მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7099
0.004
flag
AZN 1.5856
-0.0002
flag
CNY 38.678
-0.0016
flag
EUR 3.1316
-0.0061
flag
GBP 3.6152
-0.004
flag
KZT 52.6
-0.0013
flag
TRY 0.0623
-0.0001
flag
USD 2.6957
-0.0004

უნივერსიტეტისა და პეტრე ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი საავტომობილო გვირაბი გაიხსნა

news image

ვაკის რაიონში უნივერსიტეტისა და პეტრე ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი საავტომობილო გვირაბის მშენებლობა დასრულდა. გვირაბი თბილისის მერმა კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე, ვაკის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ტყემალაძესთან ერთად გახსნა. 

 

ახალი გვირაბი იწყება უნივერსიტეტის ქუჩაზე, სახელმწიფო უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივი კორპუსის მიმდებარედ და მიხეილ შავიშვილის ქუჩის გავლით, პეტრე ქავთარაძის ქუჩას უკავშირდება. გვირაბში გათვალისწინებულია ავტოტრანსპორტის ორმხრივი მოძრაობა - თითო ზოლი თითოეული მიმართულებით.

 

დედაქალაქის მერმა პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის თანადგომით, ქალაქში კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება. 

 

„დედაქალაქისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი დავასრულეთ. სამუშაოების პირველი ეტაპი იყო საავტომობილო ხიდის მშენებლობა, რომელიც უნივერსიტეტის ქუჩასა და ბაგების დასახლებას ერთმანეთთან დააკავშირებდა. მეორე ეტაპი იყო გვირაბის მშენებლობა, რომელიც უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივი კორპუსიდან იწყება და შავიშვილის ქუჩის გავლით, უკავშირდება ქავთარაძის ქუჩას. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც პროექტში იღებდა მონაწილეობას - სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს; ჩემს მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს, ვინც უშუალოდ ხელმძღვანელობდა აღნიშნულ სამუშაოებს; ვინც დააპროექტა და ა.შ. მომავალში კიდევ ბევრი სამუშაო, ახალი პროექტები გვაქვს დაგეგმილი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი დედაქალაქი იქნება კიდევ უფრო მოწესრიგებული, გამწვანებული და ლამაზი. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი პროექტი განვახორციელეთ, ცხადია, ჯერ კიდევ გვაქვს გამოწვევები, მაგრამ მათ არ ვუშინდებით - ძალიან დიდი მხარდაჭერაა გუნდის მხრიდან, რომ ჩატარდეს ისეთი სამუშაოები, რაც ქალაქს უკეთესობისკენ შეცვლის“,  - განაცხადა კახა კალაძემ. 

 

პროექტის ფარგლებში, მოეწყო მისასვლელი და გამოსასვლელი პანდუსები, ტროტუარი, სანიაღვრე და სადრენაჟე სისტემები, ასევე, დამონტაჟდა გარე და გვირაბის შიდა განათების თანამედროვე LED სისტემა. უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, გვირაბის მიმდებარედ აშენდა ფერდის დამცავი რკინაბეტონის კედლები.

 

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდა მიხეილ შავიშვილის ქუჩაზეც, რომელიც სრულად რეაბილიტირდა. შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები - წყალმომარაგების, წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელები. ელექტროსადენები მიწისქვეშ განთავსდა, განახლდა გზის საფარი, მოეწყო ტროტუარი, საპარკინგე სივრცეები და საგზაო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, დამონტაჟდა შუქნიშნები, საგზაო ნიშნები და დაიხაზა გზის სავალი ნაწილი. ტერიტორიაზე ასევე, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები და ინფრასტრუქტურა ადაპტირდა შშმ პირებისთვის.

 

გვირაბის მშენებლობა და შავიშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დედაქალაქის ბიუჯეტიდან 15 მილიონი ლარით დაფინანსდა. პროექტი ხელს შეუწყობს დედაქალაქის სატრანსპორტო ქსელის განვითარების დინამიკას და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილების ხარისხს. 

 

ვაკისა და საბურთალოს რაიონების დაკავშირება თანამედროვე ინფრასტრუქტურული სტანდარტების შესაბამისი გვირაბითა და განახლებული ქუჩით, მნიშვნელოვნად შეამცირებს გადაადგილების დროს და საგზაო დატვირთვას, ასევე, უზრუნველყოფს ტრანსპორტის შეუფერხებელ მოძრაობას.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ გვირაბის მიმდებარედ ხორციელდება უკუშევსების სამუშაოები, რის შემდეგაც გვირაბის თავზე მოეწყობა ე.წ. მაღლივ კორპუსთან მისასვლელი გზა და ტერიტორია აღდგება პირვანდელი სახით. აღნიშნული სამუშაოები ივნისის დასაწყისში დასრულდება.

 

ახლად გახსნილი გვირაბი დედაქალაქის მერთან ერთად, მერის მოადგილეებმა - ირაკლი ბენდელიანმა და ანდრია ბასილაიამ, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს წევრებმა დაათვალიერეს.

 

 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image 2026 წლის 1 იანვრიდან ვეტერინარების სახელმწიფო სერტიფიცირება სავალდებულოა

16.01.2026.13:22

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინართა და ვეტერინარ ტექნიკოსთა პროფესიული განვითარებისა და სასერტიფიკაციო საბჭოში დარეგისტრირდა და სერტიფიცირება გაიარა 800-მა ვეტერინარმა და 444-მა ვეტერინარ-ტექნიკოსმა. აღნიშნული წესით გაცემული სერტიფიკატების მოქმედების ვადა 2030 წლის 1 იანვრამდე განისაზღვრება.

სერტიფიცირება ხელს შეუწყობს ვეტერინარული სერვისების ხარისხის ამაღლებას, საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას, მოქალაქეთა და ცხოველთა ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, არაკვალიფიციური პრაქტიკის აღკვეთასა და ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი პირების უფლებების დაცვას.

საქართველოს მთავრობის №288 დადგენილებით („ვეტერინარისა და ვეტერინარი ტექნიკოსის საქმიანობისთვის სახელმწიფო სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარებისა და მათი პროფესიული განვითარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“) შესაბამისად, 2026 წლის პირველი იანვრიდან, ვეტერინარის საქმიანობა სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე აკრძალულია. 

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა