მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7111.2
0.0033
flag
AZN 1.6049
-0.0007
flag
CNY 37.984
-0.0022
flag
EUR 3.1553
-0.0049
flag
GBP 3.6982
-0.0091
flag
KZT 52.59
-0.0062
flag
TRY 0.0692
-0.0001
flag
USD 2.7283
-0.0005

უნივერსიტეტისა და პეტრე ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გვირაბის მიმდებარედ სამუშაოების ბოლო ეტაპი დასრულდა

news image

ვაკის რაიონში უნივერსიტეტისა და პეტრე ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი საავტომობილო გვირაბის მშენებლობის პროექტის ბოლო ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულდა.

ამის შესახებ დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა

მისი თქმით, ახალი გვირაბის მიმდებარედ განხორციელდა უკუშევსების სამუშაოები და უნივერსიტეტის ე.. მაღლივ კორპუსთან მისასვლელი საავტომობილო გზაც მოეწყო. 

ჩვენ რამდენიმე კვირის წინ ვაკის რაიონში დავასრულეთ უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გვირაბის სამშენებლო სამუშაოები. მოძრაობა გახსნილია, ავტომობილები თავისუფლად გადაადგილდებიან. როდესაც ახალ გვირაბს ვხსნიდით, აღვნიშნეთ, რომ ერთადერთი, რაც დარჩენილია, ეს არის გვირაბის მიმდებარედ უკუშევსების სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოები უკვე დასრულებულია. გვირაბის თავზე მოეწყო უნივერსიტეტის ე.. მაღლივ კორპუსთან მისასვლელი საავტომობილო გზაც, ტერიტორია აღდგა პირვანდელი სახით და არსებული სივრცე სრულად განახლდა. გარდა ამისა, უახლოეს დღეებში ტერიტორიაზე დავიწყებთ გამწვანების სამუშაოებს“, - განაცხადა კახა კალაძემ

ამასთანავე, დედაქალაქის მერმა პროექტის მიზანზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ხელს უწყობს დედაქალაქში თანამედროვე და ფუნქციური ინფრასტრუქტურის შექმნას

აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს უფრო უსაფრთხო, თანამედროვე და ფუნქციური ინფრასტრუქტურის შექმნას. ასევე, სატრანსპორტო გადაადგილების გაუმჯობესებასთან ერთად, საზოგადოებისთვის საცხოვრებელი გარემოს ხარისხის ამაღლებასაც ემსახურება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image სემეკში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

17.06.2025.15:43

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ სემეკის თავმჯდომარე და კომისიის წევრები, განახლებადი ენერგიების კომპანიების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები. 

შეხვედრის ფარგლებში გაიმართა მსჯელობაენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებსაქართველოს კანონში შესულ ცვლილებებსა და შესაბამისად სემეკის მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტის პროექტზერომელიც შეეხება ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ნეტო აღრიცხვის სისტემიდან ნეტო დარიცხვის სისტემაზე გადასვლის ვალდებულებას.  

ნეტოაღრიცხვის სისტემიდან ნეტო დარიცხვის სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს ევროპის მეოთხე ენერგეტიკული პაკეტი, რომლის განხორციელების ვალდებულება განპირობებულია ასოცირების შესახებ შეთანხმებით და ენერგეტიკული გაერთიანების (Energy Community) დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს მიერთების ოქმით

შიდა ბაზრების დირექტივა (Directive (EU)2019/944) ითვალისწინებს ნეტო აღრიცხვიდან ნეტო დარიცხვაზე გადასვლის ვალდებულებას 2027 წლის პირველი იანვრიდან. შესაბამისად, სემეკს მიეცა უფლებამოსილება 2027 წლის 1 იანვრიდან დაადგინოს ახალი მექანიზმი. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებსაქართველოს კანონით ასევე  განისაზღვრა, თუ რა პერიოდით ისარგებლებენ 2027 წლის 1 იანვრამდე გამანაწილებელ ქსელზე მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურები ნეტო აღრიცხვის სქემით

ენერგეტიკული გაერთიანების მიერ სემეკისთვის მოცემული რეკომენდაციებისა და განმარტების შესაბამისად, ნეტო აღრიცხვისგან განსხვავებით, რომელიც მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას გამოიყენონ ქსელში გადაცემული ჭარბი ელექტროენერგია მომავალი მოხმარებისთვის, ნეტო დარიცხვა გულისხმობს ქსელში მიწოდებული და მოხმარებული ელექტროენერგიის ცალკე-ცალკე აღრიცხვას. ნეტო დარიცხვის დროს, აქტიური მომხმარებლის მიერ ქსელში მიწოდებული ჭარბი ელექტროენერგია ფინანსურად ანაზღაურდება და კვტ/სთ ელექტროენერგია არ შეინახება კრედიტად მომავალი გამოყენებისთვის. ეს ნიშნავს, რომ აქტიური მომხმარებელი იღებს ანაზღაურებას გამომუშავებული და ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიისთვის და ამასთანავე იხდის ქსელიდან მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულებას, როგორც ნებისმიერი სხვა საბოლოო მომხმარებელი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა