უამინდობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რამდენიმე მიმართულებით ფრენა ვერ შესრულდა
უამინდობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რამდენიმე მიმართულებით ფრენა ვერ შესრულდა. რამდენიმე ავიარეისი გაუქმდა სტამბოლის, მიუნხენის, რიგის, დუბაისა და ბაქოს მიმართულებით. გაუქმდა სტამბოლიდან თბილისისკენ მომავალი რეისებიც.
გაუქმებულ ფრენებს შორისაა თბილისიდან სტამბოლის „საბიჰა გოგჩენის“ აეროპორტის მიმართულებით დაგეგმილი რამდენიმე ავიარეისი.
უამინდობის გამო გაუქმდა ფრენები „გოგჩენის“ აეროპორტიდან თბილისის მიმართულებითაც, რომლებიც ავიაკომპანია „პეგასუსისა“ და „თურქიშ ეარლაინსის“ კუთვნილ თვითმფრინავებს უნდა შეესრულებინათ. „თურქიშ ეარლაინსის“ დაგეგმილი ერთ-ერთი რეისი, თბილისი-სტამბოლის მიმართულებით, რამდენიმე საათით გადაიდო და ფრენას მგზავრები აეროპორტში ელოდებიან.
სხვა სიახლეები
ეროვნულ ბანკში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის პრესკონფერენცია იმართება
07.04.2026.12:40
საქართველოს ეროვნულ ბანკში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის პრესკონფერენცია იმართება. პრესკონფერენციას საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი ალეხანდრო ჰაჟდენბერგი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ნათია თურნავასთან და საქართველოს ფინანსთა მინისტრთან ლაშა ხუციშვილთან ერთად ატარებს.