უმნიშვნელოვანესია „ბორჯომის" ახალი პროექტის სოციალური ეფექტი - 600-მდე დასაქმებული ადგილობრივი ნიშნავს სტაბილურ შემოსავალს ამდენივე ოჯახისთვის და კეთილდღეობისა და განვითარების ახალ პერსპექტივას მთელი რეგიონისთვის, ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ასეთი ტიპის ეროვნული წარმოების განვითარებას - პრემიერი
უმნიშვნელოვანესია „ბორჯომის" ახალი პროექტის სოციალური ეფექტი - 600-მდე დასაქმებული ადგილობრივი ნიშნავს სტაბილურ შემოსავალს ამდენივე ოჯახისთვის და, ამავდროულად, კეთილდღეობისა და განვითარების ახალ პერსპექტივას მთელი რეგიონისთვის, ბორჯომის მუნიციპალიტეტისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ბორჯომის" ქარხნის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი, სწორედ, მსგავსი ეროვნული წარმოების განვითარებას.
„ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი სწორედ ასეთი ეროვნული წარმოების განვითარებას, რომელიც ქმნის დოვლათს ქვეყნის შიგნით და საქართველოს უმკვიდრებს მაღალი ხარისხის მწარმოებელი ქვეყნის რეპუტაციას მსოფლიოს მასშტაბით. მადლობას ვუხდი კომპანიის ხელმძღვანელობას, თითოეულ ინვესტორსა და თანამშრომელს ამ ეროვნული მნიშვნელობის საქმის წამოწყებისა და წარმატებით განხორციელებისთვის. გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს და გისურვებთ წარმატებებს ქართული სახელის მსოფლიო ბაზარზე დამკვიდრების საქმეში,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
12.09.2025.16:27
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ქალაქ მცხეთაში, აღმაშენებლის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელის სისტემური გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს.
რეაბილიტაციის ფარგლებში ახლით იცვლება 2 კილომეტრამდე სიგრძის მოძველებული წყალსადენის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები. ახლად მოწყობილ წყალმომარაგების სისტემაზე 7 ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და სახანძრო ჰიდრანტი დამონტაჟდება.
სარეაბილიტაციო პროექტი ჯივიპიმ ივლისის თვეში დაიწყო და ოქტომბერში დაასრულებს, რაშიც კომპანია ჯამში 400 000 ლარამდე ინვესტიციას ახორციელებს.
პროექტის შედეგად ქალაქ მცხეთაში, აღმაშენებლისა და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება.
წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განახლება და განვითარება ჯივიპის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია ყოველწლიურად, გეგმის მიხედვით, აქტიურად რეჟიმში განახორციელებს.