მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიბიზნეს მრჩეველი
შაინენერჯი
flag
AMD 7116.1
0.0015
flag
AZN 1.6064
-0.0001
flag
CNY 38.055
0.0052
flag
EUR 3.1203
0.0116
flag
GBP 3.7076
0.0128
flag
KZT 53.56
0.0002
flag
TRY 0.0694
-0.0004
flag
USD 2.7318
-0.0002

ვაღრმავებთ ურთიერთობებს და სტრატეგიულ, გლობალურ პარტნიორობას საქართველოსთან - არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრი

news image

ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვიმყოფები თბილისის მშრალი, ინტერმოდალური პორტის ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე. ეს დინამიკური, მასშტაბური, ლოგისტიკური ობიექტი არამარტო გააძლიერებს ვაჭრობას საქართველოსთან და მთელ ცენტრალურ აზიასთან, არამედ გაამყარებს გამტარუნარიანობას აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ჩვენ ვაღრმავებთ ურთიერთობებს  და სტრატეგიულ, გლობალურ პარტნიორობას საქართველოსთან და  ეს არის ჩვენი ხედვების, ფასეულობების გაზიარება, ჩვენი სულისკვეთება, რომ ურთიერთსასარგებლო ვაჭრობა ვაწარმოოთ და ეს იქცეს მშვიდობის, წინსვლისა და სტაბილურობის გარანტიად" - ამის შესახებ არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა, აჰმედ ბინ ალი ალ საიეღმა თბილისის მშრალი პორტის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ასევე საქართველოს მთავრობის, ბიზნეს-კომპანიების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

 

თავის გამოსვლაში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა სამომავლო გეგმებს, რომლებიც მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოსთან სავაჭრო ბრუნვის 1.5 მილიარდ დოლარამდე გაზრდას ითვალისწინებს.

 

თბილისის მშრალი, ინტერმოდალური პორტი არის  იმ ძლიერი პარტნიორობისა და  შეთანხმების კომბინაცია, რომელიც მიზნად ისახავს ვაჭრობის გაორმაგებას  480 მილიონი დოლარიდან  1.5 მილიარდ დოლარამდე მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში. ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში, რომელიც განსაკუთრებულ ტარიფებზე იქნება დაფუძნებული, საქონლის 95 პროცენტი იქნება გატარებული ამ პორტის საშუალებით და გაძლიერდება საქართველოს სავაჭრო პარტნიორობა მთელ მსოფლიოსთან" - აღნიშნა აჰმედ ბინ ალი ალ საიეღმა.

 

თბილისის მშრალი პორტი მულტიმოდალური ლოგისტიკური ჰაბია, რომლის განხორციელებაში ჩართულები არიანაბუ დაბი პორტს გრუპი", ნორვეგიულივილჰელმსენ პორტ სერვის"„ და ადგილობრივიინვეკო". პორტის განვითარება 3 ფაზას მოიცავს  286 000 კვ.მ ტერიტორიაზე, ამ ეტაპზე დასრულებულია და  ფუნქციონირებს პირველი ფაზა, რომელშიც უკვე 21 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image „საგანმანათლებლო სივრცის“ პროექტის ფარგლებში ეროვნულმა ბანკმა ტაჯიკ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარა

05.06.2025.17:38

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, მსოფლიო ბანკის ხაზინის RAMP-ის პროგრამის ხელშეწყობით, ტაჯიკეთის ეროვნული ბანკის დელეგაციას უმასპინძლა.


სამუშაო შეხვედრაზე ეროვნული ბანკის ფინანსური ბაზრების, რისკების ცენტრალიზებული მართვის, ფინანსებისა და ბუღალტრული აღრიცხვის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და შიდა აუდიტის დეპარტამენტების წარმომადგენლებმა ტაჯიკ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს.


სამუშაო შეხვედრაზე  ფინანსური ბაზრების აქტივებისა და რეზერვების მართვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. მათ შორის, საბაზრო და საკრედიტო რისკების მართვა,  ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტისთვის აუცილებელი სისტემები, პროცესები და პრაქტიკული ასპექტები, ასევე, კიბერრისკების მართვის ჩარჩო.


ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროსმა ალექსანდრე ხაზარაძემ.


„მოხარული ვართ, ჩვენი გამოცდილება სხვა ცენტრალურ ბანკებს გავუზიაროთ და მომავალშიც ჩვენს უცხოელ კოლეგებს აქტიურად გავუწიოთ ტექნიკური დახმარება და კონსულტაცია. საერთაშორისო პარტნიორებთან ერთობლივად ორგანიზებული სამუშაო შეხვედრები კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენ შორის არსებულ მრავალწლიან, მზარდ და მჭიდრო თანამშრომლობას“,  - აღნიშნა ალექსანდრე ხაზარაძემ.


ეს არის მორიგი სასწავლო შეხვედრა ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო სივრცის პროექტის ფარგლებში, რომელიც ორგანიზებულია საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით.


აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, იმავე პროექტის ფარგლებში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ყაზახეთის, უზბეკეთისა და ყირგიზეთის ცენტრალური ბანკების წარმომადგენლებს უმასპინძლა. 2024 წელს კი გაიმართა სემინარი ფინანსური პროგრამირებისა და პოლიტიკის შესახებ, რომელშიც საქართველოს საჯარო სექტორის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა