უნივერსიტეტების გაერთიანების პირობებში, ცალკე განსაკუთრებული, გამორჩეული ყურადღება დაეთმობა ტექნიკურ მიმართულებას, ჩამოყალიბდება ცალკე სკოლად, რომელსაც ექნება ავტონომიის მაღალი ხარისხი - პრემიერი
თუ ტექნიკური მიმართულება დარჩება გერად საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ამას, რა თქმა უნდა, არაფერი ეშველება, გაერთიანების პირობებში, ცალკე განსაკუთრებული, გამორჩეული ყურადღება დაეთმობა ტექნიკურ მიმართულებას, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბაიში ქართველ ჟურნალისტებთან.
მისივე თქმით, ტექნიკურ მიმართულებებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, ვინაიდან დღეს, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში კადრების დიდი დეფიციტია.
„არავითარი ტექნიკური და ჰუმანიტარული უნივერსიტეტის გაერთიანება არ ხდება სინამდვილეში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტექნიკურ მიმართულებებს ეთმობა პროგრამების ნახევარზე ნაკლები. სტუდენტების ნახევარზე ნაკლები სწავლობს ტექნიკურ დისციპლინებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. შესაბამისად, მოხდა ის, რომ 90-იანი წლებიდან მოყოლებული, როდესაც გაჩნდა მთელი ეს პრობლემები, ტექნიკური მიმართულება საკუთარ უნივერსიტეტში იქცა ერთგვარ გერად. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა და ვიღაცას თუ ამის გამოსწორება არ უნდა, ეს არასწორია.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ტექნიკურ მიმართულებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. დღეს არის უზარმაზარი პრობლემები. რომ ნახოთ გამოშვება, მაგალითად, მშენებლობის, ინჟინერიის ან სხვა მიმართულებით, წელიწადში ხდება, მაგალითად, 300-400-500 სტუდენტის გამოშვება, არის ძალიან დიდი დეფიციტი. როგორც სახელმწიფო სექტორში, მშენებლობით არის სახელმწიფო, მოგეხსენებათ, დაკავებული და არის მიმართულებები, სადაც ერთი ინჟინერი არ არსებობს ქვეყანაში, ერთი ინჟინერი არ არის კონკრეტული მიმართულებებით, ისე კერძო სექტორს აქვს უზარმაზარი პრობლემები და გვეუბნებიან, რომ ეს არ უნდა გამოსწორდეს.
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა გამოსწორდეს და ტექნიკური მიმართულებები არათუ უნდა მიიჩქმალოს, პირიქით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ტექნიკური მიმართულება გავაძლიეროთ. დღეს, ტექნიკური მიმართულებების წილი სტუდენტების რაოდენობაში შეიძლება იყოს დაახლოებით 10 %. და ამ დროს, რომ ნახოთ თქვენ განვითარებული ქვეყნები, მესამედია, დაახლოებით, მათი წილი. ეს ხომ უნდა შეიცვალოს, ეს ხომ უნდა გამოსწორდეს. თუ ტექნიკური მიმართულება დარჩება გერად საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ამას, რა თქმა უნდა, არაფერი ეშველება.
ჩვენ ვაპირებთ, რომ გაერთიანების პირობებში, ცალკე განსაკუთრებული, გამორჩეული ყურადღება დაეთმობა ტექნიკურ მიმართულებას. ჩამოყალიბდება ცალკე სკოლად, რომელსაც ექნება ავტონომიის მაღალი ხარისხი და ეს უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ გვეყოლება ბევრად მეტი და მაღალკვალიფიციური კადრი ტექნიკური მიმართულებით, ვიდრე გვყავდა მთელი ამ წლების განმავლობაში. ამას სჭირდება კარგად გააზრებული რეფორმა და ჩვენ გვაქვს გააზრებული რეფორმა, ოპონენტები კი გამოდიან ყოველგვარი არგუმენტების გარეშე“, - განაცხადა პრემიერმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
“კრისტალი” საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში გოგოების ჩართულობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს
სხვა სიახლეები
მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
23.04.2026.17:34
საბაჟო გამშვებ პუნქტში - ,,წითელი ხიდი“, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა: 98 გრამი) აღმოაჩინეს.
არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 27 710 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.