მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7104.4
-0.0023
flag
AZN 1.5775
-0.0005
flag
CNY 38.863
0.0038
flag
EUR 3.1853
-0.0131
flag
GBP 3.6584
-0.0181
flag
KZT 54.2
-0.0037
flag
TRY 0.0614
-0.0001
flag
USD 2.6819
-0.0011

„უძველესი სავაჭრო გზებიდან მომავლის ბაზრებამდე 2035“ – როგორ ჩაიარა ესპანურ-ქართული ბიზნესალიანსის ხედვის პრეზენტაციამ მადრიდში

news image

ესპანურ-ქართულმა ბიზნესალიანსმა (SGBA) მადრიდში ბიზნესის განვითარების გრძელვადიანი ხედვის პრეზენტაცია გამართა, რომელსაც მეწარმეები და ბიზნესით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე ალიანსმა ხაზი გაუსვა სხვადასხვა რეგიონებისა და ქვეყნების გაერთიანებისა და უძველესი სავაჭრო გზების მნიშვნელობას მომავალი ბაზრების განვითარებისთვის. ასევე, განმარტა, როგორ თამაშობს ამ პროცესში ესპანეთი და საქართველო ხიდის როლს. 

„მე და ვასილ ბაბლუანი ვართ იმ ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებსაც შეუძლიათ აზიის, ევროპისა და ლათინური ამერიკის ერთმანეთთან დაკავშირება და ამ ერთობით ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა. სწორედ ამიტომ, წლებია, დიდი სურვილი გვქონდა შეგვექმნა ალიანსი, რომელიც ბიზნესებს ამ მიმართულებით დაეხმარებოდა. ეს ღონისძიება დასტურია იმისა, რომ ჩვენს ოცნებას საბოლოოდ ხორცი შეესხა“, – ამბობს SGBA-ს აღმასრულებელი დირექტორი, ხოსე მარია ამენეირო.

 

პრეზენტაციაზე ესპანურ-ქართული ბიზნესალიანსის წევრებმა, ასევე, მიმოიხილეს ბიზნესსფეროში არსებული შესაძლებლობები და პრიორიტეტები. 

„დღეს მსოფლიო ბაზარზე უსაზღვრო და უნიკალური შესაძლებლობებია, რომლებსაც დროულად დანახვა და გამოყენება სჭირდება. ჩვენი ორგანიზაცია სწორედ ამ შესაძლებლობების აღმოჩენაში და საჭირო პროცესების წარმართვაში ვეხმარებით ბიზნესებს. იმედი გვაქვს, ესპანურ-ქართული ბიზნესალიანსი მრავალი პროექტის წარმატების საწინდარი გახდება“, – აღნიშნავს SGBA-ს დამფუძნებელი და პრეზიდენტი, ვასილ ბაბლუანი. 

 

მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონების ერთმანეთთან დაკავშირებისა და ამ გზით წარმოქმნილი ახალი შესაძლებლობის ათვისების მნიშვნელობას ხაზი გაუსვა SGBA-ს წევრმა ბორხა ბორერომაც, რომელიც ორგანიზაციაში გაწევრიანებულ ბიზნესებს ბრენდინგისა და მარკეტინგის მიმართულებით უწევს კონსულტაციას.

 

„ჩვენ ახლა ისტორიულ დროში ვცხოვრობთ და მრავალი ცვლილების მომსწრენი ვხდებით. დღეს წამყვანი ხდება საერთაშორისო ვაჭრობა, რაც ბიზნესებისთვის არნახულ შესაძლებლობებს ქმნის. ძალიან სასიხარულოა, რომ არსებობს ორგანიზაცია, ესპანურ-ქართული ბიზნესალიანსის სახით, რომელიც მადრიდში თუ სხვა ქალაქებსა და ქვეყნებში მოქმედ ბიზნესებს, სურვილის შემთხვევაში, განსხვავებული გეოგრაფიული არეალების ათვისებაში დაეხმარება. სწორედ ამიტომ, ეს პრეზენტაცია ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა“, – გვითხრა მან. 

 

ესპანურ-ქართულ ბიზნესალიანსის პრეზენტაციას ესწრებოდნენ, როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის, ისე მადრიდში წარმოდგენილი უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელები. ასევე, ის ღია იყო სფეროთი დაინტერესებული პირებისთვისაც. 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image საქართველო გაეროს იმ 8 წევრ ქვეყანას შორისაა, სადაც მედიაწიგნიერება ცალკე საგნად ისწავლება - UNESCO

13.02.2026.10:15

UNESCO-ს 2025 წლის კვლევის მიხედვით, მედიაწიგნიერება, როგორც დამოუკიდებელი სასკოლო საგანი მსოფლიოს 194 ქვეყნიდან მხოლოდ 8 ქვეყანაში ისწავლება, საქართველო კი ამ ქვეყნებს შორისაა. კერძოდ, UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერებისა და ციფრული კომპეტენციების დეპარტამენტმა განახორციელა კვლევა „მედია და ინფორმაციული წიგნიერება ყველასთვის: ხარვეზების აღმოფხვრა“, რომელიც მიზნად ისახავდა 194 ქვეყანაში ფორმალურ განათლებაში მედია და ინფორმაციული წიგნიერების დანერგვისა და მედიაწიგნიერების ეროვნული პოლიტიკის თვალსაზრისით არსებული გარემოს შეფასებას.

კვლევის თანახმად, ზოგად განათლებაში მედია და ინფორმაციული წიგნიერების სწავლების ინტეგრირებული მიდგომა, 194 ქვეყნიდან 75 ქვეყანაშია დანერგილი, რაც გულისხმობს მედიაწიგნიერების სწავლებას ისეთ საგნებთან ერთად, როგორებიცაა სამოქალაქო განათლება, ისტორია, ენები და მათემატიკა. საგულისხმოა, რომ საქართველოში განათლების ზოგად საფეხურზე ეს პრაქტიკაც ფართოდაა დანერგილი, შესაბამისად, საქართველო აღნიშნულ 75 ქვეყანას შორისაც მოხვდა.

კვლევამ აჩვენა, რომ იმ ქვეყნებში, სადაც მედიაწიგნიერება ინტეგრირებულია ზოგად განათლებაში, საგანი უმეტესად სკოლის დაწყებით საფეხურებზე ისწავლება. ამასთან, ანგარიში ადასტურებს იმასაც, რომ გაზრდილი ციფრული ავტონომიიდან გამომდინარე, მოზარდობის პერიოდი არის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი მედიაწიგნიერების სწავლებისთვის. საქართველოში მედიაწიგნიერების არჩევითი საგანი ზოგადი განათლების საშუალო საფეხურზე, X-XI კლასებში ისწავლება.

საგულისხმოა, რომ ეს მნიშვნელოვანი შედეგები 2022 წელს კომუნიკაციების კომისიის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ასევე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ძალისხმევით დაწყებული „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების“ პროექტის დამსახურებაა. სწორედ ამ ძალისხმევის შედეგად, 2025 წლისთვის საქართველოში იმ სკოლების რაოდენობა, სადაც მედიაწიგნიერება ცალკე არჩევით საგნად ისწავლება, 300-მდე გაიზარდა, ხოლო სკოლების 90%-ზე მეტი რეგიონის სკოლებს წარმოადგენენ.

პროექტის საწყის ეტაპზე, სკოლებში ჩატარდა მედიაწიგნიერების საჭიროებების კვლევა, რომლის შედეგებზე დაყრდნობით შემუშავდა საგანმანათლებლო სტანდარტი, სასწავლო მოდული და სახელმძღვანელო. სპეციალურად შემუშავებული რესურსების გამოყენებით, მედიაწიგნიერების სწავლებაში ამ ეტაპისთვის 2,600 მასწავლებელია გადამზადებული. სწორედ ComCom-ის ძალისხმევით, მედიაწიგნიერება შეტანილია ეროვნული სასწავლო გეგმის პრიორიტეტული არჩევითი საგნების ნუსხაში.

„მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების“ პროექტი X-XI კლასების მოსწავლეებისთვის არჩევითი საგნის დამატებას და I სემესტრის განმავლობაში, მათთვის მედიაწიგნიერების, მედიისა და ინფორმაციის ენის, ინფორმაციის დამუშავებისა და დეზინფორმაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. კომუნიკაციების კომისიისთვის, როგორც ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარებაზე პასუხისმგებელი უწყებისთვის, მედიაწიგნიერების საგნის სწავლებით სულ უფრო მეტი სკოლის დაინტერესება და ახალგაზრდების მედიაწიგნიერ მოქალაქეებად ჩამოყალიბება, ერთ-ერთი პრიორიტეტია.

კვლევის სანახავად ეწვიეთ ბმულს : https://unesdoc.unesco.org/ark:/48223/pf0000396030

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა