ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი GITA - სა აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსა შორის
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მოიცავს, ურთიერთობების გაღრმავებისა და თანამშრომლობის მიზნით, აფხაზეთიდან დევნილი, ასევე ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოზარდებისა და ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობისთვის შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას.
მხარეები, დევნილი მოზარდების მხარდაჭერისა და შემეცნებითი უნარების გაძლიერების მიზნით, დაგეგმავენ ერთობლივ საგანმანათლებლო კურსებს, შემეცნებით ტურებს, ბანაკებსა და სემინარებს, შესაძლებლობების ფარგლებში, დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოზარდები მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ პროექტებში.
დღის ტოპ 10 სიახლე
თბილისის შემოვლითი გზის 45-ე კმ-ზე დაწესებული მოძრაობის შეზღუდვა 28 ნოემბრის ჩათვლით გახანგრძლივდა
სხვა სიახლეები
თბილისის შემოვლითი გზის 45-ე კმ-ზე დაწესებული მოძრაობის შეზღუდვა 28 ნოემბრის ჩათვლით გახანგრძლივდა
28.10.2025.18:35
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელი საავტომობილო გზის 45-ე კმ-ზე მიმდინარე რკინიგზის გზაგამტარის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხორციელდება ნაწილობრივი შეზღუდვით.
შეზღუდვის პერიოდში, რუსთავი-ზაჰესის მიმათულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხორციელდება სოფელ ყარათაკლიადან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი(ველი)-გაჩიანი-რუსთავის და გამარჯვება-რუსთავის საავტომობილო გზების გავლით, საიდანაც სოფელ გამარჯვებაში უერთდება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელ საავტომობილო გზას, ხოლო ზაჰესი-რუსთავის მიმართულებით მოძრაობა, სამუშაოების მიმდინარეობის პირველ ეტაპზე ხორციელდება მარჯვენა სამოძრაო ზოლის გამოყენებით, ხოლო მეორე ეტაპზე განხორციელდება მარცხენა სამოძრაო ზოლის გამოყენებით.
აღნიშნული სამუშაოების წარმოების ვადად განსაზღვრული იყო 2025 წლის 28 ოქტომბერი. თუმცა, სამუშაოების დასრულება ვერ მოესწრო დადგენილ ვადაში და საჭიროა მისი გაგრძელება 2025 წლის 28 ნოემბრის ჩათვლით.