„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სავალდებულო სწავლებას გულისხმობს განათლების კომიტეტმა მხარი დაუჭირა
საკანონმდებლო ინიციატივის ინიციირებას, რომელიც „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს გულისხმობს კომიტეტმა მხარი დაუჭირა.
„ჩვენ მხარი დავუჭირეთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ივნისის შუა რიცხვებში უკვე კანონად გადაიქცევა. სამინისტროს ექნება ორ თვეზე მეტი ვადა იმისთვის, რომ შესაბამისი წესი შეიმუშაოს და ამ წესის მიხედვით განისაზღვროს ის სასწავლო პროგრამა, რომელიც შემდგომში უმაღლეს სასწავლებლებში უნდა დაინერგოს“, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ.
ცვლილებები უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სავალდებულო სწავლებას გულისხმობს.
საკანონმდებლო წინადადება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებს, ნანა მაჭავარიანსა და გიორგი გოგოლაშვილს ეკუთვნით.
ქართული ენის სწავლება უმაღლეს სასწავლებლებში 2005 წელს შეწყდა და საუნივერსიტეტო საგანი „ქართული ენა“ გაუქმდა. უნივერსიტეტებში მშობლიური ენის სწავლების ვალდებულება მხოლოდ ფილოლოგიის ფაკულტეტზე მოქმედებს, დანარჩენ ფაკულტეტებზე კი ის მხოლოდ შერჩევითი საგნების ჩამონათვალშია.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
21.05.2025.14:33
მეც ასე ვფიქრობ, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტების კითხვას, პრემიერის მსგავსად ისიც სიმახინჯედ მიიჩნევს თუ არა „რიყის დოქებს“. კალაძემ თქვა, რომ „რიყის დოქები“ არანაირად არ ჯდება თბილისის ურბანულ განვითარებაში.
„არანაირად არ ჯდება ქალაქის ურბანულ განვითარებაში. არის უფუნქციო. არის ყველანაირად მოუწესრიგებელი. არის ნაგვის ბუდე და შესაბამისად საჭიროა კარგი პროექტის განხორციელება, რომელიც ურბანულადაც ლამაზად ჩაჯდება აღნიშნულ არეალში და იქნება ფუნქციონალური“, - ამბობს კალაძე.
კითხვაზე, „რიყის დოქების“ ადგილზე აშენდება თუ არა სასტუმრო, თბილისის მერი ამბობს, რომ შესაძლებელია, თუმცა ამ თემასაც შეთანხმება და გავლა სჭირდება.
„შეიძლება სასტუმროც, თუმცა გავივლით. აღნიშნული ზონა რაც არის, როგორ შეიძლება პარკში, სადაც რეკრეაციული ზონაა და ხალხი ისვენებს და სატყეო ზონაში ააშენო 9 სართულიანი კორპუსი. ძალიან დიდი ბოდიში ყველაფერს აქვს რაღაცა მნიშვნელობა.
რიყის პარკს რაც შეეხება უკვე დგას შენობა-ნაგებობა, უკვე აშენებულია. შესაბამისად მოხდება მისი დემონტაჟი და იგივე მოცულობის პროექტი განხორციელდება. შეიძლება იყოს სხვა ფორმით. ძალიან მარტივად. ჩვენ ხომ არ ვამბობთ, რომ ახალი ტერიტორია უნდა გამოიყოს და ის უნდა აშენდეს ახალი შენობა. აღნიშნული სიმახინჯის დემონტაჟი უნდა განხორციელდეს და მის ადგილზე, სადაც იდგა შენობა-ნაგებობა, იქ იგივე მოცულობის ახალი პროექტი გაკეთდეს“, - აცხადებს კალა კალაძე.