობა მიიღო, თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმის, თემატურ პანელში

06.06.2025.12:48

მიმდინარე წლის, 5-6 ივნისს, დედაქალაქი თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმს სახელწოდებით - „მშვიდობის როლი მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში“ მასპინძლობს. ღონისძიება თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით იმართება.

ფორუმი მისასალმებელი სიტყვით თბილისის მერმა კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გახსნა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მთავრობის წევრებმა, მუნიციპალიტეტების მერებმა და საკრებულოს წარმომადგენლებმა, სხვადასხვა სფეროს ექსპერტები, ასევე ბიზნესსექტორის, აკადემიური წრეებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა.

თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმის ფარგლებში გამართულ თემატურ პანელზე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ ეფექტური საგადასახადო და საბაჟო სისტემის მნიშვნელობაზე ისაუბრა და უწყების წინაშე არსებული გამოწვევები განიხილა.

,,შემოსავლების სამსახურის მიერ ბოლო წლებში გატარებული წარმატებული რეფორმები, მიზნად ისახავს კანონშესაბამისობის მართვის რისკზე დაფუძნებული მიდგომების დანერგვას და ბიზნესისთვის საგადასახადო ვალდებულებების კიდევ უფრო გამარტივებას. ამასთან, სერვისების გაციფრულების ფარგლებში, უწყება ერთ-ერთი ლიდერია ინოვაციების მიმართულებით. ბოლო ერთი წლის მონაცემებით, ელექტრონული ფორმით, 6 მილიონზე მეტი საგადასახადო დეკლარაცია და 59 მილიონზე მეტი დღგ-ის ანგარიშფაქტურის ატვირთვა განხორციელდა. რაც შესაძლებლობას იძლევა შემცირდეს გადამხდელთა დრო და რესურსი“, - განაცხადა ლევან კაკავამ.

აღნიშნული პანელის მსვლელობისას, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზურაბ სიჭინავამ მონაწილეებს დეტალური პრეზენტაცია წარუდგინა უწყებაში მიმდინარე მნიშვნელოვანი რეფორმებისა და საბაჟო სისტემის გაციფრულების/ტრანსფორმაციის შესახებ. ამასთან, მისი თქმით საბაჟო ადმინისტრაციას მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს ქვეყნის მიერ, მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიზნების მიღწევაში და შეუძლებელია თანამედროვე სახელმწიფოს წარმატება და კეთილდღეობა მშვიდობის გარეშე.

თბილისი მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმი თანამედროვე მიდგომებისა და ახალი იდეების გაზიარებისთვის ეფექტურ პლატფორმას წარმოადგენს, რომლის მიზანია თანამშრომლობის გაღრმავება და ქალაქების განვითარების გრძელვადიანი პერსპექტივის შექმნა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა