მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7046.3
0.0044
flag
AZN 1.6147
-0.0006
flag
CNY 37.935
-0.008
flag
EUR 3.1012
-0.0207
flag
GBP 3.6495
-0.0173
flag
KZT 53.16
-0.0019
flag
TRY 0.0711
0
flag
USD 2.7456
-0.0011

უცხოელი სტუდენტების მოზიდვა, შემდეგ ეტაპზე პირდაპირ ეკონომიკურ სარგებელში ითარგმნება - ბაია კვიციანი

news image

უცხოელი სტუდენტების მოზიდვა ეს შემდგომ უკვე პირდაპირ ეკონომიკურ სარგებელში ითარგმნება, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ მაია კვიციანმა განაცხადა.

როგორც ცნობილია საქართველოს დელეგაცია ინდოეთში გამართულ საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენა APAIE 2025-ში იღებდა მონაწილეობას, რომელმაც წელს 70-მდე ქვეყანა და 2000-ზე მეტი დელეგატი გააერთიანა. საქართველოს დელეგაციას კი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ხელმძღვანელობდა. 

აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობდნენ აგენტები, რომლებიც ეძებენ უნივერსიტეტებს სტუდენტებისთვის.

„როდესაც შენ ეძებენ გადასავლელად ქვეყანას, სადაც უნდა ისწავლო, შენთვის მნიშვნელოვანია არამხოლოდ საგანმანათლებლო გარემო, არამედ ქვეყნის უსაფრთხოების ნაწილი, ეკონომიკური მდგრადობა, გართობა. კულტურა იმიტომ, რომ იქ უნდა იცხოვრო შესაბამისად. ჩვენ ძალიან ვეცადეთ, რომ ეს გამოცდილება მაქსიმალურად მიგვეტანა და ამაზე ბევრი ვიფიქრეთ. ბოლოს გადავწყვიტეთ, რომ vr სათვალეები გამოგვეყენებინა ამისთვის, ე.წ ვირტუალური რეალობა. შემიძლია ვთქვა, რომ გამოვირჩეოდით ამით. მე მგონი ერთადერთები ვიყავით, ვისაც vr სათვალეები ჰქონდა გამოყენებული და საკმაოდ დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა.

ამაში სხვათა შორის ტურიზმის ეროვნული სააგენტო და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დაგვეხმარა. მოგვამარაგეს ვიდეოებით, ჩვენ ასევე მოვამზადეთ უნივერსიტეტების ვიდეოებიც და იქ მოსულ ადამიანებს ჰქონდათ შესაძლებლობა ემოგზაურათ ვირტუალურად, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე ზოგმა თხილამურებზეც ისრიალა სხვადასხვა კურორტებზე და ჰქონდათ შესაძლებლობა დაეთვალიერებინათ ჩვენი კამპუსები და სხვადასხვა უნივერსიტეტი.

ასევე გვქონდა კუთხე, სადაც დაგემოვნება შეეძლოთ ჩვენი ტრადიციული ტკბილეულის, რა თქმა უნდა ქართული ღვინის და ამასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. იყო შემთხვევები როდესაც ერთი და იგივე ადამიანი რამდენიმეჯერ ბრუნდებოდა ჩვენს დახლთან.

ყველანაირად ვეცადეთ, რომ მაქსიმალურად ქართული და გემრიელი გარემო შეგვექმნა იმისათვის, რომ მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მიგვეწოდებინა დაინტერესებული ადამიანებისთვის და მნიშვნელოვანია, ასევე ისიც, რომ გამოიკვეთა თუ როგორ აღიქვამენ ჩვენს ქვეყანას. იმიტომ, რომ ჩვენ ხშირად გვითქვამს, რომ საგანმანათლებლო რეგიონული ჰაბი ვართ. ეს ხშირად გაჟღერებულა ჩვენი მხრიდან, თუმცა მისასალმებელია, რომ ის ქვეყნები ვინც იქ იყვნენ წარმოდგენილი, ასევე აღგვიქვამენ ჩვენ, როგორც საგანმანათლებლო ჰაბი“, - განაცხადა ბაია კვიციანმა. 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ეკატერინე მიქაბაძემ საგანმანათლებლო კონკურსში გამარჯვებული მასწავლებლები დააჯილდოვა

08.05.2025.19:15

ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ კონკურსი „ფინანსური ასოციაციობანას“ გამარჯვებული მასწავლებლები - მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატახტრის საჯარო სკოლის მასწავლებელი მარინე გულაშვილი და სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესს-ის მასწავლებელი მარიამ ბოლქვაძე დააჯილდოვა.

სიტყვით გამოსვლისას მან ფინანსური განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა  და აღნიშნა, რომ  ეროვნული ბანკის მიზანია მრავალფეროვანი და ინფორმაციული საგანმანათლებლო მასალების შექმნა, რომელთა დახმარებითაც საგაკვეთილო პროცესი გაცილებით პროდუქტიულად წარიმართება.

„მიხარია, რომ ასეთი შემოქმედი, საქმის ერთგული და მოყვარული მასწავლებლები გვყავს, რომელთა როლი ფასდაუდებელია მომავალი თაობის წარმატებაში. ეროვნულ ბანკში ფინანსური განათლების პროექტებზე მუშაობისას ჩვენი მიზანია შევქმნათ ისეთი საგანმანათლებლო მასალები, რომელთა დახმარებითაც გაკვეთილები გახდება კიდევ უფრო საინტერესო და შთამაგონებელი“, - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

კონკურსი ფინანსური განათლების ინოვაციური გზით მიწოდების წასახალისებლად ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუზე (www.finedu.gov.ge) დაინიცირდა. მისი მიზანი იყო ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში წამოწყებული საგანმანათლებლო აქტივობის მდგრადობის ხელშეწყობა.  კონკურსში მონაწილე მასწავლებლებმა  ფინანსური განათლების სამაგიდო თამაშის „ფინანსური ასოციაციობანას“ გამოყენებით მრავალფეროვანი საკლასო აქტივობები შექმნეს.

კონკურსის ფარგლებში შემოსული ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა