მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7068.2
0.0045
flag
AZN 1.597
-0.0003
flag
CNY 37.878
-0.0013
flag
EUR 3.1737
-0.0016
flag
GBP 3.6619
-0.0153
flag
KZT 51.71
-0.0028
flag
TRY 0.0675
-0.0001
flag
USD 2.7149
-0.0011

UAG-ის თანამშრომლებს საგანგებო ვითარების დროს უსაფრთხოების შესახებ თეორიული და პრაქტიკულის წავლება ჩაუტარდათ

news image

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) თანამშრომლებ,  შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა უსაფრთხოების შესახებ სწავლება ჩაუტრეს. სწავლება მოიცავდა როგორც თეორიულ ისე, პრაქტიკულ ნაწილს. როგორ უნდა მოვიქცეთ საგანგებო სიტუაციების დროს? სწავლების მიზანი, კომპანიაში დასაქმებულთათვის, საგანგებო სიტუაციების შესახებ ცნობიერების ამაღლება და მიწისძვრის, ხანძრისა და სხვა საგანგებო ვითარების დროს მოქცევის წესების გაცნობა იყო.

თეორიული სწავლების დროს, აეროპორტების გაერთიანების თანამშრომლებს, ინფორმაცია მიეწოდათ საგანგებო სიტუაციების ტიპების, მათი პრევენციის, ევაკუაციის პროცედურებისა და სახანძრო-სამაშველო ძალების საქმიანობის შესახებ.

რის შემდეგაც გაიმართა სიმულაციური პრაქტიკული სწავლება, სადაც ჩართული იყო  სახანძრო ეკიპაჟი,  სასწრაფო დახმარების მანქანები და საპატრულო ეკიპაჟი.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის, ნუგზარ ციხელაშვილის განცხადებით, საგანგებო სიტუაციის სიმულაციის ფარგლებში სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებმა წინასწარ განსაზღვრული სცენარის მიხედვით, ურბანული ხანძრის დროს მოქმედების ყველა აუცილებელი კომპონენტის დემონსტრირება მოახდინეს.

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობიერების ასამაღლებლად ჩატარდა სიმულაციური სწავლება საგანგებო სიტუაციების დროს სწორად მოქცევის, ევაკუაციის სწორად განხორციელების მიზნით. სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაბამისმა დანაყოფმა, ამავდროულად სწავლებაში გამოიყენეს სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკის, ასევე საპატრულო და სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები,-‘’განაცხადა ნუგზარ ციხელაშვილმა.

პრაქტიკული სწავლება ხანძრის ქრობის, ასევე, ოფისის თანამშრომლებისა და დაშავებულთა ევაკუაციის სავარჯიშოებს მოიცავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების მიმართულებით დანერგილია სერვისები, რომლითაც სხვადასხვა ორგანიზაცია სარგებლობს.

 

 

 
news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image სამოქალაქო ავიაციაში რეკორდული ზრდა მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია - ირაკლი ნადარეიშვილი

14.07.2025.17:45

„საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სექტორი 2025 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში ძალიან დინამიურად ვითარდება. რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა როგორც მგზავრთა გადაყვანის, ასევე სიხშირეების, ტვირთბრუნვის და საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მიმართულებით," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა.
ავიაციის სტატისტიკის კომენტირებისას, მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მგზავრთნაკადზე - საქართველოს აეროპორტები, საანგარიშო პერიოდში, 3,6 მლნ მგზავრზე მეტს მოემსახურნენ, რაც 14 პროცენტიანი ზრდაა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ირაკლი ნადარეიშვილი ასევე შეეხო სიხშირეების ზრდის მაჩვენებელს, რომელიც ასევე რეკორდული სიდიდით, 14 პროცენტით გაიზარდა და დაახლოებით 17,000 ფრენა შეადგინა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზრდა დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში, რაც მისასალმებელია მიმდინარე ტურისტული სეზონის ჭრილში.
ირაკლი ნადარეიშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა კარგო - გადაზიდვებზე. მისი თქმით, 2025 წლის 6 თვეში ტვირთბრუნვამ საქართველოს აეროპორტებში დაახლოებით 16,000 ტონა შეადგინა, რაც გასულ წელთან შედარებით 50-პროცენტიანი მატებაა. მისი თქმით, ასევე 7 პროცენტით გაიზარდა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელი.
„ყველა ეს მონაცემი დადებითად აისახება ტურიზმის დინამიკაზე და შედეგია იმ ეკონომიკური პოლიტიკისა, მათ შორის, ავიაციის მიმართულებით, ასევე იმ ძალისხმევის, რომელსაც საქართველოს მთავრობა ამ წლების განმავლობაში ახორციელებს, რათა გაიზარდოს საქართველოს დაკავშირებადობა სხვა ქვეყნებთან, ჩვენი ქვეყნის აეროპორტებიდან კი უფრო მეტი ფრენა შესრულდეს მსოფლიოს გლობალური დედაქალაქების მიმართულებით," - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა