მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7092.8
0.0025
flag
AZN 1.5911
-0.0001
flag
CNY 38.179
0.0111
flag
EUR 3.1204
-0.0019
flag
GBP 3.5503
0.0081
flag
KZT 52.19
0.0014
flag
TRY 0.0637
0
flag
USD 2.7052
-0.0004

უმაღლესი განათლების სისტემის დეკონცენტრაციას მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია ქვეყნის თანაბარ განვითარებაში, დღეს არის ერთი წამყვანი კერა - თბილისი და გვინდა, ქუთაისი ვაქციოთ რიგით მეორე კერად უმაღლესი განათლების მიმართულებით - პრემიერი

news image

დღეის მდგომარეობით, სტუდენტების 85%-ზე მეტი სწავლობს დედაქალაქში, გვინდა, განვავითაროთ რეგიონული უნივერსიტეტების რესურსები ყველა მიმართულებით, მათ შორის, ინფრასტრუქტურა, საერთო საცხოვრებლები და ა.შ. რათა რეგიონულმა უნივერსიტეტებმა შეძლონ მეტი სტუდენტის მიღება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამავდროულად, ხელისუფლების ამოცანაა, ქუთაისი იქცეს რიგით მეორე საგანმანათლებლო კერად ქვეყანაში.

„ამ რეფორმის არსზე საზოგადოებას გავაცანით ინფორმაცია, გვქონდა დეტალური პრეზენტაცია, თუმცა დღეს კიდევ ერთხელ მაქვს პატივი, რომ თქვენ წარმოგიდგინოთ ინფორმაცია ამ რეფორმის კონცეფციის შინაარსთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ მინდა, შეგახსენოთ ის 7 გამოწვევა, რომელსაც ეს კონცეფცია ეფუძნება, ასევე შვიდი შესაბამისი ამოცანა, რომელიც არის დასახული უმაღლესი განათლების რეფორმის სფეროში.

პირველი გამოწვევა, რომელიც ჩვენ განვსაზღვრეთ, უკავშირდება უმაღლესი განათლების სისტემის ჭარბ გეოგრაფიულ კონცენტრაციას. ეს არის გამოწვევა არა იმდენად კონკრეტულად უმაღლესი განათლების სისტემისთვის, რამდენადაც ზოგადად ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის გამოწვევა ქვეყნის თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ჭრილში, რეგიონების თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ჭრილში და ვფიქრობ, რომ უმაღლესი განათლების სისტემის დეკონცენტრაციას მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია ქვეყნის თანაბარი განვითარებისთვის. მათ შორის, კონკრეტული რეგიონების სწრაფი განვითარებისთვის და მათ შორის დემოგრაფიული პრობლემების აღმოფხვრისათვის, რომლებიც დგას კონკრეტული ქალაქებისა და რეგიონების წინაშე განსაკუთრებული სიმძაფრით. დღეის მდგომარეობით, სტუდენტების 85%-ზე მეტი სწავლობს დედაქალაქში, რაც იწვევს დედაქალაქის ჭარბ დატვირთვას და სათანადოდ არ არის ამ პირობებში დატვირთული ჩვენი ქვეყნის სხვა მნიშვნელოვანი ქალაქები, ძირითადად ეს ეხება ქუთაისსა და რუსთავს. ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია სისტემის დეკონცენტრაცია და გვინდა, აქცენტი გავაკეთოთ ორი ქალაქის მიმართულებით ახალი ინფრასტრუქტურის შექმნაზე - ესაა ქუთაისი და ეს არის რუსთავი, უფრო კონკრეტულად, რუსთავის მიმდებარე ტერიტორია, რაც დაეხმარება ამ მნიშვნელოვან ქალაქს განვითარებისთვის და შექმნის ახალ შესაძლებლობას ამ ორი ქალაქისთვის. ქუთაისი გვინდა, ჩამოყალიბდეს, როგორც თავისი მნიშვნელობით რიგით მეორე საგანმანათლებლო კერა ქვეყანაში. დღეს არის ერთი წამყვანი კერა, ეს არის დედაქალაქი - თბილისი და გვინდა, რომ ქუთაისი ვაქციოთ რიგით მეორე კერად უმაღლესი განათლების მიმართულებით. ამისათვის ქუთაისში უნდა შეიქმნას სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურა, რაც არის ამ გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი. ასევე გვინდა, განვავითაროთ რეგიონული უნივერსიტეტების რესურსები ყველა მიმართულებით, მათ შორის, ინფრასტრუქტურა, საერთო საცხოვრებლები და ა.შ. რათა რეგიონულმა უნივერსიტეტებმა შეძლონ მეტი სტუდენტის მიღება. საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს იმას, რომ მნიშვნელოვნად შემცირდება თბილისის წილი სტუდენტების რაოდენობაში, ეს არის ამოცანა. ვფიქრობთ, სადღაც, 60 %-მდე უნდა ჩამოვიდეს თბილისში სტუდენტების წილი და დანარჩენი 40 % უნდა გადანაწილდეს სხვა ქალაქებზე, პირველ რიგში, ქუთაისზე და ასევე რეგიონულ უნივერსიტეტებზე, ეს არის კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება,"- განაცხადა პრემიერმა.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image მნიშვნელოვნად მცირდება ბრაკონიერობის შემთხვევები - დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე

26.11.2025.15:29

ბრაკონიერობის შემთხვევების კლება, ერთი მხრივ, განპირობებულია იმ კანონაღსრულების ქმედებებით, რომლებსაც დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები ყოველდღიურად ახორციელებენ. 24-საათიანი პატრულირება ამცირებს ბრაკონიერობის რისკს და აღკვეთის შემთხვევებს ზრდის.

„დიდი მნიშვნელობა აქვს ეკოგანათლების მიმართულებით ჩვენს აქტიურ მუშაობას. სხვადასხვა რეგიონში თანამშრომლების მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო აქტივობების მეშვეობით, ყოველწლიურად დაახლოებით 70 000 ახალგაზრდა ერთვება ეკოსაგანმანათლებლო აქტივობებში. მსგავსი პროგრამები ამცირებს ბრაკონიერობის ფაქტებს და ზრდის პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას ბუნების მიმართ“, - განაცხადა თამარ ხახიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ, ახალი დაცული ტერიტორიების დაარსებისთანავე, ყველა ღონისძიება - პატრულირება, ეკოგანათლება და სხვა პრევენციული ნაბიჯები ნულიდან იწყება. საზოგადოების ცნობიერების ამაღლება თავისთავად ქმნის მნიშვნელოვან ეფექტს. მიუხედავად ამ ტენდეციისა, სამწუხაროდ, ბრაკონიერობის გარკვეული პრეცედენტები ჯერ კიდევ ფიქსირდება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა