უმაღლესი განათლების რეფორმა უკვე მოქმედ სტუდენტებს არ შეეხება - ზვიად გაბისონიას განმარტება
უმაღლესი განათლების რეფორმა უკვე მოქმედ სტუდენტებს არ შეეხება, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ ისაუბრა. მისი თქმით, ყველა სტუდენტი, რომელიც დღეს უნივერსიტეტებში სწავლობს, სწავლას იმავე უნივერსიტეტში დაასრულებს და იმავე უნივერსიტეტის დიპლომს მიიღებს.
„ჩვენ ვსაუბრობთ ახალ მისაღებ გამოცდებზე და ახალ კვოტირებაზე. ყველა სტუდენტი, რომელიც სწავლობს შესაბამის უნივერსიტეტის შესაბამის პროგრამებზე, რომელიც თუნდაც მილივად რეჟიმში იყოს, ყველა დაასრულებს თავის მშობლიურ უნივერსიტეტში და მიიღებს იგივე უნივერსიტეტის დიპლომს. ამის გამო ჩვენ გარკვეული ტიპის დამატებითი ბენეფიტები და დათმობებიც მოვახდინეთ, მიუხედავად იმისა, გახსოვთ რომ ჩვენ გვქონდა საუბარი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანებაზე, ასევე აგრარული მიმართულების გამოყოფაზე და ვთქვათ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში - ყველგან მივიღეთ სტუდენტების სასარგებლო გადაწყვეტილება, რომ ყოველგვარი სპეკულაცია რომ მოგვესპო, ჩვენ ვთქვით - ყველა სტუდენტი, რომელმაც დაამთავრა ან დაამთავრებს კონკრეტულ უნივერსიტეტს, მიიღებს იმ კონკრეტული უნივერსიტეტის დიპლომს. შესაბამისად, ხაზგასმით ვამბობთ, დღევანდელი სტუდენტები - პირველი კურსი, მეორე კურსი, მესამე კურსი, მეოთხე კურსი, მაგისტრატურის პირველი კურსი და მეორე კურსი - ყველა დაამთავრებს თავის მშობლიურ უნივერსიტეტში, თუ თავად არ აქვთ სურვილი, რომ მობილობით ისარგებლონ და გადავიდნენ სხვაგან. ამის საშუალებასაც ვაძლევთ“, - აცხადებს ზვიად გაბისონია.
სხვა სიახლეები
ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
11.04.2026.11:53
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ60 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.